დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 323 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.018063 |
|
„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 03/12/2020, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017400) დამტკიცებულ „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წინამდებარე ინსტრუქციით ცვეთის/ამორტიზაციის წესებისა და პრინციპების განსაზღვრისათვის გამოყენებულია სსბასს 16-ის – საინვესტიციო ქონება, სსბასს 21-ის – ფულადი სახსრების არწარმომქმნელი აქტივების გაუფასურება, სსბასს 26-ის – ფულადი სახსრების წარმომქმნელი აქტივების გაუფასურება, სსბასს 31-ის – არამატერიალური აქტივები, სსბასს 32-ის – შეღავათიანი მომსახურების შეთანხმებები: უფლების გადამცემი, სსბასს 43-ის - იჯარა და სსბასს 45-ის – ძირითადი აქტივები – მოთხოვნები.“. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საჯარო სექტორის ერთეულიდან, ფინანსური იჯარით მიღებული აქტივის შემთხვევაში, ყოველ საანგარიშგებო პერიოდში საიჯარო აქტივის ცვეთის/ამორტიზაციის თანხა სისტემატურად უნდა განაწილდეს იმ პერიოდზე, რომლის განმავლობაშიც ნავარაუდევია აქტივის გამოყენება, მოიჯარის მიერ საკუთარი ცვეთადი/ამორტიზირებადი აქტივების მიმართ გამოყენებული ცვეთის/ამორტიზაციის პოლიტიკის შესაბამისად.”; ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი: „91. აქტივის გამოყენების უფლებით მიღებული აქტივის შემთხვევაში ყოველ საანგარიშგებო პერიოდში აქტივის გამოყენების უფლების ცვეთის თანხა სისტემატურად უნდა განაწილდეს იჯარის ვადის ან აქტივის სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში იმის მიხედვით, თუ რომელი პერიოდია უფრო მოკლე, ხოლო ცვეთის დარიცხვა უნდა განხორციელდეს მოიჯარის მიერ საკუთარი ცვეთადი/ამორტიზირებადი აქტივების მიმართ გამოყენებული ცვეთის/ამორტიზაციის პოლიტიკის შესაბამისად.“. 3. მე-7 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ერთჯერადი გადაფასებისას, სრულად გაცვეთილი/ამორტიზირებული აქტივის ღირებულების თავიდან დადგენისას, არსებითი გაუმჯობესებისას და გაუფასურების ან/და გაუფასურების ანულირებისას ცვეთის/ამორტიზაციის გადაანგარიშება.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ერთეულის მიერ სრულად გაცვეთილი/ამორტიზირებული აქტივის ღირებულების თავიდან დადგენისას მოცემული აქტივის ცვეთად/ამორტიზირებად თანხად განისაზღვრება ღირებულების თავიდან დადგენის შედეგად მიღებული თანხა, რომელსაც ცვეთა/ამორტიზაცია ერიცხება სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში, რომლის განსაზღვრისას არ გაითვალისწინება წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი სასარგებლო მომსახურების მინიმალური ვადები.“. 4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ცვეთადი/ამორტიზირებადი აქტივების მიღება 1. ექსპლუატაციაში არმყოფი ცვეთადი/ამორტიზებადი აქტივის საჯარო სექტორის ერთეულიდან ტრანსფერული ოპერაციის შედეგად მიღების შემთხვევაში ერთეულმა მოცემული აქტივი შესაძლებელია აღიაროს პირვანდელი (თავდაპირველი) ღირებულებით ან ცვეთადი/ამორტიზირებადი აქტივის ღირებულების შესაფასებლად გამოყენებული სხვა თანხით და ცვეთის/ამორტიზაციის დარიცხვა და, შესაბამისად, დაგროვება (აკუმულირება) უნდა დაიწყოს მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდიდან, სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში. 2. ექსპლუატაციაში მყოფი ცვეთადი/ამორტიზებადი აქტივის საჯარო სექტორის ერთეულიდან ტრანსფერული ოპერაციის გზით გადაცემის/მიღების შემთხვევაში გამცემი ერთეული აღნიშნულ აქტივს ჩამოწერს პირვანდელი (თავდაპირველი) ღირებულებით, გაცემის მომენტამდე დაგროვილ (აკუმულირებულ) ცვეთასთან/ამორტიზაციასთან ერთად, ხოლო მიმღებ ერთეულს მოცემული აქტივის აღიარება შეუძლია პირვანდელი (თავდაპირველი) ღირებულებით, გაცემის/მიღების მომენტისთვის დაგროვილი (აკუმულირებული) ცვეთის/ამორტიზაციის გათვალისწინებით, ან ცვეთადი/ამორტიზირებადი აქტივის ღირებულების შესაფასებლად გამოყენებული სხვა თანხით, შესაბამისი დაგროვილი (აკუმულირებული) ცვეთის/ამორტიზაციის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მიმღები ერთეული ცვეთის/ამორტიზაციის დარიცხვას განაგრძობს სასარგებლო მომსახურების ვადის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში. ამასთან, ეკონომიკური ერთეულის ქვეშ კონსოლიდაციას დაქვემდებარებულ ერთეულებს შორის ექსპლუატაციაში მყოფი ცვეთადი/ამორტიზებადი აქტივის ტრანსფერული ოპერაციის გზით გადაცემის/მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია მოცემულ აქტივს ცვეთა/ამორტიზაცია დაარიცხოს მიმღებმა ერთეულმა საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს სრული კალენდარული წლისათვის. 3. ცვეთადი/ამორტიზებადი აქტივის საჯარო სექტორის გარდა სხვა ფიზიკური/იურიდიული პირებიდან ტრანსფერული ოპერაციის შედეგად მიღების შემთხვევაში ერთეულმა მოცემული აქტივი აღრიცხვასა და ანგარიშგებაში უნდა აღიაროს შესაბამისი ღირებულებით და ცვეთის/ამორტიზაციის დარიცხვა და, შესაბამისად, აკუმულირება (დაგროვება) დაიწყოს მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდიდან, სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში. 4. ცვეთადი/ამორტიზებადი აქტივის გაცვლითი ოპერაციის შედეგად მიღების შემთხვევაში ერთეულმა მოცემული აქტივი უნდა აღიაროს თვითღირებულებით ან აქტივის ღირებულების შესაფასებლად გამოყენებული სხვა თანხით და ცვეთის/ამორტიზაციის დარიცხვა და, შესაბამისად, აკუმულირება (დაგროვება) დაიწყოს მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდიდან, სასარგებლო მომსახურების ვადის განმავლობაში. 5. საჯარო სექტორიდან მიღებული სრულად გაცვეთილი/ამორტიზირებული აქტივი ერთეულს შეუძლია ასახოს: ა) შესაბამის საცნობარო ანგარიშზე, პირვანდელი (თავდაპირველი) ღირებულებით; ან ბ) შესაბამის საბალანსო ანგარიშზე ცვეთადი/ამორტიზირებადი აქტივის ღირებულების შესაფასებლად გამოყენებული სხვა თანხით. ამ შემთხვევაში ცვეთის/ამორტიზაციის დარიცხვა და, შესაბამისად, აკუმულირება (დაგროვება) უნდა დაიწყოს მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდიდან. 6. ექსპლუატაციაში მყოფი აქტივების, ასევე სრულად გაცვეთილი/ამორტიზირებული აქტივების მიღების შემთხვევაში სასარგებლო მომსახურების ვადების განსაზღვრისას არ გაითვალისწინება წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი სასარგებლო მომსახურების მინიმალური ვადები.“. 5. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები