„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/07/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016637
14
24/07/2024
ვებგვერდი, 26/07/2024
190020020.35.158.016637
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2024 წლის 24 ივლისი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023  წლის  18 დეკემბრის №33 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 20/12/2023, 190020020.35.158.016616) დამტკიცებულ  დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-12 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადად მატერიალური დახმარება საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა, გაეწევათ  ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ წესით განსაზღვრული პირობის დაცვით რეგისტრირებულ შეჭირვებული ოჯახების წევრებს, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა  მძიმეა მომართვის პერიოდში. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი „მძიმე სოციალურ-ეკონომიური პირობების მქონე მოქალაქეების განცხადებების განმხილველი სამუშაო ჯგუფის“ დასკვნის საფუძველზე, შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლების ადგილზე შესწავლის აქტისა და  სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

2.  მე-12 მუხლს დაემატოს მე-21 პუნქტი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ამ მუხლის 11  პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრული დოკუმენტაცია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი მირიანაშვილი