„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 180
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 80, 06/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
180
03/07/2010
სსმ, 80, 06/07/2010
000000000.00.000.000000
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №180

2010 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სა­ქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის გან­ხორ­ციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“ სა­ქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგე­ნილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31, 32 და 33 პუნქტები:

„31. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ჩარ­თულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გან­სახორციელებელ ყოველ საქმიანობას შეისწავლის რეინ­ტეგ­რაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტ­რის აპარატი, განსახორციელებელი საქმიანობიდან გამომდი­ნარე, შესაბამის დარგობრივ სამინისტროსთან ერთად.

32. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმ­წიფო მინისტრის აპარატისა და 31 პუნქტში აღნიშნული შე­საბამისი დარგობრივი სამინისტროს მიერ ოკუპირებულ ტერი­ტორიებზე განსახორციელებელი საქმიანობის მოწონება, რაც ფორმდება რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სა­ხელმწიფო მინისტრის ბრძანებით, წარმოადგენს ოკუპირე­ბულ ტერიტორიებზე აღნიშნული პროექტის განხორციე­ლების სა­ფუძველს და დამატებით არ მოითხოვს საქართველოს მთავ­რობის თანხმობას.

33. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელ­მ­წიფო მინისტრი ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორ­ციე­ლებელი საქმიანობების შესახებ ინფორმაციას წარმოუდგენს სა­ქართვე­ლოს მთავრობას.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური