საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ

  • Word
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 219
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 163, 14/11/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.040.000.10.003.001.164
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
219
12/11/2008
სსმ, 163, 14/11/2008
010.040.000.10.003.001.164
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/11/2008 - 03/07/2010)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №219

2008 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

1. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აკრძალული საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობა გაიცემა საქართველოს მთავრობის განკარგულებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.

2. საქართველოს მთავრობის მიერ თანხმობის გაცემის მიზნით დასაბუთებულ შუამდგომლობას წარუდგენს განსახორციელებელი საქმიანობიდან გამომდინარე შესაბამისი სამინისტრო.

3. შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი