დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/05/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430020000.22.022.018660 |
|
„პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის №113/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 02/07/2024, 430020000.22.022.018531) პირველი მუხლით დამტკიცებული ,,პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის“ მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. გარდამავალი დებულებანი 1. 2024-2025 სასწავლო წლისათვის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების ვადები განისაზღვრება მართვის სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. 2025-2026 სასწავლო წელს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნებისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება: ა) სპეციალურ პროგრამაში ამ წესის მე-4 მუხლის საფუძველზე ასახული, ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, ვალდებულია 2025 წლის 11 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით ამავე პროგრამაში ასახოს განახლებული ინფორმაცია; ბ) უფლებამოსილია სპეციალური პროგრამის გამოყენებით აპლიკანტთა მიღება გამოაცხადოს, ასევე, 2025 წლის 11 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით. 3. 2025-2026 სასწავლო წელს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღების მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ წესის მე-4 მუხლის საფუძველზე სპეციალურ პროგრამაში ასახული ინფორმაციის სისწორე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, სპეციალურ პროგრამაში არსებული ღილაკის მეშვეობით, დადასტურებული იქნება მართვის სისტემის მიერ. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიზნებისათვის, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას მართვის სისტემისათვის, 2025 წლის 11 აგვისტომდე არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები