„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის N487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის N487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 29/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110629016, 30/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 040200010.22.027.016147
  • Word
78
29/06/2011
ვებგვერდი, 110629016, 30/06/2011
040200010.22.027.016147
„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის N487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 78

2011 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში (სსმ III, 2006წ., №65, მუხ. 837) წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სპეციალური სარიტუალო მომსახურება წარმოადგენს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქორწინების სახლების, სიღნაღის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხარაგაულის, სამტრედიის, თერჯოლის, ვანისა და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურების კომპეტენციას.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. დასაქორწინებელმა პირებმა, რომელთაც სურთ სპეციალური სარიტუალო მომსახურება, უნდა მიმართონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ქორწინების სახლს ან უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს და აღნიშნულის თაობაზე მიუთითონ ქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში. განცხადებასთან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად დაქორწინების მსურველმა პირება უნდა წარადგინონ ქორწინების სპეციალური სარიტუალო მომსახურებით რეგისტრაციისათვის ,,სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი