„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 357
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 11/12/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 040200010.22.027.016857
357
11/12/2018
ვებგვერდი, 12/12/2018
040200010.22.027.016857
„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №357

2018 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებით (სსმ III, 2006წ., №65, მუხ. 837) დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალური სარიტუალო მომსახურება წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქორწინების სახლების, აგრეთვე, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, ვანის, ზუგდიდის, თერჯოლის, თიანეთის, ლაგოდეხის, მარნეულის, მარტვილის, ოზურგეთის, ონის, სამტრედიის, ფოთის, ყაზბეგისა და ხარაგაულის ტერიტორიული სამსახურების კომპეტენციას.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალური სარიტუალო მომსახურება წარმოადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქორწინების სახლების, აგრეთვე, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის, გარდაბნის, გორის, გურჯაანის, ვანის, ზუგდიდის, თერჯოლის, თიანეთის, ლაგოდეხის, მარნეულის, მარტვილის, ოზურგეთის, ონის, სამტრედიის, სენაკის, ფოთის, ყაზბეგისა და ხარაგაულის ტერიტორიული სამსახურების კომპეტენციას.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2018 წლის 12 დეკემბრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2018 წლის 28 დეკემბრიდან.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი