„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 374
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 21/01/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2019
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2019
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 040200010.22.027.016874
374
21/01/2019
ვებგვერდი, 22/01/2019
040200010.22.027.016874
„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №374

2019 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №65, მუხ. 837) დამტკიცებული წესის:

1. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დასაქორწინებელი პირები, რომელთაც სურთ სპეციალური სარიტუალო მომსახურება, უფლებამოსილი არიან, მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ქორწინების სახლს ან ნებისმიერ სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადებით და უნდა მიუთითონ ის ქორწინების სახლი ან უფლებამოსილი სამოქალაქო რეესტრის სამსახური, რომელშიც სურთ მომსახურების მიღება. განცხადებასთან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად დასაქორწინებელმა პირებმა უნდა წარადგინონ ქორწინების სპეციალური სარიტუალო მომსახურებით რეგისტრაციისათვის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“.

2. მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 პუნქტები:

„41. დასაქორწინებელი პირი უფლებამოსილია, ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ კალენდარში წინასწარ მიუთითოს მომსახურების მიღების დღე და საათი, ქორწინების რეგისტრაციის ადგილზე მომსახურების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ის ქორწინების სახლი ან უფლებამოსილი სამოქალაქო რეესტრის სამსახური, რომელშიც სურს მომსახურების მიღება (ქორწინების რეგისტრაციის დაჯავშნა). დაჯავშნასთან ერთად  დასაქორწინებელმა პირმა უნდა გადაიხადოს ქორწინების სპეციალური სარიტუალო მომსახურებით რეგისტრაციისათვის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით გათვალისწინებული საფასური.

42. ჯავშნის დადასტურების შემთხვევაში, დაჯავშნიდან ორი თვის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს მომსახურების მიღების დღემდე ერთი სამუშაო დღით ადრე, დასაქორწინებელმა პირმა უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ქორწინების სახლს ან ნებისმიერ სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ან გააუქმოს ჯავშანი. ამ პუნქტით დადგენილ ვადაში განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში ჯავშანი ავტომატურად უქმდება და დაჯავშნისას გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება.“.

3. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სპეციალური სარიტუალო მომსახურების თაობაზე დასაქორწინებელ პირთა განცხადების საფუძველზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქორწინების სახლი ან   ტერიტორიული სამსახური ვალდებულია გააცნოს განმცხადებელს ამ ბრძანებითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული რიტუალის წესი და პირობები, ხოლო ქორწინების მარეგისტრირებელი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქორწინების სახლი ან უფლებამოსილი სამოქალაქო რეესტრის სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს რიტუალის სათანადოდ ჩატარება.“.

მუხლი 2
 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 თებერვლიდან.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი