„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-102/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.035.016928
01-102/ნ
29/12/2021
ვებგვერდი, 29/12/2021
010170000.22.035.016928
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-102/ნ

2021 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 12.04.2021, 010170000.22.035.016858) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1. ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის („დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“):  

ა) მე-3 მუხლის:  

ა.ა) მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„4. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ − დანართი №7 და „სოციალური კრიტერიუმის“ – დანართი №8 (შემდგომში – კრიტერიუმები) და ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ – №9 დანართის (შემდგომში – საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები) შესაბამისად, დეპარტამენტი და მონიტორინგის დეპარტამენტი ახდენენ განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5–მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. მონიტორინგის დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

5. დეპარტამენტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს:

ა) დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენენ გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლის/თანამშრომლების მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული თანამშრომლები, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული დანართი №4 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ბ) დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინასწარი შეფასების დასრულების შემდგომ, დეპარტამენტი, წინასწარი შედეგების ვებგვერდებზე (www.moh.gov.ge; www.idp.gov.ge) გამოქვეყნების მიზნით, წინასწარი შეფასების შედეგებს გადასცემს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს უფლება აქვთ სააგენტოში დამატებით წარმოადგინონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებულ ქულებზე, საცხოვრებელ მისამართზე, ოჯახის შემადგენლობაზე და/ან გადასაცემ საცხოვრებელ ფართზე;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველო, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ახდენს მინიჭებული ქულების კორექტირებას. მინიჭებული ქულების კორექტირების შემდეგ, განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსი სამსახურებრივი ბარათით დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას განაცხადების შეფასების შედეგების თაობაზე;

ე) ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს მონიტორინგის დეპარტამენტმა;

ვ) მონიტორინგის დეპარტამენტი ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის (დანართი №5) (შემდგომში – მონიტორინგის ფორმა) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ ამ დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, საცხოვრებელ მისამართზე, ოჯახის შემადგენლობაზე და/ან გადასაცემ საცხოვრებელ ფართზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

6. სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოები ეხმარებიან დეპარტამენტსა და მონიტორინგის დეპარტამენტს განაცხადების მიღებაში, დამუშავებასა და მონაცემების მოძიება-გადამოწმებაში. ტერიტორიული სამმართველოების მიერ განაცხადების მიღებისა და მასზე თანდართული კითხვარის შევსების, ასევე მონაცემების მოძიება-გადამოწმების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ განაცხადსა და მონიტორინგის ფორმას სააგენტოს მხრიდან ხელს აწერს შესაბამისი ტერიტორიული სამმართველოს თანამშრომელი/თანამშრომლები, რომლებიც განისაზღვრებიან სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“; 

ა.ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დამუშავებული მასალები, დეპარტამენტის უფროსის, მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე შესაბამისი ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ხელმოწერილ რეესტრთან (რეესტრში ასახული უნდა იყოს საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველთა საიდენტიფიკაციო მონაცემები, მინიჭებული ქულები და მოკლე ინფორმაცია ოჯახის შესახებ) ერთად გადაეცემა კომისიას, რომელიც კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კონკრეტული დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.

9. კომისიის მიერ არ განიხილება და დამატებითი მასალის მოძიების დავალებით დეპარტამენტს და/ან მონიტორინგის დეპარტამენტს უბრუნდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კონკრეტული განაცხადი, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში.“;

ბ) მე-4 მუხლის:  

ბ.ა) მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„4. ამ მუხლის მე-5–მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით, დეპარტამენტი და მონიტორინგის დეპარტამენტი ახდენენ საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადების დამუშავებას კრიტერიუმების შესაბამისად. მონიტორინგის დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას, განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

5. დეპარტამენტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს:

ა) დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და, საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენენ, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, განაცხადების მიღებას. განაცხადის შევსება ხდება განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლის/თანამშრომლების მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული თანამშრომლები, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება დანართი №3 – „კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“ და დანართი №4 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ბ) დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველო ან/და, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე, თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმების მეშვეობით, რის საფუძველზეც სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსი სამსახურებრივი ბარათით დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ინფორმაციას განაცხადების შეფასების შედეგების თაობაზე;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს შეფასებაზე დაყრდნობით განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს მონიტორინგის დეპარტამენტმა;

დ) მონიტორინგის დეპარტამენტი ახდენს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და მონიტორინგის ფორმის შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ ამ დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, საცხოვრებელ მისამართზე და/ან ოჯახის შემადგენლობაზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

6. სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოები ეხმარებიან დეპარტამენტსა და მონიტორინგის დეპარტამენტს განაცხადების მიღებაში, დამუშავებასა და მონაცემების მოძიება-გადამოწმებაში. ტერიტორიული სამმართველოების მიერ განაცხადების მიღებისა და მასზე თანდართული კითხვარის შევსების, ასევე მონაცემების მოძიება-გადამოწმების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ განაცხადსა და მონიტორინგის ფორმას სააგენტოს მხრიდან ხელს აწერს შესაბამისი ტერიტორიული სამმართველოს თანამშრომელი/თანამშრომლები, რომლებიც განისაზღვრებიან სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;

ბ.ბ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დამუშავებული მასალები, დეპარტამენტის უფროსის, მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე შესაბამისი ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ხელმოწერილ რეესტრთან (რეესტრში ასახული უნდა იყოს საცხოვრებელი ფართის შესყიდვის მსურველთა საიდენტიფიკაციო მონაცემები, მინიჭებული ქულები და მოკლე ინფორმაცია ოჯახის შესახებ) ერთად გადაეცემა კომისიას, რომელიც კრიტერიუმების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

9. კომისიის მიერ არ განიხილება და დამატებითი მასალის მოძიების დავალებით დეპარტამენტს და/ან მონიტორინგის დეპარტამენტს უბრუნდება კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე კონკრეტული განაცხადი, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში.“; 

გ) მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ობიექტებში დევნილი ოჯახების ცხოვრების ფაქტი დგინდება სააგენტოს მიერ განხორციელებული აღწერის შედეგების საფუძველზე. აღწერა განხორციელდება მონიტორინგის დეპარტამენტის ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული თანამშრომლების მიერ, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული „აღწერის ფორმის“ (დანართი №6) მიხედვით.“;

დ) მე-7 მუხლის:  

დ.ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„3. დროებითი განსახლების მიზნით, დეპარტამენტი და მონიტორინგის დეპარტამენტი განიხილავს და დაამუშავებს განცხადებასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას. დეპარტამენტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განცხადების დამუშავება გულისხმობს განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და ამ ბრძანებით დამტკიცებული მონიტორინგის ფორმის შედგენას.

4. დამუშავებული მასალები, დეპარტამენტის უფროსის, სოციალური საკითხებისა და პროგრამების მართვის სამმართველოს უფროსის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერილ რეესტრთან (რეესტრში ასახული დევნილთა საიდენტიფიკაციო მონაცემები და მოკლე ინფორმაცია ოჯახის შესახებ) ერთად გადაეცემა კომისიას. დეპარტამენტის მიერ დამუშავებული მასალები კომისიას გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ ერთ კრიტერიუმს მაინც.“; 

დ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„9. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის თაობაზე, თვეში გასაცემი ქირის თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ლარს, ამასთან, დევნილი ოჯახისათვის ქირის თანხის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. კომისიის გადაწყვეტილებით, ქირის თანხის გაცემის 3-თვიანი ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დევნილი ოჯახის განცხადებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის განმეორებითი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე.“.  

2. ბრძანებით დამტკიცებული №7 დანართის („საცხოვრებელით ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“) ,,შენიშვნა 4‘‘ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

,,შენიშვნა 4: ამ დანართის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქულა დევნილ ოჯახს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ კომისიის მიერ, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციისა და ფოტომასალის წარდგენის საფუძველზე ან დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს მიერ, იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადს თან ერთვის და/ან სააგენტოში არსებობს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა (სსიპ – ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა).‘‘.

3. ბრძანებით დამტკიცებული №10 დანართის (,,დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულება‘‘) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„1. კომისიის სხდომისათვის განსახილველი საკითხების მომზადებას უზრუნველყოფს დეპარტამენტი და მონიტორინგის დეპარტამენტი, რომლებიც ვალდებულნი არიან კომისიის სხდომაზე წარადგინონ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტი და მასალა. ამასთან, დეპარტამენტი და მონიტორინგის დეპარტამენტი ვალდებულნი არიან წარმოუდგინონ კომისიას წინადადებები და პოზიცია, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე