დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების წესის და რეესტრის წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №149 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 413 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 23/04/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60, 30/04/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.010.285 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.010.285
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №413
2007 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
,,ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების წესის და რეესტრის წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №149 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის“ 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №149 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების წესის და რეესტრის წარმოების შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 22.03.05, №32, მუხლი 307) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ინსპექციები, რისთვისაც აწარმოებენ საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრს (დანართი №3), რომლის მონაცემები სრულად შეიტანება კომპიუტერულ ბაზაში არსებულ ფანჯარაში ,,საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრი“. საგადასახადო ინსპექციები ყოველკვარტალურად, არა უგვიანეს კვარტალის მომდევნო თვის 10 რიცხვისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს წარუდგენენ საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებულ საქველმოქმედო ორგანიზაციათა რეესტრის ამონაწერს“.
ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრს აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საგადასახადო ინსპექციებიდან მიღებული საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრის ამონაწერის მონაცემების საფუძველზე“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
დოკუმენტის კომენტარები