„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-97/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.035.016923
01-97/ნ
13/12/2021
ვებგვერდი, 13/12/2021
010170000.22.035.016923
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-97/ნ

2021 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:


მუხლი 1
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 12.04.2021, 010170000.22.035.016858) შეტანილ იქნეს ცვლილებაბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის („დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“):

  1 . მე-3 მუხლს მე-19 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20, 21-ე, 22-ე და 23-ე პუნქტები:

 „20. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის საფუძველზე, დევნილ ოჯახებზე, რომელთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი დაკმაყოფილდა და მოცემულ ეტაპზე არ არის საკმარისი გასანაწილებელი შესაბამისი საცხოვრებელი ფართი , სააგენტო გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას.

21. ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაპირების თანახმად, შესაბამისი საბინაო რესურსის შექმნამდე, დევნილი ოჯახი უფლებამოსილია წარადგინოს ექსპლუატაციაში მიღებული მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ინდივიდუალურ უძრავ ქონებად რეგისტრირებული ფართი (ბინა), რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუსყიდის სააგენტო. სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი თანხის  მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება:

ა) არაუმეტეს 550 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე − ქ. თბილისში;

ბ) არაუმეტეს 470 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე − სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში.

22. ამ მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო, დევნილი ოჯახისათვის უძრავი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვის ფარგლებში, არ მიიღებს მონაწილეობას იმგვარ გარიგებაში, რომელშიც შესასყიდი უძრავი ქონება, ამ შესყიდვის განხორციელებამდე არის მყიდველი ოჯახის ახლო ნათესავ(ებ)ის (დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე, შვილი) საკუთრებაში.

23. ამ მუხლის 21-ე პუნქტის საფუძველზე დევნილი ოჯახის მიერ საცხოვრებელი ფართის წარმოდგენამდე, შესაბამისი საბინაო რესურსის წარმოშობის შემთხვევაში, სააგენტო დევნილ ოჯახს შესთავაზებს საცხოვრებელ ფართს. დევნილი ოჯახის მიერ ამ საცხოვრებელ ფართზე უარის განცხადების შემთხვევაში ამ მუხლის მე-20 პუნქტის საფუძველზე გაცემული ადმინისტრაციული დაპირება ძალადაკარგულია.“.

 2. მე-4 მუხლის:

  ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე მიღებული განაცხადების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია კომისია. კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული შესასყიდი საცხოვრებელი ფართების (სახლი/ბინა) მაქსიმალურ რაოდენობას. ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალური ოდენობა საცხოვრებელ ფართზე (სახლი/ბინა) განისაზღვრება:

  ა) 22 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 1 წევრისაგან;

ბ) 25 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 2 წევრისაგან;

გ) 28 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 3 წევრისაგან;

დ) 31 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 4 წევრისაგან;

ე) 34 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 5 წევრისაგან;

ვ) 37 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 6 წევრისაგან;

ზ) 40 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 7 წევრისაგან;

თ) ყოველ შემდგომ წევრზე   3000 ლარი.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „11. დევნილ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადები დაკმაყოფილდა, მიეცემათ 6-თვიანი ვადა საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შერჩევისათვის, დეპარტამენტისათვის წარდგენის მიზნით.“;

გ) მე-4 მუხლის მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე