დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საერთაშორისო სატელეპონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე საქრთველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 11/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 15/03/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320.000.000.17.010.007.133 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.060.000.17.010.007.133
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის დადგენილება №2
2005 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
„საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, 46-ე და 47-ე მუხლების შესაბამისად, კომისია ადგენს:
1. ,,საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილებაში (სსმ III, 2001წ., №55, მუხ. 413) შეტანილ იქნეს ცვლილება და მისი პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) 2005 წლის 1 აპრილიდან ძალდაკარგულად ჩაითვალოს 1-ლი, მე-2, 31-ე, მე-4, 41-ე, მე-5, მე-6 პუნქტები და გაუქმდეს ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ოპერატორებისა და ფიჭური მობილური სატელეფონო კავშირით მომსახურების ოპერატორების მომხმარებლებისათვის საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ქვედა და ზედა ზღვრული ტარიფები.“.
2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) აღნიშნული დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები