დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/09/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/10/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016641 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 დეკემბრის №33 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 20/12/2023, 190020020.35.158.016616) დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-12 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადად, მატერიალური დახმარება საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა, გაეწევათ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ წესით განსაზღვრული პირობის დაცვით რეგისტრირებულ შეჭირვებული ოჯახების წევრებს, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა მომართვის პერიოდში. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი „მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეების განცხადებების განმხილველი სამუშაო ჯგუფის“ დასკვნის საფუძველზე, შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ადგილზე შესწავლის აქტისა და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები