დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის N113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 64/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430020000.22.022.018699 |
|
„პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 1 ივლისის №113/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 02/07/2024, სარეგისტრაციო კოდი: 430020000.22.022.018531) დამტკიცებული „პირის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის“:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტის ჩარიცხვის საფუძველი „სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტის ჩარიცხვის საფუძველია: ა) საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარება; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება; გ) დამსაქმებლის მიერ გაცემული საგანმანათლებლო ინსტიტუციებში (სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და ა.შ.), დღის ცენტრებში, აბილიტაცია/რეაბილიტაციის, განვითარებისა და ინტერვენციის ცენტრებში და ა.შ. სააღმზრდელო ან/და სწავლა-სწავლების პროცესში ჩართულობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა, შესაბამისი სამუშაო აღწერილობით.“. 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. რანჟირების დოკუმენტში მოხვდება მხოლოდ ის პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ამ წესის მე-3 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ორივე გამოცდა და წარმოდგენილი აქვს ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი/ცნობა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები