,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №172 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 344
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/05/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 59, 14/05/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.013.108
  • Word
344
08/05/2009
სსმ, 59, 14/05/2009
120.340.000.22.026.013.108
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №172 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.013.108

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება 344

2009 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №172 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 23 მაისის №172 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 01.06.2006, №73, მუხ. 918) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 6

სამმართველოს ფუნქციას წარმოადგენს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (ეჩშძ) ხელშეკრულების, „ღია ცის“ ხელშეკრულების, და “ვენის 1999 წლის დოკუმენტის“ მოთხოვნათა შესრულება.“;

ბ) დებულების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „ვენის 1999 წლის დოკუმენტის“ განყოფილება;“;

გ) დებულების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „ვენის 1999 წლის დოკუმენტის“ განყოფილება – „ვენის 1999 წლის დოკუმენტის“ თანახმად შეიარაღებაზე კონტროლის განხორციელება, აქტიური და პასიური კვოტების ჩატარება, შეიარაღებაზე ინფორმაციის გაცვლაში თანამშრომლობა.“.

    მუხლი 2

ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.

    მუხლი 3

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 ვ. სიხარულიძე