„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/01/2025
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016649
3
24/01/2025
ვებგვერდი, 27/01/2025
190020020.35.158.016649
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2025 წლის 24 იანვარი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023  წლის  18 დეკემბრის №33 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 20/12/2023, 190020020.35.158.016616) დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარები დახმარებას მიიღებენ მხოლოდ ერთი კატეგორიით.“

2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„ვ)18 წლამდე ბავშვების ლოგოპედის მომსახურების უზრუნველყოფა 

1. ლოგოპედის მომსახურების საფასური 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით აუნაზღაურდებათ:

ა) დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს;

ბ) აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს;

გ) ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვებს;

დ) სმენადაქვეითებულ ბავშვებს (IV ხარისხის სმენაჩლუნგობა);

ე) გონებრივი ჩამორჩენის მქონე ბავშვებს;

 ვ) განვითარების ეტაპების დაყოვნების მქონე ბავშვებს.“.

3მე-10  მუხლის პირველი პუნქტის   „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის  1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;“.

4მე-10  მუხლის მე-2  პუნქტის   „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის  1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;“.

5მე-10  მუხლის მე-5  პუნქტის   „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის  1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;“.

6მე-10  მუხლის მე-6  პუნქტის   „ბ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის  1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;“.

7მე-10  მუხლის მე-7  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ფსორიაზის სამკურნალოდ 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით მედიკამენტური მკურნალობით უზრუნველყოფა გაეწევათ:

ა) სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში.

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს

8მე-10  მუხლის მე-10  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„10. ამ მუხლის 1-6 პუნქტებით გათვალისწინებული ბენეფიციარები ორი ან მეტი კატეგორიის არსებობის შემთხვევაში, დახმარებას მიიღებენ მხოლოდ ერთი კატეგორიით.“.

9მე-10  მუხლის მე-11  პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„11. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ წესით განსაზღვრული პირობების დაცვით რეგისტრირებული იმ მოქალაქეების, რომლებიც განცხადებით მომართვის პერიოდში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულია და არ აქვთ მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მათი მომართვის პერიოდში მძიმეა ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ მიეკუთვნებიან გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას და ესაჭიროებათ სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება ან თანადაფინანსება, აგრეთვე იმ მოქალაქეების, რომლებზეც განცხადების განხილვის ეტაპისთვის ვრცელდება წესით დაწესებული შეზღუდვები (მაგ: ათვისებული აქვთ პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები), განცხადებას განიხილავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია გამონაკლისის სახით, დახმარება გაეწიოს ამ პუნქტით განსაზღვრულ პირს კალენდარული წლის გამავლობაში:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისთვის  5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით  (მედიკამენტური მკურნალობით ვერ ისარგებლებენ ის ბენეფიციარები, რომლებსაც უკვე ათვისებული აქვთ პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტი).“.

10. მე-10 მუხლს დაემატოს შენიშვნა და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:  მე-10 მუხლით გათვალისწინებული დახმარებები ბენეფიციარს გაეწევა იმ შემთხვევაში, თუ მომსახურებას მიიღებს სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მონაწილეობს საყოველთაო ან/და ჯანმრთელობის დაცვის სხვა სახელმწიფო პროგრამებში.“

11მე-18  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“   ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის როგორც ავთვისებიანი, ასევე არაავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში  3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი