დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების წესის და რეესტრის წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №149 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 319 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 08/10/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 124, 13/10/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.013.635 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.635
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №650
2009 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების წესის და რეესტრის წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №149 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების წესის და რეესტრის წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №149 ბრძანებაში (სსმ III, 22.03.05, №32, მუხლი 307) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, გაუქმების, ჩამორთმევის წესის და ერთიანი რეესტრის წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.
2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, გაუქმების, ჩამორთმევის წესის და ერთიანი რეესტრის წარმოების შესახებ“ (თანდართულ დანართებთან ერთად).“.
3. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ინსტრუქცია ,, ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, გაუქმების, ჩამორთმევის წესის და ერთიანი რეესტრის წარმოების შესახებ“.
ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, გაუქმებისა და ჩამორთმევის უფლებამოსილება
ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას, გაუქმებასა და ჩამორთმევას შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარდგინებით ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.“;
გ) მე-3 მუხლის:
გ.ა) პირველი პუნქტის:
გ.ა.ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ.ა.ბ) ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) სამართლებრივი ფორმა;“;
გ.ბ) მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ასლი;“;
გ.გ) მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. განცხადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი 1 თვის ვადაში იღებს მოტივირებულ გადაწყვეტილებას. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, სტატუსი ჩაითვლება მინიჭებულად. სტატუსი ენიჭება უვადოდ. სტატუსი ძალაში შედის მინიჭებისთანავე.
4. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მქონე ორგანიზაციების ერთიან რეესტრს (დანართი №3) აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. ერთიანი რეესტრის მონაცემები სრულად შეიტანება მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში არსებულ ფანჯარაში ,,საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრი“.
5. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან განუმარტონ გადასახადის გადამხდელს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მიღებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით განსაზღვრული მოთხოვნები, მიიღონ გადასახადის გადამხდელის განცხადება (დანართი №1) ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ, შეამოწმონ განცხადებისა და წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულე, შემდგომში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარდგენის მიზნით. ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ორგანიზაციის მონაცემები შეიტანება საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრში და გაიცემა ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა (დანართი №2), ხოლო საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში ორგანიზაციას ეგზავნება მოტივირებული, წერილობითი პასუხი. გადაწყვეტილება და მოწმობა ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ ორგანიზაციის უფლებამოსილ პირს გადაეცემა პირადად ან ეგზავნება დაზღვეული საფოსტო გზავნილით.“;
გ.დ) მე-6 პუნქტის:
გ.დ.ა) ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) სამართლებრივი ფორმა;“;
გ.დ.ბ) ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) სტატუსის მინიჭების თარიღი და ნომერი;
ვ) ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი.“;
დ) მე-4 მუხლის:
დ.ა) მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) გაუუქმდა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაცია;“;
დ.ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21. საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსისათვის წარდგინების მომზადებამდე, საქველმოქმედო ორგანიზაციას უგზავნის შეტყობინებას და განუსაზღვრავს დამატებით ერთ თვიან ვადას საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად.“;
დ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების დარღვევის გამო სტატუსის ჩამორთმევის შემთხვევაში საქველმოქმედო ორგანიზაცია ვალდებულია დააბრუნოს სტატუსიდან გამომდინარე საგადასახადო შეღავათებით მიღებული სარგებელის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების დარღვევასთან. ამასთან, ორგანიზაცია საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის ჩამორთმევის შემთხვევაში, ვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დააბრუნოს ორგანიზაციაზე გაცემული საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა.“;
ე) მე-5 მუხლის:
ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მიღებასთან ერთად ამ ორგანიზაციებს ეკისრებათ საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქველმოქმედო ორგანიზაციამ შესაბამის საგადასახადო ორგანოს ყოველი წლის პირველ აპრილამდე უნდა წარუდგინოს:
ა) ბოლო წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (მათ შორის ეკონომიკურის) აღწერას;
ბ) ფინანსური ანგარიში მიღებული შემოსავლების შესახებ, წყაროების და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის მითითებით;
გ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში).“;
ე.ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრში შეტანილი ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში ორგანიზაცია ვალდებულია ცვლილებისთანავე წერილობით აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ამ ცვლილების შესახებ.
4. საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშებს წარადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აღრიცხვის, ანალიზისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“;
ვ) მე-6 მუხლის პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აწარმოებს საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრს.
2. რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ორგანიზაციის სახელწოდება;
ბ) ხელმძღვანელი ორგანოს, ფილიალებისა და წარმომადგენლობების მისამართები;
გ) ძირითადი მიზნები;
დ) სტატუსის მინიჭების თარიღი და ნომერი;
ე) მმართველობის უმაღლესი ორგანოს ყველა წევრის ვინაობა და მისამართები.“
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვალდებულია ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებიდან (აგრეთვე, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრში (კომპიუტერულ ბაზაში) შეიტანოს შესაბამისი მონაცემები.“.
4. დანართი №1, დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი
დანართი №1
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო
ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების თაობაზე
——————————————————————————————————————————
(განცხადების წარმომდგენი ორგანიზაციის სახელწოდება)
——————————————————————————————————————————
(სამართლებრივი ფორმა)
——————————————————————————————————————————
——————————————————————————————————————————
(ძირითადი მიზნები)
——————————————————————————————————————————
——————————————————————————————————————————
——————————————————————————————————————————
(უკანასკნელი წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები)
——————————————————————————————————————————
(ხელმძღვანელი ორგანოს მისამართი)
——————————————————————————————————————————
ფილიალების მისამართები
ორგანიზაციის ხელმძღვანელი
(ან შესაბამისი უფლებამოსილი პირი)
/ხელმოწერა/
,, . . . “ ,, . . . . . . . . . . “ 20 წელი
დანართი №2
საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი
მ ო წ მ ო ბ ა №
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ორგანიზაციის სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სტატუსი)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ხელმძღვანელი ორგანოს მისამართი)
––––––––––––––––––––––––––
(სტატუსის მინიჭების თარიღი და ნომერი)
მოცემული მოწმობის მფლობელი არის ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს სტატუსი ,,საქველმოქმედო ორგანიზაცია“.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახურის უფროსი
———————————————-
/ხელმოწერა/
ბ.ა.
დანართი №3
საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრი
№ | ორგანიზაციის სახელწოდება | ხელმძღვანელი ორგანოს მისამართი | ფილიალების და წარმომადგენლობების მისამართები | ძირითადი მიზნები | სტატუსის მინიჭების თარიღი და ნომერი | მმართველობის უმაღლესი ორგანოს ყველა წევრის ვინაობა და მისამართები |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დოკუმენტის კომენტარები