“საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კავშირგაბმულობის ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 04/10/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 102, 15/10/2002
სარეგისტრაციო კოდი 320.060.000.15.012.005.521
  • Word
1
04/10/2002
სსმ, 102, 15/10/2002
320.060.000.15.012.005.521
“საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს კავშირგაბმულობის ეროვნული კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.060.000.15.012.005.521

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული

კომისიის დადგენილება 1

2002 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის 5 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ბაზრის დარეგულირების და სატარიფო სისტემის მოწესრიგების მიზნით კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 46-ე და 47-ე მუხლების, 55-ე მუხლის მე-6 პუნქტის და „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-7 მუხლების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა:

1. „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის 5 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დამტკიცდეს „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები” ახალი რედაქციით (თან ერთვის);

ბ) დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დადგინდეს საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახების ადგილობრივი კავშირით მომსახურების ოპერატორების ქსელებში დასრულების ტარიფის ქვედა ზღვარი 14 თეთრის ოდენობით, ფიჭური მობილური კავშირით მომსახურების ოპერატორების ქსელებში – 25 თეთრის ოდენობით, ხოლო ზედა ზღვარი ორივე შემთხვევაში თავისუფალია. ლიცენზიის მფლობელებმა საქართველოში შემომავალი საერთაშორისო გამოძახების დასრულების ტარიფი შეუსაბამონ წინამდებარე დადგენილების ამ პუნქტის მოთხოვნებს დადგენილების ამოქმედებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში”.

გ) დადგენილების მე-31პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. საქართველოდან გამავალი საერთაშორისო გამოძახებების წინასწარი გადახდის ფორმის (მომსახურების მთლიან საფასურზე სადეპოზიტო წინასწარი შენატანების ან საბარათო წინასწარი გადახდის ფორმის გამოყენებისას) საქართველოდან გამავალი საერთაშორისო გამოძახებების განხორციელებისა ამ დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ქვედა ზღვრული ტარიფები მცირდება 15%-ით.

დ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. საერთაშორისო კავშირით მომსახურების მიმწოდებელმა ოპერატორებმა მომსახურების ტარიფების გამოქვეყნებისას შეთავაზების წინადადებაში მიუთითონ განხორციელებული ზარების საფასურის გადახდის ადგილი”.

ე) დადგენილება დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

41. საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ტარიფების ოდენობები ლიცენზიის მფლობელების მიერ უნდა დადგინდეს ამ დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირები არ იხდიან დამატებული ღირებულების გადასახადს.”

ვ) დადგენილების მე-5 პუნქტში სიტყვები „10 სამუშაო დღის ვადაში” შეიცვალოს სიტყვებით „30 სამუშაო დღის ვადაში.”

ზ) დადგენილებას დაემატოს შემდეგ შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ლიცენზიის მფლობელებმა წინამდებარე დადგენილების ამოქმედებიდან ყოველი თვის 20 რიცხვში კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია გასული საანგარიშო თვის საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების საქართველოდან გამავალი და შემომავალი ტარიფების (მოცულობებისა) და მიღებული შემოსავლების შესახებ ამ დადგენილებით განსაზღვრული მიმართულებების მიხედვით”.

თ) ამოღებულ იქნეს დადგენილების მე-7 პუნქტი.

2. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (გ. კვერენჩხილაძე) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიმფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ვ. აბაშიძე

საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფები (მომსახურების ერთ წუთზე დღგ-ის ჩათვლით)

ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ოპერატორების მომხმარებლებისათვის

 

საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების მიმართულებები

ზღვრული ტარიფები

 

 

ქვედა ზღვრული ტარიფი (ლარი)

ზედა ზღვრული ტარიფი (ლარი)

1

აშშ, კანადა და რუსეთი

0.50

0.80

2

სხვა ქვეყნები

0.70

X

 

ფიჭური მობილური  სატელეფონო კავშირით მომსახურების ოპერატორების მომხმარებლებისათვის

 

საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების მიმართულებები

ზღვრული ტარიფები

 

 

ქვედა ზღვრული ტარიფი (ლარი)

ზედა ზღვრული ტარიფი (ლარი)

1

აშშ, კანადა და რუსეთი

0.70

X

2

სხვა ქვეყნები

0.90

X

 

შენიშვნა: X – ზედა ზღვრული ტარიფი არ დგინდება.