საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 289
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/12/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2020
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017400
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
289
02/12/2020
ვებგვერდი, 03/12/2020
190040000.22.033.017400
საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/12/2020 - 31/12/2021)

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №289

2020 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-14 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ” თანდართულ დანართებთან ერთად.

2. ამ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით იხელმძღვანელონ:

ა) საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებმა - 2020 წლის და შემდგომი წლების ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვისთვის;

ბ) საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებმა - 2021 წლის და შემდგომი წლების ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვისთვის.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საბიუჯეტო ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 31 დეკემბრის N439 ბრძანება.

 

მუხლი 3
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ ბრძანების მე-2 მუხლისა და ამ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისა.

2. ამ ბრძანების მე-2 მუხლი და ამ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი