“საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე”

  • Word
“საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კავშირგაბმულობის ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 22/05/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 29/05/2001
სარეგისტრაციო კოდი 320.060.000.15.012.004.782
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
5
22/05/2001
სსმ, 55, 29/05/2001
320.060.000.15.012.004.782
“საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე”
საქართველოს კავშირგაბმულობის ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/05/2001 - 19/10/2001)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.060.000.15.012.004.782

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული

კომისიის დადგენილება 5

2001 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე

საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე სატარიფო სისტემის მოწესრიგების მიზნით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 46-ე და 47-ე მუხლების, 55-ე მუხლის მე-6 პუნქტის და „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-7 მუხლების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:

1. დამტკიცდეს საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები” (თან ერთვის).

2. საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები მტკიცდება მომხმარებლებისათვის საერთაშორისო სატელეფონო კავშირით გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის მიზნით და მათი დაცვა სავალდებულოა ნებისმიერი პირისათვის, რომელიც ლიცენზიის საფუძველზე ეწევა საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებას.

3. დადგინდეს საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახების დასრულების ტარიფის ქვედა ზღვარი 14 თეთრის ოდენობით, ხოლო ზედა ზღვარი თავისუფალია. საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახების დასრულება ამ დადგენილების მიზნებისათვის ნიშნავს საერთაშორისო გამოძახების საქართველოს ტერიტორიაზე საბოლოო მომხმარებლამდე გატარებას. ლიცენზიის მფლობელებმა საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახების დასრულების ტარიფი შეუსაბამონ წინამდებარე დადგენილების ამ მუხლის მოთხოვნებს დადგენილების ამოქმედებიდან 14 სამუშაო დღის ვადაში.

4. საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები მოცემულია დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

5. ლიცენზიის მფლობელებმა საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფები შეუსაბამონ წინამდებარე დადგენილების მოთხოვნებს დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში და უზრუნველყონ მომხმარებლებზე შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

6. ლიცენზიის მფლობელებმა წინამდებარე დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების ფარგლებში მათ მიერ შემოღებულ მომსახურების ტარიფზე, სათანადო გაანგარიშებით.

7. დაევალოს კომისიის აპარატის ეკონომიკურ სამსახურს ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში შეისწავლოს, გააანალიზოს დადგენილების შესრულების შედეგები და წარმოადგინოს შესაბამისი წინადადებები.

8. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე

საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები (მომსახურების ერთ წუთზე)

 

 

საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების მიმართულება

ზღვრული ტარიფები

ქვედა ზღვრული ტარიფი (ლარი)

ზედა ზღვრული ტარიფი (ლარი)

1.

რუსეთი

0.40

0.90

2.

დსთ-ს სხვა ქვეყნები

0.60

1.10

3.

ევროპის ქვეყნები

0.70

1.25

4.

აშშ და კანადა

1.00

1.55

5.

მსოფლიოს სხვა ქვეყნები

0.80

X

 

შენიშვნა: X – ზედა ზღვრული ტარიფი არ დგინდება.