„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 47/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/10/2026
ძალაში შესვლის თარიღი 15/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.035.017240
47/ნ
13/10/2026
ვებგვერდი, 15/10/2026
010170000.22.035.017240
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №47/ნ

2026 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 12.04.2021, 010170000.22.035.016858) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველ მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. დამტკიცდეს „საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ დევნილი ოჯახის სათანადო ფულადი დახმარებით უზრუნველყოფის განაცხადის ფორმა“ - დანართი №31.“.

2. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1):

 ა) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა – ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა, აგრეთვე, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ დევნილი ოჯახის სათანადო ფულადი დახმარებით (შემდგომ –კომპენსაცია) უზრუნველყოფა;“;

 ბ) მე-3 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:

„მუხლი 31. კომპენსაციით უზრუნველყოფის პროცედურა

1. კომპენსაციით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილი ოჯახის მიერ ივსება №31 დანართით განსაზღვრული „საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ დევნილი ოჯახის სათანადო ფულადი დახმარებით უზრუნველყოფის განაცხადის ფორმა“.

2. კომპენსაციით უზრუნველყოფის მიზნით განაცხადების მიღების ვადებს, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოჯახების რაოდენობას, ყოველწლიური საბიუჯეტო ასიგნებებისა და განაცხადების რიგითობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისია.

3. კომპენსაციის ოდენობა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას დაქვემდებარებული დევნილის სტატუსის მქონე ერთ პირზე განისაზღვრება 10 000 ლარით.

4. კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახის განაცხადში მითითებულ დევნილის სტატუსის მქონე პირ(ებ)ს არ უსარგებლია(თ) დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე პროგრამით და განაცხადში მოცემული ინფორმაცია დევნილი ოჯახის შემადგენლობის შესახებ შეესაბამება მონიტორინგის შედეგად მიღებულ ინფორმაციას (განაცხადში მოცემული პირთა წრე შეესაბამება რეალურად განაცხადის მისამართზე მცხოვრებ დევნილ პირთა წრეს).

5. დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველო ახორციელებს:

ა) კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადში მითითებულ პირთა იდენტიფიცირებას დევნილთა მონაცემთა ბაზაში;

ბ) კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადში მითითებული პირ(ებ)ის მიერ  დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე პროგრამით სარგებლობის ფაქტის გადამოწმებას, კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ბაზაში.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის განხორციელების შემდგომ, კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე განაცხადები მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცემა მონიტორინგის დეპარტამენტს, რომელიც კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში მონიტორინგის შედეგებს წარუდგენს კომისიას. ამ მუხლის მიზნებისთვის კომპენსაციით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ გამოიცემა სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომელიც საჩივრდება სასამართლოში.

8. იმ დევნილ ოჯახ(ებ)ს, რომელთა განაცხადიც კომისიის მიერ არ დაკმაყოფილდა, დეპარტამენტის უფროსის მიერ ეცნობება წერილობით.

9. კომპენსაციის გაცემა ხორციელდება განაცხადების მიღების პროცესის დასრულებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა.“.

3. ბრძანებას დაემატოს №31 დანართი (საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ დევნილი ოჯახის სათანადო ფულადი დახმარებით უზრუნველყოფის განაცხადის ფორმა), თანდართული რედაქციით.


მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 15 ოქტომბრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე