ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/12/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016616
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
33
18/12/2023
ვებგვერდი, 20/12/2023
190020020.35.158.016616
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (20/12/2023 - 31/01/2024)

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2023 წლის 18 დეკემბერი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მესამე პუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდაყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 20/01/2020, 190020020.35.158.016492).

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი



დანართი №1

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი

ეს წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პირობებს, დახმარების მიმღებ პირთა (შემდგომში – ბენეფიციარი) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის.

მუხლი 1. ქრონიკული დაავადებებით დაავადებულ ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

 1. დახმარება მედიკამენტებით მკურნალობის უზრუნველსაყოფად, კალენდარული წლის განმავლობაში, თითოეულ ბენეფიციარზე არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა, გაეწევათ ბენეფიციარებს შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ:

ა) ეპილეფსია;

ბ) პარკინსონი;

გ) ბრონქიალური ასთმა;

დ) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქცია;

ე) ონკოლოგიური დაავადებები (ავთვისებიანი სიმსივნეები);

ვ) შიზოტოპური აშლილობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N  IV – 100/ა);

ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარების ყოველთვიური მატერიალური დახმარება

1. კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიური მატერიალური დახმარება გაეწევათ:

ა) მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წელზე მეტი ასაკის ბენეფიციარებს 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით;

ბ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე იმ ბენეფიციარებს, რომლებიც მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში იღებენ სამედიცინო მომსახურეობას – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის, ხოლო იმ ბენეფიციარებს, რომლებიც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში იღებენ სამედიცინო მომსახურებას - 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

გ) სმენადაქვეითებულ და მეტყველების უნარმოკლებულ ბენეფიციარებს – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

დ) 18-დან 29 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე:

დ.ა) ბენეფიციარებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას და საჭიროებენ მუდმივ მომვლელს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

დ.ბ) კლასიკური ფენილკეტონურიით დაავადებულ ბენეფიციარებს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

დ.გ) აუტისტური სპექტრის მქონე ბენეფიციარებს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს (18 წლამდე), რომლებიც საჭიროებენ მომვლელს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ვ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეინტეგრაციის პროგრამით მოსარგებლე შშმ პირებს – 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ზ) 40 წლამდე  მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებს – 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარები, ორი ან მეტი დაავადების არსებობის შემთხვევაში, დახმარებას მიიღებენ მხოლოდ ერთი კატეგორიიდან.

3. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N  IV – 100/ა);

ვ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ;

ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მოსარგებლე ბენეფიციარებმა - ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N  IV – 100/ა);

თ) რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილება („ვ“ პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ი) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 3. სოციალურად დაუცველ ერთ წლამდე ბავშვების ყოველთვიურად კვებით უზრუნველყოფა

1. სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, ერთ წლამდე ბავშვების კვებით უზრუნველსაყოფად დახმარება გაეწევათ თვეში 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N  IV – 100/ა), სადაც მითითებული იქნება რა საკვებს საჭიროებს ბავშვი;

ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდი ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 4. 18 წლამდე ბავშვების ლოგოპედის მომსახურების უზრუნველყოფა 

1. ლოგოპედის მომსახურების საფასური 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით აუნაზღაურდებათ:

ა) დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს;

ბ) აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს;

გ) ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს;

დ) სმენადაქვეითებულ ბავშვებს (IV ხარისხის სმენაჩლუნგობა);

ე) გონებრივი ჩამორჩენის მქონე ბავშვებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N  IV – 100/ა);

ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;

ზ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდი ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 5. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბენეფიციარების მატერიალური დახმარება

1. კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად მატერიალური დახმარება გაეწევათ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეინტეგრაციის პროგრამით მოსარგებლე 18 წლამდე არასრულწლოვნებს – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილება.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 6. სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის სეზონზე მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა

1. გათბობის სეზონის დასაწყისში მატერიალური დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სოციაურად დაუცველ ოჯახებს:

ა) სოციალურად დაუცველ (65 000-მდე სარეიტინგო ქულა) მარტოხელა პენსიონერებს;

ბ) სოციალურად დაუცველ (65 000-მდე სარეიტინგო ქულა) შშმ პირების ოჯახებს;

გ) სოციალურად დაუცველ (65 000-მდე სარეიტინგო ქულა) მრავალშვილიან (სამი ან მეტი არასრულწლოვანი) ოჯახებს.

2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) შვილების დაბადების მოწმობის ქსეროასლები („გ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

ვ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ („ბ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ზ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 7. ბინის ქირით უზრუნველყოფა

1. ბინის ქირა არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად აუნაზღაურდება:

ა) სოციალურად დაუცველ უსახლკარო - მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და აღნიშნული ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში, გარდა იმ ოჯახებისა, რომელთაც ჰყავთ 16 წლამდე ასაკის წევრი.

ბ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მსხვერპლს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) ქირავნობის ხელშეკრულება;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ან/და სასამართლო ორგანოს ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი) მიერ ბენეფიციარისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი („ბ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან („ა“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

თ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 8. სოციალურ საცხოვრისებში მცხოვრები ოჯახების კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფა

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, დავით აღმაშენებლის ქ. უ/ნ-ში და დაბა კაზრეთში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯები თითოეულ ოჯახზე: ელექტროენერგია 250კვ/სთ - ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით;

ბუნებრივი აირი -  გათბობის სეზონზე (15 ნოემბრიდან 15 აპრილამდე) თვეში 250 მ3, ხოლო ზაფხულის სეზონზე თვეში 50მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით;

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება ქ. ბოლნისში, სიონის ქ. N1-ში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ბენეფიციარების კომუნალური ხარჯები თითოეულ ოჯახზე: ელექტროენერგია სრულად - საერთო მრიცხველის ჩვენების მიხედვით; ბუნებრივი აირი - გათბობის სეზონზე (15 ნოემბრიდან 15 აპრილამდე) თვეში 250მ3, ხოლო ზაფხულის სეზონზე თვეში - 50მ3, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი ორგანიზაციის საბანკო ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 9. სტუდენტთა დახმარებები

1. ყოველთვიური მატერიალური დახმარება კალენდარული წლის განმავლობაში 10თვის მანძილზე (1 ოქტომბრიდან 1 მარტამდე და 1 მარტიდან 1 აგვისტომდე) გაეწევათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში:

ა) ობოლ და მარჩენალდაკარგული ოჯახებიდან - 50 (ორმოცდაათი) ლარი;

ბ) იძულებით გადაადგილებული ოჯახებიდან - 50 (ორმოცდაათი) ლარი;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან (0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულით და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლის პერიოდში) – 50 (ორმოცდაათი) ლარი;

დ) მრავალშვილიანი ოჯახებიდან (სამი და მეტი შვილი) – 50 (ორმოცდაათი) ლარი;

ე) სტუდენტებს ოჯახებიდან, რომელთაც ჰყავთ ორი ან მეტი სტუდენტი – 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ვ) შშმ სტუდენტებს – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ზ) „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს, რომელიც გახდა სტუდენტი – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი („ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ე) ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომ ბენეფიციარი ნამდვილად არის მოქმედი სტუდენტი;

ვ) მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი („ა“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან („გ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

თ) საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების შესახებ („ვ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ი) განრიდების ოქმი, დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ, ან დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ან გამამტყუნებელი განაჩენი, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება და სხვა დოკუმენტები („ზ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

კ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

4. ქვეპროგრამის განმახორციელებელს შეუძლია დაფინანსების მსურველთა სია (მონაცემები) ყოველთვიურად გადაამოწმოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრში.

5. სტუდენტებს, რომლებიც შემოდგომის სემესტრში ისარგებლებენ სოციალური დახმარებით არ მოეთხოვებათ ქვეპროგრამის მოქმედების ფარგლებში საგაზაფხულო სემესტრის დახმარების მისაღებად განცხადების ხელმეორედ წარდგენა, გარდა სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობისა.

6. დაფინანსების გაცემა განხორციელდება განცხადების შემოტანის თარიღის გათვალისწინებით.

7. დაფინანსება არ მოიცავს აგვისტოს თვიდან შემოდგომის სემესტრში სწავლის დაწყებამდე პერიოდს.

8. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

შენიშვნა: 

 1. სტუდენტები ყოველთვიური სტიპენდიით ვერ დაფინანსდებიან ორჯერ სხვადასხვა დროს, ერთი და იმავე სემესტრის აქტიური სტატუსით.

2. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის განმავლობაში თუ სტუდენტი მობილობით გადავიდა სხვა სასწავლებელში, ან სხვა ფაკულტეტზე, ან სტუდენტის სტატუსი ჰქონდა შეჩერებული, უმაღლესი სასწავლებლიდან წარმოდგენილ ცნობაში ეს გარემოება უნდა იყოს მითითებული.

მუხლი 10. სამედიცინო უზრუნველყოფა (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

დახმარება მკურნალობის უზრუნველსაყოფად, კალენდარული წლის განმავლობაში გაეწევათ შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებს:

1. სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ ღემატება 200 000-ს და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში, გარდა იმ ოჯახებისა, რომელთაც ჰყავთ 16 წლამდე ასაკის წევრი და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისთვის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით);

ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის - 500 (ხუთასი)- ლარის ოდენობით;

გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის – 1000 (ერთი ათსი) ლარის ოდენობით;

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისთვის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით);

ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის - 500 (ხუთასი)- ლარის ოდენობით;

გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის შეძღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს – 1000 (ერთი ათსი) ლარის ოდენობით;

3. სტაციონარული, ამბულატორიული და დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დახმარება გაეწევათ:

ა) ლეიშმანიოზით დაავადებულ ბენეფიციარებს;

ბ) დედ-მამით ობოლ 18 წლამდე არასრულწლოვნებს;

გ) ვირუსული ჰეპატიტებით დაავადებულ ბენეფიციარებს.

4. ფარისებრი ჯირკვლით დაავადებულ ბენეფიციარებს სტაციონარული და ამბოლატორიული მკურნალობისთვის დახმარება გაეწევათ - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

5. ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანებს სამედიცინო დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისთვის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით);

ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის - 500 (ხუთასი)- ლარის ოდენობით;

გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის – 1000 (ერთი ათსი) ლარის ოდენობით;

6. იძულებით გადაადგილებულ პირებს სამედიცინო დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისთვის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით);

ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის - 500 (ხუთასი)- ლარის ოდენობით;

გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის – 1000 (ერთი ათსი) ლარის ოდენობით;

7. ფსორიაზით დაავადებული ბენეფიციარების მედიკამენტური მკურნალობისათვის დახმარება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით გაეწევათ:

ა) სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში.

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს.

8. ფენილკეტონურიით და ჰიპერფენილალანემიით დაავადებულ ბავშვებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (სპეციალური საკვების შესაძენად) დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში - 4200 (ოთხი ათას ორასი) ლარის ოდენობით;

9. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს რეაბილიტაცია/აბილიტაციისათვის წლის განმავლობაში დახმარება გაეწევათ 7000 (შვიდიათასი) ლარის ოდენობით;

10. ამ მუხლის 1-8 პუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიციარები ორი ან მეტი კატეგორიის არსებობის შემთხვევაში, დახმარებას მიიღებენ მხოლოდ ერთი კატეგორიიდან.

11. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ წესით განსაზღვრული პირობების დაცვით რეგისტრირებული იმ მოქალაქეების, რომლებიც განცხადებით მომართვის პერიოდში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულია და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მათი მომართვის პერიოდში მძიმეა ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ მიეკუთვნება გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას და ესაჭიროება სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება ან თანადაფინანსება, აგრეთვე იმ მოქალაქეების, რომელზეც განცხადების განხილვის ეტაპისთვის ვრცელდება წესით დაწესებული შეზღუდვები (მაგ: ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები), განცხადებას განიხილავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია გამონაკლისის სახით დახმარება გაეწიოს ამ პუნქტით განსაზღვრულ პირს, კალენდარული წლის გამავლობაში არაუმეტეს - 5000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (აქედან მედიკამენტური მკურნალობისთვის არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით).

12. ამ მუხლის პირველი-მეათე პუნქტებით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N  IV – 100/ა);

ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (პირველი პუნქტით  სარგებლობის შემთხვევაში);

ზ)საექსპერტო-სამედიცინო კომისიის აქტის ამონაწერი ან/და ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ(მესამე პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

თ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ქსეროასლი (მეხუთე პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში)

ი) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი (მეექვსე პუნქტით სარგებლობის შემთხვევაში)

კ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N  IV – 100/ა);

ლ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან;

13. ანაზღაურება მოხდება უნაღდი ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

14. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 11. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება

 1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფილნი იქნებიან:

ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები – 1000 (ერთი ათასი) ლარი;

ბ) 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გარდაცვლილთა ოჯახები მიმდინარე წლის 8 აგვისტოს (ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი) – 1000 (ერთი ათასი) ლარი;

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები მომდინარე წლის 27 სექტემბერს (ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი) – 1000 (ერთი ათასი) ლარი.

2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ქსეროასლი;

დ) საბრძოლო მოკვლევის ასლი/გარდაცვალების მოწმობის ქსეროასლი („ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით სარგებლობისას);

ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 12. ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარებით უზრუნველყოფა

1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფილნი იქნებიან:

ა) სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს  – 100 (ასი) ლარის ოდენობით;

ბ) სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 150 000-მდე და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში, გარდა იმ ოჯახებისა, რომელთაც ჰყავთ 16 წლამდე ასაკის წევრი და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

გ) ასი და მეტი წლის ხანდაზმული  - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

დ)„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული მსხვერპლი - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დახმარებების მიღება გათვალისწინებულია ოჯახის მხოლოდ ერთ წევრზე.

2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან („ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით სარგებლობის შემთხვევაში);

დ) შემაკავებელი ორდერის ქსეროასლი („დ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 13. გარდაცვლილთა სარიტუალო მომსახურების უზრუნველსაყოფად მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა

1. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების გარდაცვალების შემთხვევაში, ასევე მარტოხელა მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით ყოველი გარდაცვლილის ოჯახზე გაიცემა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობა;

დ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ქსეროასლი;

ე) იძულებით გაადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი;

ვ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები (განმცხადებლის);

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 14. სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება 

1. გასულ და მიმდინარე წლებში სტიქიის (უპირატესად დამანგრეველი ხასიათის ბუნების მოვლენის - მიწისძვრა, სეტყვა, წყალდიდობა, დიდთოვლიანობა, ქარიშხალი, მეწყერი, ღვარცოფი), ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს 500 (ხუთასი) ლარამდე ზიანი აუნაზღაურდებათ სრულად, ხოლო 500 (ხუთასი) ლარის ზემოთ - მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 20 000 (ოცი ათასი) ლარისა. ხოლო სტიქიის (უპირატესად დამანგრეველი ხასიათის ბუნების მოვლენის - მიწისძვრა, სეტყვა წყალდიდობა, დიდთოვლობა, ქარიშხალი, მეწყერი, ღვარცოფი) შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ზარალი აუნაზღაურდებათ სრულად, წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის შესაბამისად.

3. სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად მსხვილფეხა და წრვილფეხა საქონელზე, საქონლის სადგომზე, საქონლის საკვებსა (თივა) და საკვების შესანახ თავლაზე მიყენებული ზიანის აღსადგენად დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, აღნიშნული საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

4. მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელზე, აგრეთვე საქონლის სადგომზე მიყენებული ზარალის შემთხვევაში, დაზარალებულ ოჯახებს ზარალი აუნაზღაურდებათ მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარისა, ხოლო საქონლის საკვებზე (თივა), აგრეთვე საკვების (თივა) შესანახ თავლაზე მიყენებული ზარალის შემთხვევაში - არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

 5. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარებმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინონ:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან (ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში);

დ) აუდიტის დასკვნა ზარალის ოდენობის შესახებ;

ე) სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება - ანკეტის (ფორმა N1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.

შენიშვნა:

6. ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს აუდიტის დასკვნა ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ მიყენებული ზარალის ოდენობა აღემატება 500 (ხუთასი) ლარს.

7. იმ შემთხვევაში, თუ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, ზარალის ანაზღაურება, ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შესაძლებელია მოხდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ფულადი დახმარების გაცემის შემთხვევაში ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას მიზნობრივად გახარჯოს მუნიციპალიტეტისგან მიღებული ფულადი დაახმარება, რის შესახებაც ბენეფიციართან, მისი ოჯახის სრულწლოვან წევრთან ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთან ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.

მუხლი 15. ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამა 

1. მუნიციპალიტეტის, ასევე ნებისმიერი შესაბამისი ორგანიზაციის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინური განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახებისათვის იმ საჭიროებების მოგვარების უზრუნველსაყოფად, რომელიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დადგენილებით და აუცილებელია ზემოხსენებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გაიცემა ერთჯერადი მატერიალური დახმარება არაუმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით სამოქმედო გეგმის შესასბამისად, ეტაპობრივად.

2. ამ მუხლით განსაზღვრული დახმარება გაიცემა შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებისათვის:

ა) ოჯახი სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ცხოვრობს;

ბ) ღარიბი ბავშვიანი ოჯახი;

გ) მარტოხელა მშობელი;

დ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი.

3. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინური განხილვის საფუძველზე წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას განიხილავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი ბავშვისა და ოჯახის შეფასების დოკუმენტის განმხილველი სამუშაო ჯგუფი.

მუხლი 16. მარტოხელა მშობლის ყოველთვიური მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფა 

1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებენ მარტოხელა მშობლები ყოველთვიურად 70 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე) მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები (განმცხადებლის).

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 17. დაზიანებული/დაუსრულებელი სახლების აღდგენა

1. მე– 14 მუხლით გათვალისწინებულის გარდა სხვა შემთხვევაში დაზიანებული ან დაუსრულებელი საცხოვრებელი სახლების აღდგენა (მინიმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა/დასრულება) მოხდება შემდეგი კატეგორიის  ოჯახებისათვის:

ა) სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერებისათვის (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), რომელთა საცხოვრებელი სახლებიც არ არის საცხოვრებლად ვარგისი;

ბ) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), რომელთაც ჰყავთ სამი ან მეტი შვილი და საცხოვრებელი სახლები არ არის საცხოვრებლად ვარგისი;

გ) სტიქიის შედეგად მაღალმთიანი რაიონებიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსახლებული, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და 65 000-დან 100 000-მდე ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლის პერიოდში), რომელთა სახლებიც არ არის საცხოვრებლად ვარგისი;

დ) იძულებით გადაადგილებული პირთა - დევნილთა ოჯახებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და 65 000-დან 100 000-მდე ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლის პერიოდში), რომელთა სახლებიც არ არის საცხოვრებლად ვარგისი;

ე) ოჯახებისთვის, რომლებიც იმყოფებიან უკიდურეს ეკონომიკურ გასაჭირში და დახმარების გაცემის მომენტში ვერ ხვდებიან ამ მუხლით გათვალისწინებულ კატეგორიებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების ოჯახების საცხოვრებელი სახლების შეკეთება მოხდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი შესაბამისი საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. სარემონტო სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა მოხდება მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. ჩატარებული სამუშაოების ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარებმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინონ:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები (ამ მუხლის პირველი ქუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით სარგებლობის შემთხვევაში);

ე) იძულებით გადაადგილებული პირის დამადასტურებელი მოწმობის ქსერასლი (ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით სარგებლობის შემთხვევაში);

ვ) აუდიტის დასკვნა ზარალის ოდენობის შესახებ;

ზ) სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან განცხადება - ანკეტის (ფორმა N1) ასლი, თუ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის აღმნიშვნელი ჩანაწერი დაფიქსირებული არ არის.

შენიშვნა:

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით გაცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს მიმდინარე წლის 31 მარტამდე;

6. ბენეფიციარი ვალდებულია წარმოადგინოს აუდიტის დასკვნა ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ მიყენებული ზარალის ოდენობა აღემატება 500 (ხუთასი) ლარს.

7. იმ შემთხვევაში თუ სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, ზარალის ანაზღაურება, ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შესაძლებელია მოხდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ფულადი დახმარების გაცემის შემთხვევაში ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას მიზნობრივად გახარჯოს მუნიციპალიტეტისგან მიღებული ფულადი დაახმარება, რის შესახებაც ბენეფიციართან, მისი ოჯახის სრულწლოვან წევრთან ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთან ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება.

მუხლი 18. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარების მკურნალობით უზრუნველყოფა  (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები) 

1.ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარებს კალენდარული წლის განმავლობაში სამედიცინო დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისთვის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით);

ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის არაავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში 1000 (ერთი ათასი) ლარის, ხოლო ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში – 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის (მხოლოდ ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში) – 1000 (ერთი ათსი) ლარის ოდენობით;