„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010040000.10.003.019100
36
18/01/2016
ვებგვერდი, 21/01/2016
010040000.10.003.019100
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №36

2016 წლის 18 იანვარი

   ქ. თბილისი

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის  წესის შესახებ“   საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში (სსმ, №163, 2008) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. 11 და 12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა გაიცემა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. ოკუპირებულ საზღვაო ზონებში აკრძალული საქმიანობის განხორციელებისათვის, ამ პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების გაცემის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფიდან.

12. განსაკუთრებულ შემთხვევაში, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალურ ნებართვას გასცემს  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ამ წესის 13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის გაცემის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.“.

2. 16 და 17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და  სახელმწიფო  საზღვრის  რეჟიმისა  და  დაცვის წესით  გათვალისწინებული კონტროლის გარეშე ან დადგენილი პირობების დარღვევით ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის აკრძალვისა და ამავე საქმიანობის განხორციელებისათვის გაცემული თანხმობის გაუქმების საფუძველს. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატყობინებს საქმიანობის განხორციელებისათვის შესაბამისი თანხმობის გამცემ სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმირებას. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელების გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

17. 15 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელების დროს, თუ გემზე აღმოჩნდება პირი, რომელსაც არ ექნება უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი