„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 220
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016177
220
28/03/2013
ვებგვერდი, 28/03/2013
120340000.22.026.016177
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №220

2013 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №172 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №172 ბრძანებით (სსმ III, 01.06.2006, №73, მუხ. 918) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდგეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. სამმართველოს ფუნქციას წარმოადგენს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (ეჩშძ) ხელშეკრულების, ,,ღია ცის” ხელშეკრულების და ,,ნდობისა და უსაფრთხოების ზომების განმტკიცების ვენის 2011 წლის დოკუმენტი’’-ს მოთხოვნათა შესრულება.’’.  

2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების (ეჩშძ) შესახებ” ხელშეკრულების და ,,ვენის 2011 წლის დოკუმენტი’’-ს განყოფილება.’’.

3.    მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ,,ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების (ეჩშძ) შესახებ” ხელშეკრულების და ,,ვენის 2011 წლის დოკუმენტი’’-ს განყოფილება საერთაშორისო ხელშეკრულების და დოკუმენტის თანახმად, შეიარაღებაზე კონტროლის განხორციელება, აქტიური და პასიური კვოტების რეალიზება. ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ყოველწლიური გასაცვლელი ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობა. ნდობისა და უსაფრთხოების სფეროში ეუთო-ს ფორუმის მიერ  გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;’’.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია