სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/03/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016475
5
04/03/2024
ვებგვერდი, 05/03/2024
010250020.35.120.016475
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2024 წლის 4 მარტი

ქ. სამტრედია

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“, საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 39-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის“ მე-5 მუხლის და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის №452 დადგენილებით დამტკიცებული საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ,  დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს სამტრედიის  მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია



სამტრედიის მუნიციპალიტეტის  საგანგებო მართვის

გ ე გ მ ა


თავი I.

მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება და საგანგებო მართვის ორგანიზება

მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ზოგადი დახასიათება და საგანგებო მართვის ორგანიზება.

1.1. შესავალი

წინამდებარე საგანგებო მართვის გეგმა არის წინასწარი დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს საგანგებო სიტუაციების მართვის ძირითადი ფაზების (საგანგებო სიტუაციის პრევენცია, საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება და საგანგებო სიტუაციის ზონაში აღდგენითი სამუშაოების ჩატარება) მიხედვით მუნიციპალიტეტის ორგანოს, მისი სამსახურების და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებადი ორგანიზაციების უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფას, მატერიალური რესურსებისა და ადამიანური რესურსების განსაზღვრასა და მართვას.  შესაბამისად, მასში დეტალურადაა განსაზღვრული სხვადასხვა ორგანოების ინსტიტუციური ვალდებულებები, მათი რესურსები და ყველა ჩართული მხარის ოპერატიული მოქმედებები მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაცვის მიზნით.

1.2.   გეგმის მიზანი

გეგმის მიზანია:

- საგანგებო სიტუაციებისაგან სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ორგანოს თანამშრომელთა დაცვისა და უსაფთხოების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება;

- ადგილობრივ დონეზე, საგანგებო სიტუაციების მიტიგაციის, მათზე  მზადყოფნის, ხოლო მათი განვითარების შემთხვევაში, რეაგირებისა და აღდგენის ღონისძიებების შემუშავება და ორგანიზება;

- საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გასატარებელი ღონისძიებების, მათი მოცულობის, განხორციელების წესისა და შესრულებაზე პასუხისმგებელი ძირითადი და დამხმარე სუბიექტების ძალებისა და საშუალებების განსაზღვრა; 

- ეროვნულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის ორგანოს შესაძლებლობისა და ვალდებულების ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის საგანგებო დახმარების ფუნქციების მხარდაჭერა;

- ადგილობრივ დონეზე საგანგებო სიტუაციაზე მუნიციპალიტეტის ორგანოს დროული, კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი იურიდიული საფუძვლის შექმნა.

1.3.   სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტები

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა შემუშავებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“, საქართველოს კანონისა და „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილების შესაბამისად.

საგანგებო მართვის გეგმა ეფუძნება დანართი1-ში წარმოდგენილი ნორმატიულ აქტებს. ამავე დროს, მუნიციპალიტეტი არსებული კანონმდებლობის ფარგლებში გეგმის ეფექტურად განხორციელების მიზნით უფლებამოსილია დადოს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

1.4.  საგანგებო მართვის გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები:

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსი;   

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი;    

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე;          

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი;

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარე.

აღნიშნულ პირებთან ინახება საგანგებო მართვის გეგმის თითო ეგზემპლარი.

1.5.  მუნიციპალიტეტის აღწერილობა და ზოგადი მონაცემები

სამტრედიის მუნიციპალიტეტი მდებარეობს იმერეთის რეგიონში, მას ესაზღვრება იმერეთიდან ვანის, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები, სამეგრელოს რეგიონიდან აბაშის, ხოლო გურიიდან ლანჩუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები.

სამტრედიის  მუნიციპალიტეტი:

ფართობი – 36 429 ჰა. 

სასოფლო-სამეურნეო სავარგული – 28 415  ჰა  (78%).

არასასოფლო-სამეურნეო სავარგული – 8015  ჰა  (22%).

მოსახლეობა – 41 500 ადამიანი.  

ქალაქისა და დაბის მოსახლეობა – 23 300 ადამიანი.

სოფლების მოსახლეობა – 18 200  ადამიანი.

დასახლებული პუნქტი   15 ადმინისტრაციული ერთეული.

მდინარეები: რიონი 11 კმ, ცხენისწყალი 12 კმ, გუბისწყალი 7 კმ, ლოღობა 10 კმ, ჭურთავა 13 კმ, ხევისწყალი 8კმ, კაპიტონა 7კმ.

მანძილი დედაქალაქამდე 244 კმ; რეგიონულ ცენტრამდე (ქუთაისი) 33 კმ, უახლოესი პორტი (ფოთი) 65 კმ; უახლოესი აეროპორტი 11კმ;  ბათუმი 113 კმ; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი; ქალაქი წარმოადგენს ამიერკავკასიის სარკინიგზო და სატრანსპორტო კვანძს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოდგენილია 15 ადმინისტრაციული ერთეული და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯამური რაოდენობა შეადგენს 41 500, ხოლო ქალაქ სამტრედიის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 22 400. მუნიციპალიტეტის დეტალური მონაცემები (მათ შორის დემოგრაფიული მონაცემები და სხვა) მოცემულია დანართ №2-ში, ხოლო, მუნიციპალიტეტის რუკა მასზე დატანილი სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებების აღნიშვნით შეტანილია გეგმის დანართ №3-ში.

ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი სამტრედია, მუნიციპალიტეტში 15 ადმინისტრაციული ერთეულია:

  1. ადმინისტრაციული ერთეული ქალაქი სამტრედია.
  2. ბაშის ადმინისტრაციული ერთეული – რომელიც მოიცავს სოფელ ბაშს;
  3. იანეთის ადმინისტრაციული ერთეული – რომელიც მოიცავს სოფელ იანეთს;
  4. დიდი ჯიხაიშის ადმინისტრაციული ერთეული – რომელიც მოიცავს სოფელ დიდი ჯიხაიშს;
  5. ეწერის ადმინისტრაციული ერთეული – რომელიც მოიცავს სოფლებს: პატარა ეწერი, გვიმრალა, ოჭოფა, ჯიქთუბანი, კეჭინარი, ახალსოფელი;
  6. მელაურის ადმინისტრაციული ერთეული – რომელიც მოიცავს სოფლებს: მელაური, მიწაბოგირა, ხიბლარი;
  7. კულაშის ადმინისტრაციული ერთეული – რომელიც მოიცავს დაბა კულაშს;
  8. ღანირის ადმინისტრაციული ერთეული – რომელიც მოიცავს სოფლებს: ღანირი, ჭაგანი;
  9. ნაბაკევის ადმინისტრაციული ერთეული – რომელიც მოიცავს სოფლებს: ნაბაკევი, ჩხენიში, ნინუაკუთხე, კვირიკე, ხუნჯულაური;
  10. გომის ადმინისტრაციული ერთეული – რომელიც მოიცავს სოფლებს: დაფნარი, დაბლა გომი, გომნატეხები, გომმუხაყრუა, მთისძირი, კორმაღალი, ზედა ეწერი, დაბლა ეწერი, დობირო, კეთილაური, ცივწყალა;
  11. საჯავახოს ადმინისტრაციული ერთეული – რომელიც მოიცავს სოფლებს: საჯავახო, ჭოგნარი, პირველი ნიგორზღვა, მეორე ნიგორზღვა;
  12. ტოლების ადმინისტრაციული ერთეული – რომელიც მოიცავს სოფლებს: ტოლები, ზემო ტოლები, ქვემო ნოღა, ზემო ნოღა, ბუღნარა, ვაზისუბანი, ქორეისუბანი;
  13. გორმაღალის ადმინისტრაციული ერთეული – რომელიც მოიცავს სოფელ გორმაღალს;
  14. ოფეთის ადმინისტრაციული ერთეული – რომელიც მოიცავს სოფლებს: დიდი ოფეთი, პატარა ოფეთი, ნაწილოფეთი, მტერჩვეული, წიაღუბანი, თხილაგანი;
  15. გამოჩინებულის ადმინისტრაციული ერთეული – რომელიც მოიცავს სოფელ გამოჩინებულს.

1.6. მუნიციპალური და სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შენობების ტიპი და მათი არქიტექტურულ-კონსტრუქციული აღწერა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა მდებარეობს ქ. სამტრედია, რესპუბლიკის ქუჩა №6, საკ. კოდი №34.08.56.027. შენობა არის 4 სართულიანი, კაპიტალური ნაგებობა, გადახურულია თუნუქის ფურცლებით, სართულშუა გადახურვა და ტიხრები არის ნახევრად კაპიტალური. საშუალო ხარისხის ცეცხლგამძლეობის. შენობაში შეყვანილია  წყალი, ელ-ენერგია და ინტერნეტი.  

მიმდებარე ტერიტორიის აღწერა: ადმინისტრაციული შენობა ეზოს ჩათვლით იკავებს 3400 კვ.მ.-ს. შენობა ირგვლივ შემოფარგლულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი, კომერციული, კვების ობიექტების და სასტუმრო დანიშნულების შენობებით.  

მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მომსახურე პერსონალის საერთო რაოდენობა არის 600 თანამშრომელი (მერია, საკრებულო, მუნიციპალური ა(ა)იპ-ები, რესურსცენტრი, სურსათის უვნებლობა, საჯარო რეესტრი, სოციალური მომსახურების სააგენტო).

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ენერგომომარაგების და საკომუნიკაციო საშუალებების რუკები მოცემულია გეგმის დანართ №15-ში.

1.7.  საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის  ორგანო და ფუნქციები         

საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი საგანგებო შტაბი (შემდგომში – შტაბი) კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილე სუბიექტების საქმიანობას ადგილობრივ დონეზე.

შტაბი იკრიბება საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყონებლივ. შტაბის შეკრების მიზანია:

მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს: სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა, დასახოს საგანგებო სიტუაციის მიტიგაციის და რეაგირების ღონისძიებები, მათი ეფექტურად გატარების გზები და კოორდინირება გაუწიოს რეაგირების ძალების საქმიანობას. შტაბი მოქმედებს საგანგებო მართვის გეგმის მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის დონეზე მოსალოდნელ ან შექმნილ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით. თუ არსებული მდგომარეობა ითხოვს რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე ჩარევას, შტაბის შემდგომი მოქმედებები ტარდება ზემდგომი ოპერატიული შტაბის მითითებების საფუძველზე. შტაბის შეკრებას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან ერთობლივად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირი (იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი). შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო მართვის გეგმით განსაზღვრული ფუნქციების გათვალისწინებით. შტაბი ოპერატიულ კავშირზეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მორიგესთან. შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია შტაბის შემადგენლობაში დაამატოს წევრები თავისი შეხედულებით.

შტაბის ძირითადი ამოცანებია:

ა) ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის ორგანიზება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი ვითარების ანალიზი;

ბ) მართვის პუნქტების მზადყოფნის, შეტყობინებისა და კავშირგაბმულობის უზრუნველყოფის, მატერიალური რეზერვებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიღება-განაწილების ორგანიზება;

გ) მოსახლეობის შეტყობინებისა და დაცვის ორგანიზება;

დ) საგანგებო სიტუაციების ზონის საზღვრების განსაზღვრა, შექმნილი საგანგებო ვითარების მონიტორინგი და პროგნოზირება;  

ე) ურთიერთმოქმედება სხვა ოპერატიულ შტაბებთან, სამხედრო ნაწილებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის საკითხებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – გადაწყვეტილების მიღება საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სხვა მეზობელი მინიციპალიტეტებისათვის დახმარების აღმოსაჩენად საკუთარი ძალებითა და საშუალებებით;

ვ) საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის და აღდგენითი სამუშაოების ხელმძღვანელობა და ამ სამუშაოებში შრომისუნარიანი მოსახლეობის ჩაბმის ორგანიზება;

ზ) განიხილოს საგანგებო სიტუაციებისათვის არსებული ფინანსური რეზერვების მობილიზება;

თ) მოსახლეობის ევაკუაციის, ევაკუირებული მოსახლეობის განთავსების, საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ მათი მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ორგანიზება;

ი) საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების მასშტაბებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში სამაშველო ძალებისა და ტექნიკის დამატებით მოზიდვის მიზნით განაცხადის მომზადება და წარდგენა ზემდგომ ინსტანციებში;

კ) დასახმარებლად შემოსული სამაშველო ძალებისა და საშუალებების რაციონალური განაწილება და მათი საქმიანობის კოორდინირება.

შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები წარმოდგენილია ცხრილი 1-ში.

შტაბის შემადგენლობა და წევრების ფუნქცია-მოვალეობები:

ცხრილი №1

ადგილობრივი საგანგებო შტაბის წევრის პოზიცია

თანამდებობის პირი, რომელთანაც შეთავსებული შტაბი წევრის პოზიცია

შტაბის წევრის ფუნქცია-მოვალეობა

1

შტაბის უფროსი

საგან­გებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის იმერეთის  მთავარი სამმართველოს უფროსი

დანართი №4, პუნქტი 1

2

შტაბის უფროსის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი  

დანართი №4 პუნქტი 2

3

შტაბის უფროსის მოადგილე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური

ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფის დარგში

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს უფროსი

 

დანართი №4 პუნქტი 3

4

შტაბის წევრი კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ღონისძიებების უზრუნველყოფის საკითხებში;

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

 

დანართი №4 პუნქტი 4,

5

შტაბის წევრი

სატრანსპორტო   და ენერგომომარაგების უზრუნველყოფის საკითხებში;

ინფრასტრუქტურის დაცვისა და საგზაო უზრუნველყოფის საკითხებში;

საგანგებო სიტუაციების ზონაში აღდგენითი სამუშაოების 

უზრუნველყოფის საკითხებში

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი

დანართი №4 პუნქტი 5,8,10,13

6

შტაბის წევრი

სამედიცინო უზრუნველყოფის და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის საკითხებში;

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი

დანართი №4 პუნქტი 6,7

7

შტაბის წევრი სურსათითა და წყლით უზრუნველყოფის სფეროში

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი

დანართი №4 პუნქტი 11

8

შტაბის წევრი

მცენარეთა და ცხოველთა დაცვის უზრუნველყოფის საკითხებში

სსიპ  – სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს სამტრედიის ოფისის ხელმძღვანელი

დანართი №4 პუნქტი 9

9

შტაბის წევრი

კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ობიექტების ევაკუაცის ღონისძიებების უზრუნველყოფა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის,  ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი

დანართი № 4 პუნქტი 12

10

შტაბის წევრი (დამხმარე ფუნქცია)

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის ფილიალის კოორდინატორი.

დანართი № 4 პუნქტი 1, 2, 6, 7, 11,12.

 

1.8. საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემა.

შტაბის წევრების შეტყობინების სისტემის აღწერა.

შტაბის წევრების შეტყობინების სისტემა წარმოადგენს სატელეფონო კომუნიკაციის სისტემას, ხმის გამაძლიერებელი (მეგაფონი)  თანამშრომლებისათვის  (საგანგებო შტაბის წევრების შეტყობინების   სქემა დანართი №5-ის მიხედვით).

1. ქალაქში ამ დროისთვის არ არსებობს ადრეული გაფრთხილების სისტემა.

2. შტაბის წევრების შეტყობინების სისტემის აღწერა.

შტაბის წევრების შეტყობინება ხდება მობილური ტელეფონის საშუალებით დანართი №5-ში წარმოდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით, ხოლო მუნიციპალიტეტის  საგანგებო  მართვის  სისტემის  საკოორდინაციო  კომუნიკაცია ხორციელდება  დანართი №6-ში წარმოდგენილი შეტყობინების სქემის მიხედვით.

3. მოსახლეობის ინფორმირება ხორციელდება რეგიონალური ტელემაუწყებლობისა და პრეს-სამსახურის საშუალებებით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების დახმარებით.

მოსახლეობის გაფრთხილება ხდება საპატრულო პოლიციის მიერ ხმის გამაძლიერებლი მოწყობილობით.

1.9.  საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო ძალები, მათი ტექნიკა-აღჭურვილობა წარმოდგენილია დანართებში №7 და №8.

1.10. საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული ორგანოები და მათი ამოცანები წარმოდგენილია დანართი №9-ში.

1.11. ევაკუაცია. მოსახლეობის დაცვის მიზნით საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზება უკეთდება  მათ ევაკუაციას (იხ. ევაკუაციის რუკა დანართი №10);  მუნიციპალიტეტის შენობიდან ევაკუაციის გეგმა – წარმოადგენს გრაფიკულ ნაწილს, რომელიც გამოკრულია მერიის შენობის ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილებზე, მისი ასლი თან ერთვის  გეგმას (იხილეთ დანართი №11)

1.12. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვა. არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე, საგანგებო მართვის გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ მოქმედებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, კერძოდ:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით შენობის ადაპტირება (გასასვლელების, დროებითი თავშესაფრების, შენობიდან ევაკუირებული პირების უსაფრთხო განთავსების ადგილების მოწყობის თვალსაზრისით);

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ზომების დაგეგმვა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს როგორც მათი ინფორმირების, ისე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით.

II თავი.

მუნიციპალიტეტის რისკების შეფასება

მუხლი 2. რისკების შეფასება

2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის საფრთხების  ანალიზი

2.1.1. საფრთხეებისა და რისკების შეფასება განხორციელდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „2015-2018 წწ. საფრთხეების შეფასების ეროვნული დოკუმენტის“ საფუძველზე.

2.1.2. მოსალოდნელი საფრთხეების აღწერა:

ა) საფრთხეები მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

კოკისპირული წვიმების და თოვლის ინტენსიური დნობის პერიოდში ხდება მდინარე რიონში დონის მნიშვნელოვანი მომატება რაც ქმნის ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში 30 კომლის, დატბორვის საშიშროებას. დატბორვის არეალმა შეიძლება შეადგინოს 100 ჰა. დატბორვის ზონაში შეიძლება მოექცეს სულ 95 ადამიანი და 125 მსხვილფეხა პირუტყვი. საშიშროების შემთხვევაში უნდა განხორციელდეს დატბორილი ზონებიდან მოსახლეობის და შინაური ცხოველების ევაკუაცია.

რკინიგზის სადგურები: ქალაქი სამტრედია, საჯავახო, ბაძგნარი წარმოადგენს საშიშ ჯგუფთან მიკუთვნებული ნივთიერებების თავმოყრისა და შესაძლო ავარიის ადგილს რაც გამოიწვევს ადგილმდებარეობის და გარემოს მოწამვლას. დასნებოვნების ზონაში შეიძლება მოექცეს მოსახლეობა – დაახლოებით 1700 ადამიანი.

მუნიციპალიტეტში შეიძლება შეიქმნას ისეთი დაავადების კერები, როგორიცაა: გრიპი და რესპირაციული დაავადებები, მწვავე ნაწლავური ინფექციები (A ჰეპატიტი, დიზენტერია, სალმონელოზი და სხვა), საკვების მყარი ინტოქსიკაციით გამოწვეული მოწამვლები (ბოტულიზმი, ეშერიხიოზი და სხვა), სოკოთი და სხვა შხამიანი ნივთიერებებით მოწამვლის კერები. სტრესული სიტუაციებისაგან გამომდინარე ფსიქოზები და ნერვოზები, ხოლო პირუტყვის დაავადებების  მხრივ არ გამოირიცხება  ისეთი დავადებების გაჩენა როგორიცაა: ბრუცელიოზი, ჯილეხი, ცოფი, თურქული, ტუბერკულოზი, ფრინველისა და ღორის გრიპი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის (ადგილის) სეისმური, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, გეოპოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კლიმატურ-ეკოლოგიური ზოგადი დახასიათების საფუძველზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამახასიათებელია ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის შემდეგი საფრთხეები: ძლიერი ქარი, წყალმოვარდნა, წყალდიდობა. 

 

  1. საგანგებო სიტუაციის რისკის შეფასება.
  1. რისკის შეფასების დრო: 03.07.2023.                           

2023 წლის 3 ივლისის რისკის შეფასების მიზნით სამტრედიის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ფორმატში რისკის შემცირების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ერთეულებში და დაინტერესებული პირები. სამუშაო შეხვედრაზე იდენტიფიცირებულ იქნა საფრთხეები და შესაბამისად განსაზღვრულ იქნა რისკები.

1. რისკის შეფასების მეთოდელოგია: სტატისტიკურ-ალბათური, რომელიც ეფუძნება ისტორიულ ანალიზის და ზოგადად რისკის თვისობრივ შეფასებას. რისკის შემცირების ჯგუფის მიერ 10-10 ქულიანი სისტემებით შეფასებული იქნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ბუნებრივი მოვლენები და შეფასებისას გათვალისწინებული იქნა ამ მოვლენების მოხდენის ალბათობები და ზეგავლენა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისათვის დადგინდა რისკის ქულები ხარისხობრივი შეფასების გზით. იხილეთ შესაბამისად ცხრილები 2 და 3 მოძიებულ იქნა პირველადი ინფორმაცია (სტიქიური  მოვლენების ქრონოლოგია, შედეგების დეტალები და გამომწვევი მიზეზები) და მოხდა საგანგებო სიტუაციის საფრთხეთა იდენტიფიცირება. ამ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა საგანგებო ან ყურადსაღები ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ იმ პოტენციურად პრობლემატურ ტერიტორიებზე, სადაც საფრთხეების დეტალურად შესწავლის მიზნით საჭიროა შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა და საფუძვლიანი შეფასების ჩატარება.

2. რისკის შეფასების შედეგები და აღწერა

ა) მუნიციპალიტეტის მასშტაბით იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შესაბამისად:

ცხრილი №2

 

საფრთხე

ალბათობა

ზეგავლენა

საერთო ქულა

1

ძლიერი ქარი, ქარიშხალი

8

7

56

2

წყალდიდობა-წყალმოვარდნა

7

6

42

 

ბ) ადმინისტრაციული შენობისთვის იდენტიფიცირებული რისკები პრიორიტეტული საფრთხეების შესაბამისად:

ცხრილი №3

 

საფრთხე

ალბათობა

ზეგავლენა

საერთო ქულა

1

ხანძარი

4

5

20

 

III თავი.

რისკების აღწერილობა/სცენარი

მუხლი 3. გამოვლენილი რისკების განვითარების სცენარები და თითოეული სცენარისათვის პრევენციის, მზადყოფნისა და აღდგენის ღონისძიებები

ქვემოთ ჩამოთვლილ დანართებში მოცემულია გამოვლენილი რისკების განვითარების სცენარები და თითოეული სცენარისათვის შესაბამის დანართებში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები.

დანართი №12 – ძლიერი ქარი, ქარიშხალი.

დანართი №13 – წყალდიდობა, წყალმოვარდნა.

ქვემოთ ჩამოთვლილ დანართებში მოცემულია შესაძლო საფრთხეებით გამოწვეული  რისკების განვითარების სცენარები  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული  შენობისთვის და თითოეული სცენარისათვის შესაბამის დანართში მითითებულია პრევენციის, მზადყოფნის, რეაგირების და აღდგენის ღონისძიებები.

დანართი №14 – ხანძარი მუნიციპალიტეტის ადმინიტრაციულ შენობაში.

IV თავი.

გეგმის დანართები

მუხლი 4. გეგმის დანართები.

გეგმის დანართები წარმოდგენილია ცხრილი 4-ის სახით:

ცხრილი №4

 

დანართის დასახელება

1

სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი

2

მუნიციპალიტეტის დეტალური მონაცემები

3

მუნიციპალიტეტის რუკა მასზე დატანილი საფრთხეებისა და საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებების აღნიშვნით

4

შტაბის წევრები, მათი საკურატორო საგანგებო დახმარების ფუნქციები და ამოცანები

5

საგანგებო შტაბის შეტყობინების სქემა

6

მართვის სისტემის საკოორდინაციო სქემა

7

სახანძრო-სამაშველო ძალებისა და აღჭურვილობის ჩამონათვალი

8

რეაგირების სხვა ძალებისა და მათი აღჭურვილობის ჩამონათვალი

9

დამხმარე ორგანიზაციების ჩამონათვალი

10

საევაკუაციო რუკები

11

მერიის შენობის ევაკუაციის გეგმები

12

სცენარი – ძლიერი ქარი

13

სცენარი – წყალდიდობა წყალმოვარდნა

14

სცენარი – ხანძარი მერიის შენობაში

15

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკომუნიკაციო საშუალებების ელექტრონული რუქები მოცემულია დანართ № 15 ში.