„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 283
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017615
283
23/08/2022
ვებგვერდი, 23/08/2022
190040000.22.033.017615
„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №283

2022 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
.„საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 03/12/2020, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017400) დამტკიცებულ „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველ მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„.11. სახელმწიფო ერთეულები აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახავენ როგორც საკუთარი სახელით ფლობილ აქტივებზე დარიცხულ ცვეთას/ამორტიზაციას, ასევე, სახელმწიფოს სახელით ფლობილ აქტივებზე დარიცხულ ცვეთას/ამორტიზაციას, გარდა წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული შემთხვევებისა.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ცვეთადი აქტივი – როგორც საკუთარი სახელით, ასევე სახელმწიფოს სახელით ფლობილი განსაზღვრული სასარგებლო მომსახურების ვადის მქონე ფიზიკურად ხელშესახები აქტივი (ძირითადი აქტივი, საინვესტიციო ქონება, შეღავათიანი მომსახურების აქტივი, ფინანსური იჯარით მიღებული აქტივი, მატერიალური არაწარმოებული აქტივი (მიწის გარდა) და საოპერაციო იჯარით მიღებული აქტივების არსებითი გაუმჯობესება);“;

ბ) „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამორტიზირებადი აქტივი – როგორც საკუთარი სახელით, ასევე სახელმწიფოს სახელით ფლობილი განსაზღვრული სასარგებლო მომსახურების ვადის მქონე ისეთი აქტივი, რომელსაც ფიზიკურად ხელშესახები ფორმა არ გააჩნია (არამატერიალური აქტივი, შეღავათიანი მომსახურების აქტივი, ფინანსური იჯარით მიღებული აქტივი ან საოპერაციო იჯარით მიღებული აქტივების არსებითი გაუმჯობესება);“.

3. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გასაყიდად გამიზნულ ცვეთად/ამორტიზირებად აქტივებს, დაუმთავრებელ მშენებლობას, მიწას (გარდა კარიერებისა და ნაგავსაყრელებისა), საბიბლიოთეკო ფონდს, დაუმთავრებელ არამატერიალურ აქტივებს, მემკვიდრეობით აქტივებს, ფასეულობებს, ზრდის პროცესში მყოფ ბიოლოგიურ აქტივებს, ასევე აქტივებს, რომელთა საკუთრების უფლება ჯერ არ არის მოპოვებული ან სხვა ერთეულებზე გადასაცემადაა მიღებული/განკუთვნილი, ცვეთა/ამორტიზაცია არ ერიცხება. ამასთან, ზრდის პროცესში მყოფი ბიოლოგიური აქტივები (გარდა შემდგომში, არაკულტივირებულ ბიოლოგიურ რესურსებად კლასიფიცირებული ცხოველებისა და მცენარეებისა) სრულწლოვანების მიღწევისას განიხილება ცვეთად აქტივებად და ცვეთა დაერიცხება წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული წესების შესაბამისად. “.

4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცვეთის/ამორტიზაციის დარიცხვისათვის გამოიყენება წრფივი მეთოდი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქტივში განივთებული მოსალოდნელი მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან მომსახურების პოტენციალის მიღების ხასიათიდან გამომდინარე კანონმდებლობის, ხელშეკრულების ან/და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად სხვა რომელიმე მეთოდის (შემცირებადი ნაშთის მეთოდის, წარმოების ერთეულთა ჯამის მეთოდი და სხვ.) გამოყენება მოითხოვება. ამასთან, ცვეთის/ამორტიზაციის გაანგარიშებისათვის ერთეულს მოეთხოვება მსგავსი აქტივებისათვის ცვეთის/ამორტიზაციის ერთი და იმავე მეთოდის გამოყენება.“.

5. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცვეთადი/ამორტიზირებადი აქტივის ნარჩენი (სალიკვიდაციო) ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სასარგებლო მომსახურების ვადა უნდა გადაისინჯოს საჭიროების შემთხვევაში და თუ მოსალოდნელი შედეგები წინა შეფასებებისაგან განსხვავდება, ცვლილებები ერთეულის აღრიცხვა-ანგარიშგებაში უნდა აისახოს სსბასს-ების მოთხოვნების შესაბამისად, როგორც სააღრიცხვო შეფასების ცვლილება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი