„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-32/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 14/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.035.016860
01-32/ნ
14/04/2021
ვებგვერდი, 15/04/2021
010170000.22.035.016860
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-32/ნ

2021 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

 

,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 12/04/2021; 010170000.22.035.016858) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №3 დანართი („კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადის ფორმა“) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე



დანართი 3

 

კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადი

 

 

საცხოვრებელი სახლის (სახლი/ ბინა) მდებარეობა (ქალაქი/რეგიონი/რაიონი/სოფელი):

 

ჩვენ ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ განმცხადებელი …………….. წარმოადგენს ჩვენი ოჯახის ყველა წევრის ინტერესებს და სააგენტოს თანამშრომლების მიერ, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმის (დანართი №4) შევსების დროს ვაძლევთ უფლებამოსილებას, უპასუხოს კითხვებს. 

ამ განაცხადზე ხელმოწერით ვაცხადებთ თანხმობას, რომ:

• სააგენტომ მის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია, ჩვენი ოჯახის „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად მინიჭებული ქულების და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.

• ამ განაცხადის საფუძველზე, ჩვენი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შემთხვევაში სახელმწიფოს ეხსნება ჩვენი ოჯახის წევრების პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

• სააგენტოს აქვს უფლება, საჭიროების მიხედვით გადაამოწმოს რესპონდენტის მიერ კითხვარის შევსების დროს მოწოდებული ოჯახის წევრების პირადი ინფორმაცია (დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლა ნებისმიერ დროს, სხვადასხვა უწყებიდან და დაწესებულებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და სხვა). (შენიშვნა: სააგენტო იტოვებს უფლებას, ანკეტაში მცდარი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში ბათილად ცნოს მიღებული გადაწყვეტილება).  

 

განმცხადებლის ხელმოწერა: _______________________________

 

ოჯახის წევრების ხელმოწერა: ______________________________