დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 44 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/11/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.162.016019 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/11/2022 - 07/12/2022)
ა ხმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №44
ქ . ახმეტა
2022 წლის 2 ნოემბერი
ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7-მე-8 პუნქტებისა და მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. განხორციელდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება N1-99 დანართის სახით მოცემული სიტუაციური რუკების და დანართი N100-ით განსაზღვრული გეოგრაფიული ობიექტების შესაბამისად, არაბული ციფრების გამოყენებით;
2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;
3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. განკარგულება გაეგზავნოს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯაროდ გამოქვეყნდეს ახმეტის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე akhmeta.gov.ge;
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების და ფირნიშების დამზადება).
6. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ. თელავი, აღმაშენებლის ქ. №41).
იოსები ქარუმაშვილი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები