დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/01/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430020000.22.022.018791 |
|
„პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის №113/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 02/07/2024; სარეგისტრაციო კოდი: 430020000.22.022.018531) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის“ მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 – მე-7 პუნქტები:
„5. 2026-2027 სასწავლო წელს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნებისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ნაცვლად 2026 წლის 1 ივლისიდან 15 ივლისამდე აცხადებს აპლიკანტთა მიღებას მართვის სისტემის სპეციალური პროგრამის გამოყენებით. 6. 2026-2027 სასწავლო წელს სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღების მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე სპეციალურ პროგრამაში ასახული ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორე, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, სპეციალურ პროგრამაში არსებული ღილაკის მეშვეობით, დადასტურებული იქნება მართვის სისტემის მიერ. 7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მიზნებისათვის, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას მართვის სისტემისათვის, 2026 წლის 1 ივლისამდე არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები