“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №149 ბრძანებაში, ორგანიზაციისათვის საქველმოქმდო ორგანიოზაციისათვის სტატუსის მინიჭების წესის და რეესტრის წარმოების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" ცვლილების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №149 ბრძანებაში, ორგანიზაციისათვის საქველმოქმდო ორგანიოზაციისათვის სტატუსის მინიჭების წესის და რეესტრის წარმოების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" ცვლილების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 370
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/05/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 68, 06/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.441
  • Word
370
30/05/2005
სსმ, 68, 06/06/2005
190.040.000.22.033.007.441
“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №149 ბრძანებაში, ორგანიზაციისათვის საქველმოქმდო ორგანიოზაციისათვის სტატუსის მინიჭების წესის და რეესტრის წარმოების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.441

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №370

2005 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის�� 2005 წლის 17 მარტის №149 ბრძანებაში ,,ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების წესის და რეესტრის წარმოების შესახებ� ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3, 30-ე და 32-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №149 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2005 წ., №32, მუხლი 307) დამტკიცებულ ინსტრუქციაში ,,ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების წესის და რეესტრის წარმოების შესახებ� ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საგადასახადო ინსპექციები, რისთვისაც აწარმოებენ საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრს (დანართი №3), რომლის მონაცემები სრულად შეიტანება კომპიუტერულ ბაზაში არსებულ ფანჯარაში ,,საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრი�. საგადასახადო ინსპექციები ყოველკვარტალურად, არა უგვიანეს კვარტალის მომდევნო თვის 10 რიცხვისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს წარუდგენენ საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებულ საქველმოქმედო ორგანიზაციათა რეესტრის ამონაწერს�.

2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. საგადასახადო ორგანოს რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირები ვალდებულნი არიან განუმარტონ გადამხდელს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მიღებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით განსაზღვრული მოთხოვნები, მიიღონ გადასახადის გადამხდელის განცხადება ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ, შეამოწმონ წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულე, შეადგინონ მოხსენებითი ბარათი და ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან ერთად 10 დღის ვადაში წარუდგინონ საგადასახადო ინსპექციის ხელმძღვანელობას. საგადასახადო ინსპექციის უფროსი შესაბამისი ანალიზის (და/ან საჭიროების შემთხვევაში გადამოწმების) შემდგომ იღებს მოტივირებულ გადაწყვეტილებას (გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს) სტატუსის მინიჭების შესახებ (უარის შემთხვევაში ორგანიზაციას ეგზავნება მოტივირებული, წერილობითი პასუხი). დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ორგანიზაციის მონაცემები შეიტანება საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრში და გაიცემა ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების დამადასტურებელი მოწმობა (დანართი №2). გადაწყვეტილება ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ და მოწმობა ორგანიზაციის უფლებამოსილ პირს გადაეცემა პირადად საგადასახადო ინსპექციის (ან შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის) მიერ, ან ეგზავნება დაზღვეული საფოსტო გზავნილით.�.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრში შეტანილი ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში ორგანიზაცია ვალდებულია ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში წერილობით აცნობოს შესაბამის საგადასახადო ინსპექციას (განყოფილებას, შესაბამის რაიონში რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს) ამ ცვლილების შესახებ.�. ������

4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრს აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი საგადასახადო ინსპექციებიდან მიღებული საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრის ამონაწერის მონაცემების საფუძველზე.�.

5. ბრძანების №3 დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრი�.

მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ჩეჩელაშვილი