დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 31/12/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 156, 31/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320060000.17.010.006966 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.060.000.17.010.006.966
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის დადგენილება №3
2004 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ბაზრის დარეგულირების და სატარიფო სისტემის მოწესრიგების მიზნით, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის, 46-ე და 47-ე მუხლების, 55-ე მუხლის მე-6 პუნქტის, ,,კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის ბ) და ვ) პუნქტების და ,,ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლების შესაბამისად, კომისია ადგენს:
1. ,,საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილებაში (სსმ III, 2001 წ., №55, მუხლი 413) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) 2005 წლის 15 იანვრიდან ძალდაკარგულად ჩაითვალოს მე-3 პუნქტი და გაუქმდეს საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახების ადგილობრივი კავშირით მომსახურების ოპერატორების ქსელებში დასრულების წუთობრივი ტარიფის ქვედა ზღვარი 14 თეთრის ოდენობით, და ფიჭური მობილური კავშირით მომსახურების ოპერატორების ქსელებში – 25 თეთრის ოდენობით;
ბ) 2005 წლის 15 მარტიდან ძალდაკარგულად ჩაითვალოს 1-ლი, მე-2, 31, მე-4, 41, მე-5, მე-6 პუნქტები და გაუქმდეს ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ოპერატორებისა და ფიჭური მობილური სატელეფონო კავშირით მომსახურების ოპერატორების მომხმარებლებისათვის საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ქვედა და ზედა ზღვრული ტარიფები.
გ) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,61. ლიცენზიის მფლობელებმა ყოველი თვის 20 რიცხვში კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია გასული საანგარიშო თვის საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების საქართველოდან გამავალი და შემომავალი ზარების და მიღებული შემოსავლების შესახებ კომისიასთან შეთანხმებული ფორმით”.
დ) დაემატოს შემდეგი რედაქციის 33 და 62 პუნქტები:
,,33. ადგილობრივი და საერთაშორისო კავშირით მომსახურების ოპერატორებმა (მათ შორის ინტერნეტ ტელეფონის სისტემების მფლობელმა ოპერატორებმა) ურთიერთოპარაბელურობის უზრუნველყოფის მიზნით ტექნიკურ სტანდარტებთან (SS7, H323, SIP) შესაბამისობაში მოიყვანონ საკუთარი ქსელების სიგნალიზაციის სისტემები, შესაბამისი ინტერფეისები და უზრუნველყონ მათ შორის გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებებში სიგნალიზაციის ინფორმაციის ურთიერთგაცვლის ვალდებულებების ასახვა ამ ინფორმაციის სახისა და მოცულობის მითითებით.”
,,62. კოდის გამოყენებით საერთაშორისო კავშირით მომსახურების მიმწოდებელმა ლიცენზიის მფლობელმა ოპერატორებმა კომისიაში წარმოსადგენ გასული საანგარიშიო თვის ინფორმაციაში მიუთითონ:
ა) საერთაშორისო, საქალაქთაშორისო და ფიჭური მობილური სატელეფონო კავშირის ოპერატორების აბონენტებთან სატელეფონო კავშირით მომსახურების გამავალ ზარებზე სააბონენტო იდენტიფიცირების ნომრები შემდეგი ფორმატით: 8–XXXX–YYYYYY, სადაც XXXX – წარმოადგენს 2,3 ან 4 ციფრს – ქალაქის ან მობილური კომპანიის ქსელების იდენტიფიცირების კოდს, ხოლო – YYYYYY ზარის წამომწყები აბონენტის იდენტიფიცირების ნომერს.
ბ) ყოველი განხორციელებული ზარის ჩანაწერში: არხის და არხჯგუფის ნომერი, სადგურის სიგნალის კოდი (ISPC – საერთაშორისო სიგნალის კოდი და №SPC – ადგილობრივი სიგნალის კოდი).”
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები