„ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტარტუსის მინიჭების წესის და რეესტრის წარმოების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • Word
„ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტარტუსის მინიჭების წესის და რეესტრის წარმოების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 149
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 22/03/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.152
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
149
17/03/2005
სსმ, 32, 22/03/2005
190.040.000.22.033.007.152
„ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტარტუსის მინიჭების წესის და რეესტრის წარმოების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (22/03/2005 - 30/05/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.152

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 149

2005 წლის 17 მარტი

. თბილისი

,,ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების წესის და რეესტრის წარმოების შესახებინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3, 30- და 32- მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების წესის და რეესტრის წარმოების შესახებ” (თანდართულ დანართებთან ერთად).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ჩეჩელაშვილი

ინსტრუქცია

ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების წესის და რეესტრის წარმოების შესახებ

მოცემული ინსტრუქცია შემუშავებულია საგადასახადო კოდექსის მე-3 და 32- მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 30- მუხლით განსაზღვრული ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების და რეესტრის წარმოების წესს.

    მუხლი 1. ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების საფუძველი

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციად ითვლება ორგანიზაცია, რომელსაც ამავე კოდექსის 32- მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს ,,საქველმოქმედო ორგანიზაციისსტატუსი.

 2. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი ენიჭება ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია საქველმოქმედო საქმიანობის (საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად) განხორციელების მიზნით, რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საქველმოქმედო საქმიანობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

3. დამხმარე ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ემსახურება ორგანიზაციის ძირითად მიზნებს, არ ცვლის მის საქველმოქმედო ხასიათს.

    მუხლი 2. ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის უფლებამოსილება

1. ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო ორგანიზაციის ადგილმდებარეობის (საგადასახადო აღრიცხვის) მიხედვით, მოცემული ინსტრუქციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

2. ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის ჩამორთმევას ახორციელებს შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარდგინებით საქართველოს ფინანსთა მინისტრი, შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.

    მუხლი 3. ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების პროცედურები

 1. ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება ხდება ორგანიზაციის წერილობითი განცხადების საფუძველზე (დანართი 1), რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

) ორგანიზაციის სახელწოდება;

) საიდენტიფიკაციო ნომერი;

) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;

) ძირითადი მიზნები;

) უკანასკნელი წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;

) ხელმძღვანელი ორგანოს და ფილიალების მისამართები.

2. ორგანიზაციის განაცხადს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ უნდა ერთვოდეს:

) ორგანიზაციის წესდების ასლი;

) სამოქალაქო რეგისტრაციის მოწმობის ასლი;

) უკანასკნელი წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (პროექტების, მომსახურების) აღწერას;

) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული უკანასკნელი წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში).

3. საგადასახადო ორგანო ერთი თვის ვადაში იღებს მოტივირებულ გადაწყვეტილებას შემოსული განცხადების თაობაზე. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, სტატუსი ჩაითვლება მინიჭებულად. ორგანიზაციას სტატუსი ენიჭება უვადოდ. სტატუსი ძალაში შედის მინიჭებისთანავე.

4. ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციები, რისთვისაც აწარმოებენ საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრს (დანართი 3), რომლის მონაცემები სრულად შეიტანება კომპიუტერულ ბაზაში არსებულ ფანჯარაში ,,საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრი”. საგადასახადო ინსპექციები ყოველკვარტალურად, არა უგვიანეს კვარტალის მომდევნო თვის 10 რიცხვისა, ფინანსთა სამინისტროს წარუდგენენ საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებულ საქველმოქმედო ორგანიზაციათა ერთიანი რეესტრის ამონაწერს.  

5. საგადასახადო ორგანოს რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირები ვალდებულნი არიან განუმარტონ გადამხდელს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მიღებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32- მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით განსაზღვრული მოთხოვნები, მიიღონ გადასახადის გადამხდელის განცხადება ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ, შეამოწმონ წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულე, შეადგინონ მოხსენებითი ბარათი და ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან ერთად 10 დღის ვადაში წარუდგინონ საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელობას. საგადასახადო ინსპექციის უფროსი შესაბამისი ანალიზის (და/ან საჭიროების შემთხვევაშიგადამოწმების) შემდგომ იღებს მოტივირებულ გადაწყვეტილებას (გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს) სტატუსის მინიჭების შესახებ (უარის შემთხვევაში ორგანიზაციას ეგზავნება მოტივირებული, წერილობითი პასუხი). დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ორგანიზაციის მონაცემები შეიტანება საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრში და გაიცემა ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი მოწმობა (დანართი 2). გადაწყვეტილება ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ და მოწმობა ორგანიზაციის უფლებამოსილ პირს გადაეცემა პირადად საგადასახადო ინსპექციის (ან შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის) მიერ, ან ეგზავნება დაზღვეული საფოსტო გზავნილით.

6. ორგანიზაციას, რომელსაც მიენიჭა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი, გადაეცემა სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა, სადაც აღინიშნება:

) ორგანიზაციის სრული სახელწოდება;

) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;

) სტატუსი;

) ხელმძღვანელი ორგანოს მისამართი;

) სტატუსის მინიჭების თარიღი;

) ორგანიზაციის (გადამხდელის) საიდენტიფიკაციო ნომერი.

    მუხლი 4. ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის გაუქმების პირობები

1. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი უქმდება:

) ორგანიზაციის ინიციატივით;

) სტატუსის ჩამორთმევის შემთხვევაში.

2. საქველმოქმედო ორგანიზაციას სტატუსი ჩამოერთმევა, თუ:

) დაარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები;

) შეუწყდა სამოქალაქო რეგისტრაცია.

3. საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების დარღვევის გამო სტატუსის ჩამორთმევის შემთხვევაში საქველმოქმედო ორგანიზაცია ვალდებულია დააბრუნოს სტატუსიდან გამომდინარე საგადასახადო შეღავათებით მიღებული სარგებლის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებული იყო საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების დარღვევასთან. ამასთან, საგადასახადო ინსპექციის მიერ ჩამოერთმევა ორგანიზაციაზე გაცემული საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა.

4. საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელსაც ჩამოერთვა სტატუსი, უფლება აქვს მისი აღდგენის თაობაზე განცხადება შეიტანოს სტატუსის ჩამორთმევის მიზეზის აღმოფხვრიდან არა უადრეს 1 წლისა.

    მუხლი 5. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მქონე ორგანიზაციების დამატებითი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

1. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მიღებასთან ერთად ამ ორგანიზაციებს ეკისრებათ საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქველმოქმედო ორგანიზაციამ შესაბამის საგადასახადო ინსპექციას ყოველი წლის პირველ აპრილამდე უნდა წარუდგინოს:

) ბოლო წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (მათ შორის ეკონომიკურის) აღწერას;

) ფინანსური ანგარიში მიღებული შემოსავლების შესახებ, წყაროების და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის მითითებით;

) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში).

2. ორგანიზაცია უზრუნველყოფს მისი ბოლო წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიშის და ფინანსური დოკუმენტების (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში) გამოქვეყნებას პერიოდულ პრესაში და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის.

 3. საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრში შეტანილი ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში ორგანიზაცია ვალდებულია ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში წერილობით აცნობოს შესაბამის საგადასახადო ინსპექციას (განყოფილებას, შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს) ამ ცვლილების შესახებ.

4. მოცემული მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები, აგრეთვე მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები საგადასახადო ინსპექციების განყოფილებების ან შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირების მიერ 10 დღის ვადაში წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამის საგადასახადო ინსპექციაში აღრიცხვის, ანალიზისა და საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

5. დაუშვებელია საქველმოქმედო ორგანიზაციის მოგების, აქტივების განაწილება ორგანიზაციის წევრებს, დამფუძნებლებს, გამგეობისა და კურატორიუმის წევრებს შორის.

6. საქველმოქმედო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდეგ მისი ქონება უფლებამოსილი ორგანოს ან პირის გადაწყვეტილებით გადაეცემა მსგავსი მიზნების მქონე საქველმოქმედო ორგანიზაციას, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაშისხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მქონე სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

    მუხლი 6. საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრი და მისი წარმოების წესი

1. საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან შემაჯამებელ რეესტრს აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე.

2. რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

) ორგანიზაციის სახელწოდება;

) საიდენტიფიკაციო ნომერი;

) ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოს, ფილიალების და წარმომადგენლობების მისამართები;

) ძირითადი მიზნები;

) სტატუსის მინიჭების თარიღი;

) მმართველობის უმაღლესი ორგანოს ყველა წევრის ვინაობა (სახელი, გვარი), მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმეტის ნომერი და სერია, პირადი ნომერი და მოქალაქეობა.

3. საგადასახადო ორგანო ვალდებულია ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებიდან (აგრეთვე, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების მიღებიდან) არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრში (კომპიუტერულ ბაზაში) შეიტანოს შესაბამისი მონაცემები.

4. ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შემდეგ გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემებში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა – ,,საქველმოქმედო ორგანიზაცია”.

5. საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.


დანართი №1

განცხადება

ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების თაობაზე

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

(განცხადების წარმომდგენი ორგანიზაციის სახელწოდება)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

(საიდენტიფიკაციო ნომერი)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .   

(ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმა)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

(ძირითადი მიზნები)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

(უკანასკნელი წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები)

 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

(ხელმძღვანელი ორგანოს მისამართი)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ფილიალების ან/და წარმომადგენლობის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

   ორგანიზაციის ხელმძღვანელი

  (ან შესაბამისი უფლებამოსილი პირი)                  /ხელმოწერა/

            

 

 ` . . . ~ ` . . . . . . . . . . ~ 200 წელი

 

 


დანართი 2

საქველმოქმედო ორგანიზაციის

მოწმობა

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

(ორგანიზაციის სახელწოდება)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

(ორგანიზაციის (გადამხდელის) საიდენტიფიკაციო ნომერი)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

(ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

(სტატუსი)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

(ხელმძღვანელი ორგანოს მისამართი)

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

(სტატუსის მინიჭების თარიღი)

მოცემული მოწმობის მფლობელი არის ორგანიზაცია, რომელსაც საგადასახადო კოდექსის 32- მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს სტატუსი `საქველმოქმედო ორგანიზაცია~.

 საგადასახადო ინსპექციის 

 უფროსი                       /ხელმოწერა/              

    ..

 


დანართი 3

საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი

რეესტრი

ორგანიზაციის სახელწოდება

საიდენტიფიკაციო  ნომერი

ხელმძღვანელი ორგანოს მისამართი

ფილიალების ან/და წარმომადგენლობების მისამართი

ძირითადი მიზნები

სტატუსის მინიჭების თარიღი

მმართველობის უმაღლესი ორგანოს ყველა წევრის

სახელი და გვარი

მისამართი

პირადობის დამა-დასტურებელი დოკუმენტის ნომერი და სერია

პირადი ნომერი

მოქალაქეობა