დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 117 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 59, 18/04/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/02/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.200.010.22.027.011.761 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.22.027.011.761
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №117
2008 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებით (სსმ III, 15.05.2006წ., №65, მუხ. 837) დამტკიცებულ სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სპეციალური სარიტუალო მომსახურება წარმოადგენს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქორწინების სახლების, სიღნაღის, ქუთაისის, ოზურგეთის, სამტრედიის, თერჯოლის, ვანისა და გარდაბნის სამსახურის კომპეტენციას;“.
2. მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დასაქორწინებელმა პირებმა, რომელთაც სურთ სპეციალური სარიტუალო მომსახურება, უნდა მიმართონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ქორწინების სახლს ან შესაბამის სამსახურს და აღნიშნულის თაობაზე მიუთითონ ქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში. განცხადებასთან, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელ საბუთებთან და ქორწინების რეგისტრაციისათვის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითართან ერთად დაქორწინების მსურველმა პირებმა უნდა წარმოადგინონ „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის ქვითარი.
5. სპეციალური სარიტუალო მომსახურების თაობაზე დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქორწინების სახლი ან შესაბამისი სამსახური ვალდებულია გააცნოს განმცხადებელს ამ ბრძანებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული რიტუალის წესი და პირობები, უზრუნველყოს რიტუალის სათანადოდ ჩატარება.“.
3. მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სარიტუალო დარბაზის გაფორმება ქორწინების სახლში ან შესაბამის სამსახურში არსებული ინვენტარისა და დაქორწინების მსურველი პირის სურვილის გათვალისწინებით;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები