დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №172 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 27/01/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 16/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.22.026.014.125 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.014.125
საქართველოს თავდაცვის
მინისტრის ბრძანება №47
2010 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №172 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №172 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 01.06.2006, №73, მუხ. 918) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამმართველოს ამოცანებია:
ა) შეიარაღებაზე და სამხედრო საქმიანობის კონტროლის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების განხორციელების პროცესში და მოლაპარაკებებში ექსპერტთა სტატუსით მონაწილეობა.
ბ) ზემოხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გასაცვლელი ინფორმაციების, შეტყობინებების მომზადება, შესაბამისი დიპლომატიური არხებისა და საერთაშორისო დახურული ელექტრონული ქსელით მათი მიღება-დაგზავნა;
გ) საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოების საინსპექციო ჯგუფების მიღება, (პასიური კვოტა) თანხლება და უზრუნველყოფა;
დ) საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოებში ინსპექციების განხორციელება (აქტიური კვოტა) და სტუმარ-ინსპექტორთა სტატუსით ინსპექციებში მონაწილეობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სამხედრო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო შეიარაღებაზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა;
ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებისა და სასწავლო დაწესებულებების მომზადება საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოების საინსპექციო ჯგუფების მიღებისათვის, ოფიცრებისათვის ლექცია-სემინარების ჩატარება;
ზ) უცხო ენების, შეიარაღებაზე კონტროლის და სავერიფიკაციო კურსებზე სამმართველოს ოფიცრების გაგზავნა;
თ) საერთაშორისო ხელშეკრულებების წევრი სახელმწიფოების შეიარაღებაზე კონტროლის სააგენტოებსა და სავერიფიკაციო ცენტრებთან ურთიერთთანამშრომლობა.“.
2. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.“.
4. IV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV. სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი მმართველობა სტატუსი და ფუნქციები
მუხლი 13. სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია (ტექსტში შემდგომ – „ქვედანაყოფი“):
1. „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების (ეჩშძ) შესახებ“ ხელშეკრულების და „ვენის 1999 წლის“ დოკუმენტის განყოფილება;
2. „ღია ცის“ ხელშეკრულების და ინფორმაციის ანალიზის განყოფილება.
მუხლი 14. სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია:
1. „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ((ეჩშძ) შესახებ“ ხელშეკრულების და „ვენის 1999 წლის“ დოკუმენტის განყოფილება – საერთაშორისო ხელშეკრულების და დოკუმენტის თანახმად შეიარაღებაზე კონტროლის განხორციელება, აქტიური და პასიური კვოტების რეალიზება. ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ყოველწლიური გასაცვლელი ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობა. ნდობისა და უსაფრთხოების სფეროში ეუთო-ს ფორუმის მიერ გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
2. „ღია ცის“ ხელშეკრულების და ინფორმაციის ანალიზის განყოფილება – საერთაშორისო ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად, სადამკვირვებლო მისიების მიღება და სადამკვირვებლო ფრენების ჩატარება, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულების წევრ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე. ამუშავებს და აანალიზებს, საერთაშორისო ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეიარაღების შესახებ, ავრცელებს ნოტიფიცირებულ შეტყობინებებს დიპლომატიური არხების მეშვეობით. ინსპექციების ლოგისტიკური უზრუნველყოფის მიზნით, გეგმავს და აწვდის ინფორმაციას გაერთიანებული შტაბის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფს.
მუხლი 15. ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც სამმართველოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 16. ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე.
დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ზ) ანგარიშს აბარებს სამმართველოს უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.“;
5. V თავი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 28 იანვრიდან.
ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები