დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 289 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/12/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017400 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (03/12/2020 - 31/12/2021)
|
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-14 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ” თანდართულ დანართებთან ერთად.
2. ამ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით იხელმძღვანელონ: ა) საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებმა - 2020 წლის და შემდგომი წლების ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვისთვის; ბ) საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებმა - 2021 წლის და შემდგომი წლების ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვისთვის. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის N439 ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ ბრძანების მე-2 მუხლისა და ამ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისა.
2. ამ ბრძანების მე-2 მუხლი და ამ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები