დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 487 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 65, 15/05/2006 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 27/02/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.200.010.22.027.008.601 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/05/2006 - 18/04/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.22.027.008.601
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №487
2006 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ
,,სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ� საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სპეციალური სარიტუალო მომსახურების თანდართული წესი.
2. სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ (ი. ფორჩხიძე) უზრუნველყოს ქორწინების რეგისტრაცია ამ ბრძანებით დადგენილი სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის შესაბამისად.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
�გ. ქავთარაძე
სპეციალური სარიტუალო მომსახურების
წესი
1. სპეციალური სარიტუალო მომსახურება გულისხმობს ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ვითარებაში ჩატარებას.
2. სპეციალური სარიტუალო მომსახურება წარმოადგენს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სპეციალიზებული სამსახურის კომპეტენციას; რიტუალი ხორციელდება შესაბამისი სპეციალიზებული სამსახურისათვის გამოყოფილ შენობაში.
3. სპეციალური სარიტუალო მომსახურების ჩატარებას უზრუნველყოფს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.
4. დასაქორწინებელმა პირებმა, რომელთაც სურთ სპეციალური სარიტუალო მომსახურება, უნდა მიმართონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის სპეციალიზებულ სამსახურს და აღნიშნულის თაობაზე მიუთითონ ქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში. განცხადებასთან, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელ საბუთებთან და ქორწინების რეგისტრაციისათვის ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითართან ერთად დაქორწინების მსურველმა პირებმა უნდა წარადგინონ ,,სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის ქვითარი.
5. სპეციალური სარიტუალო მომსახურების თაობაზე დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამისი სპეციალიზებული სამსახური ვალდებულია გააცნოს განმცხადებლებს ამ ბრძანებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული რიტუალის წესი და პირობები, უზრუნველყოს რიტუალის სათანადოდ ჩატარება.
6. დაქორწინების მსურველ პირებს უფლება აქვთ მოითხოვონ ამ ბრძანებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სპეციალური სარიტუალო მომსახურება.
7. სპეციალური სარიტუალო მომსახურება მოიცავს:
ა) ქორწინების რეგისტრაციისას საზეიმო გარემოს შექმნას;
ბ) სარიტუალო დარბაზის გაფორმება სპეციალიზებულ სამსახურში არსებული ინვენტარისა და დაქორწინების მსურველი პირების სურვილის გათვალისწინებით;
გ) ქორწინების რეგისტრაციის მუსიკალურ გაფორმებას დაქორწინების მსურველი პირების სურვილის გათვალისწინებით;
დ) დაქორწინებულთათვის მილოცვის განსაკუთრებულ ფორმას;
ე) რიტუალის ჩატარებისათვის აუცილებელ სხვა საკითხებს.
8. სპეციალურ სარიტუალო მომსახურებაში შემავალი საკითხები განისაზღვრება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები