დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-30/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.035.016858
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
01-30/ნ
08/04/2021
ვებგვერდი, 12/04/2021
010170000.22.035.016858
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/04/2021 - 14/04/2021)

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-30/ნ

2021 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული  დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

1. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდეს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ - დანართი №1.

2. დამტკიცდეს „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი №2.

3. დამტკიცდეს „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ – დანართი №3.

4. დამტკიცდეს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“ – დანართი №4.

5. დამტკიცდეს „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის მონიტორინგის ფორმა“ – დანართი №5 და „აღწერის ფორმა“ - დანართი №6.

6. დამტკიცდეს „საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ – დანართი №7 და „სოციალური კრიტერიუმი“ – დანართი №8.

7. დამტკიცდეს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – დანართი №9.

8. შეიქმნას დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია და მისი დებულება დამტკიცდეს დანართი №10-ის შესაბამისად.

მუხლი 2

საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების დაფინანსების შემთხვევაში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტები განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ ბრძანებით დადგენილი პროცედურები და კრიტერიუმები.

მუხლი 3

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს № 320 ბრძანება.

მუხლი 4

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე