დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 113/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
მიღების თარიღი | 01/07/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/07/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 430020000.22.022.018531 |
|
პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე
|
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესი“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესი თავი I ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. რეგულირების საგანი პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტის მიღების, ასევე პირის მიერ სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის საფუძვლებს, წესსა და პირობებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამავე წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აპლიკანტი – არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც წარმატებით აქვს ჩაბარებული საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა; ბ) სპეციალური მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს/მოსწავლეებს ან/და ინდივიდუალურად/ჯგუფურად მუშაობს მასთან/მათთან სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით; გ) საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა − საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარებაც სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის ერთ-ერთი წინაპირობაა; დ) სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა − ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სწავლის შედეგებიც შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისთვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს; ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა – გამოცდა, რომლის საფუძველზეც აპლიკანტი ჩაირიცხება სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე. მუხლი 3. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტს ჩარიცხვის საფუძველი სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტის ჩარიცხვის საფუძველია: ა) საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარება; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება. თავი II სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტის მიღება მუხლი 4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის გამოცხადება 1. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამის პროგრამაზე აპლიკანტთა ჩარიცხვის წლის 1 თებერვლიდან 15 თებერვლამდე აცხადებს აპლიკანტთა მიღებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – მართვის სისტემა) სპეციალური პროგრამის გამოყენებით. 2. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღების მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სპეციალურ პროგრამაში ასახული ინფორმაციის სისწორე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, სპეციალურ პროგრამაში არსებული ღილაკის მეშვეობით, დადასტურებული იქნება მართვის სისტემის მიერ. 3. სპეციალურ პროგრამაში მითითებული უნდა იყოს: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების: ა.ა) სამართლებრივი ფორმა და სრული სახელწოდება; ა.ბ) იურიდიული მისამართი და პროგრამის განხორციელების ადგილი; ა.გ) ვებგვერდის მისამართი; ა.დ) საკონტაქტო პირ(ებ)ის ვინაობა მათი ტელეფონების მითითებით; ბ) სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, მიზანი და სწავლის შედეგი; გ) სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა კრედიტებში; დ) ინფორმაცია სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ; ე) სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობა, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადგილების რაოდენობა; ვ) სწავლის საფასური; ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა; თ) სწავლების ენა; ი) აპლიკანტისათვის განსაზღვრული სპეციალური პირობები. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტით, ასევე „ბ“, „ე“ (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ადგილების რაოდენობისა), „ვ“ „ზ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია სპეციალურ პროგრამაში შეიტანება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, ხოლო მე-3 პუნქტით განსაზღვრული სხვა ინფორმაციის ასახვას უზრუნველყოფს მართვის სისტემა. 5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შესაბამის წელს ვერ ჩარიცხავს აპლიკანტებს, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ შეავსებს სპეციალურ პროგრამას. 6. სპეციალური პროგრამის საფუძველზე, მართვის სისტემა ამუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემებს ელექტრონულად. 7. მართვის სისტემა ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სპეციალური პროგრამის მეშვეობით დადასტურებულ ინფორმაციას განათავსებს მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე. მუხლი 5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა 1. საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, აპლიკანტი სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, გადის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავად ადგენს მის მიერ განსაზღვრული გამოცდის შინაარსს, ჩატარების ფორმასა და გამოცდის ჩატარებასთან დაკავშირებულ პროცედურებს. 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აპლიკანტთა რეგისტრაციის გამოცხადებასა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აქვეყნებს მის ოფიციალურ ვებგვერდზე. მუხლი 6. რანჟირების დოკუმენტი 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მის მიერ განსაზღვრული გამოცდის საბოლოო შედეგების დაინტერესებულ მხარეთათვის საქართველოს კანომდებლობით დადგენილი წესით გაცნობის შემდეგ, ქმნის რანჟირების დოკუმენტს. 2. რანჟირების დოკუმენტში მოხვდება მხოლოდ ის პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული ორივე გამოცდა. 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება რანჟირების დოკუმენტს ქმნის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობისა და აპლიკანტთა მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულის შესაბამისად. 4. თუ რანჟირების დოკუმენტის შექმნის პროცესში აღმოჩნდება, რომ თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ აპლიკანტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იღებს გადაწყვეტილებას მისთვის გამოყოფილი მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ადგილების დამატების თაობაზე. მუხლი 7. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა 1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შემუშავებული რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე. 2. აპლიკანტთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. 3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აპლიკანტის ჩარიცხვა ფორმდება, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და აპლიკანტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 4. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება რექტორის ერთიანი აქტი, რომელიც იმავე წლის 5 ოქტომბრამდე იგზავნება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში. რექტორის ერთიან აქტში მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა, რომელიც წარმატებით ჩააბარა აპლიკანტმა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა. 5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მართვის სისტემაში, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, შესაბამისი წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით წარადგენს ჩარიცხული პირების შესახებ შემდეგ ინფორმაციას, მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად: ა) სახელი, გვარი, პირადი ნომერი; ბ) საგამოცდო (სსიპ – შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი) ნომერი; გ) საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების წელი; დ) პროგრამის საფასური; ე) დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა; ვ) პროგრამაზე ჩარიცხვის ბრძანების თარიღი; ზ) პროგრამაზე ჩარიცხვის ბრძანების ნომერი; თ) არის თუ არა პირი გათვალისწინებული დაწესებულების მიერ დასაფინანსებელთა რაოდენობაში (დიახ/არა); ი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული სახელწოდება; კ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხუთნიშნა უნიკალური კოდი უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიხედვით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღების შემდგომ, მართვის სისტემა ამოწმებს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების მიერ ჩაბარებული საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის შესახებ ინფორმაციას სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, რომელიც ვალდებულია, მართვის სისტემას, მიაწოდოს ინფორმაცია სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირს აქვს თუ არა ჩაბარებული საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა (დიახ/არა) და გამოცდის ჩაბარების წელი. 7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტის გამოცემის შემდეგ პირი ირიცხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე. მუხლი 8. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა 1. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერებად განიხილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან განთავისუფლება სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეწყვეტის გარეშე. 2. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერების საფუძველია: პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); უცხო ქვეყანაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა; ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ფინანსური დავალიანება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება. 3. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ჯამში 5 წლის განმავლობაში სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული სხვა საფუძველი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობას ან სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელებას. 4. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი, არ განიხილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების საერთო რაოდენობის ფარგლებში. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების რაოდენობის აღრიცხვის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერების რეგისტრაცია. 6. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის აღდგენა იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც პირს შეუჩერდა სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი, დასაშვებია სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლების გადაჭარბებით. ამ შემთხვევაში სტუდენტების საერთო რაოდენობის ზევით ჩარიცხული პირების რაოდენობა გამოაკლდება მომდევნო სასწავლო წლისათვის დაწესებულების მიერ დადგენილ სტუდენტთა მისაღები ადგილების რაოდენობას. მუხლი 9. სპეციალურ პროგრამაში არსებული მონაცემების კონფიდენციალობა და შენახვის ვადა მართვის სისტემის სპეციალური პროგრამა წარმოადგენს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შემადგენელ ელექტრონულ მოდულს და მასზე ვრცელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის №90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-13 და მე-14 მუხლებით განსაზღვრული წესები სისტემის უსაფრთხოებასთან, სისტემაში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და სისტემაში ინფორმაციის შენახვის ვადასთან დაკავშირებით. თავი III გარდამავალი დებულებანი მუხლი 10. გარდამავალი დებულებანი 2024-2025 სასწავლო წლისათვის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების ვადები განისაზღვრება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
დოკუმენტის კომენტარები