„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 483
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 010040000.10.003.017160
483
28/12/2012
ვებგვერდი, 31/12/2012
010040000.10.003.017160
„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №483

2012 წლის 28 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სა­ქართველოს ოკუპირებულ ტერი­ტო­რიებზე საქმიანობის გან­ხორ­ციელებისათვის თანხმობის გაცემის წე­სის შესახებ“ სა­ქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დად­გე­ნილებაში (სსმ, 2008) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ოკუპირებული ტე­რი­ტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნ­ქტით განსაზღვრული აკრძალული საქმიანობის განხორციელე­ბი­სათვის თანხმობა გაიცემა განსახორციელებელი საქმიანობიდან გამომ­დინარე შესაბამისი მინისტრის ბრძანებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვი­დობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.“.

2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11პუნქტი:

„11. დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა გაიცემა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სა­ხელმწიფო მინის­ტრთან შეთანხმებით.“.

3. მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმ­წიფო მინის­ტრის აპარატისა და 31 პუნქტში აღნიშნული შე­საბამისი დარგობრივი სამინისტროს მიერ ოკუპირებულ ტერი­ტორიებზე განსახორციელებელი საქმიანობის მოწონება, რაც ფორმდება რეინტეგრაციის საკითხებში სა­ქარ­თველოს სა­ხელმწიფო მინისტრის ბრძანებით, წარმოადგენს ოკუპირე­ბულ ტერიტორიებზე აღნიშნული პროექტის განხორციე­ლების სა­ფუძ­ველს.“.

5. 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„33. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელ­მ­წიფო მინისტრი და დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გამცემი მინისტრი ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორ­ციე­ლებელი საქ­მიანობების შესახებ ინფორმაციას წარმოუდგენს სა­ქართვე­ლოს მთავ­რობას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი