საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ

საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 548
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 15/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 170020000.22.027.017043
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
548
25/05/2020
ვებგვერდი, 25/05/2020
170020000.22.027.017043
საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (01/06/2020 - 08/06/2020)

საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №548

2020 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

 

საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ

 


„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. ამ ბრძანების მოქმედების პერიოდში ნოტარიუსებს ეკრძალებათ ამ ბრძანებით დადგენილი წესით გაუთვალისწინებელი ყოველგვარი სანოტარო საქმიანობა.

2. ნებადართულია ნოტარიუსის მიერ დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის არხებით სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა.

3. სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი პირობებით:

ა) სანოტარო მომსახურების მიწოდებისთვის იქმნება დროებითი სანოტარო ბიუროები (შემდგომ – დროებითი ბიურო) შემდეგ მისამართებზე:

[ა.ა) თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №1 (სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური შესასვლელი);ძალადაკარგულია]

[ა.ბ) თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2 (თბილისის იუსტიციის სახლის შენობის უკან მხარეს მდებარე ქორწინების სახლი); ძალადაკარგულია]

[ა.გ) თბილისი, უზნაძის ქ. №2 (ქორწინების სახლი); ძალადაკარგულია]

[ა.დ) თბილისი, წერეთლის გამზ. №8 (სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ოფისი); ძალადაკარგულია]

ა.ე) თბილისი, ი. აბაშიძის ქ. №68 (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფისი);

ა.ვ) თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი (სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის შენობა);

ა.ზ) ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. №70;

ა.თ) ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი №20 (სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის შენობა);

ა.ი) ზუგდიდი, თეატრის ქ. №2 (ზუგდიდის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლი);

ა.კ) ახალქალაქი, თავისუფლების ქ. №93;

ა.ლ)  თელავი, შოთა რუსთაველის ქ. №83 (სსიპ – საქართველოს ეროვნული არქივის კახეთის რეგიონული არქივის შენობა);

ა.მ) ოზურგეთი, იოანე პეტრიწის ქ. №9 (ოზურგეთის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლი);

ა.ნ) რუსთავი, მეგობრობის გამზ. №29 (რუსთავის იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებული ქორწინების სახლი;

ა.ო) გორი, გურამიშვილის ქ. №7 (გორის იუსტიციის სახლის შენობაში მდებარე ქორწინების სახლი);

ბ)  დროებითი ბიუროების გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა (შემდგომ – პალატა);

გ) დროებით ბიუროებში მოხვედრის მიზნით სანიტარიული უსაფრთხოების ზომების დაცვას უზრუნველყოფენ პალატა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეული – აღსრულების პოლიციის სამმართველო (შემდგომ – აღსრულების პოლიცია). ამ ბრძანებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შესრულებისას, აღსრულების პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია ატაროს უნიფორმა, მაგრამ ეკრძალება ცეცხლსასროლი იარაღის ტარება;

დ) სანოტარო მომსახურების მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია მოქალაქის პორტალის (my.gov.ge) მეშვეობით განახორციელოს მომსახურების მიღების დროისა და ადგილის წინასწარ შეთანხმება (დაჯავშნა). დროებითი ბიუროს სივრცეში მოქალაქის დაშვება და სანოტარო მომსახურების გაწევა ხორციელდება მოქალაქის პორტალზე (my.gov.ge) განხორციელებული ჯავშნის კოდის წარმოდგენის შემდეგ;

ე) დროებით ბიუროში ნოტარიუსები ახორციელებენ სანოტარო მომსახურებას წინასწარ განსაზღვრული მორიგეობის განრიგის მიხედვით. მორიგეობის განრიგს ადგენს პალატის გამგეობა ნოტარიუსების გვარის ანბანური თანმიმდევრობის პრინციპით. მორიგეობაში ჩართული იქნებიან მხოლოდ ის ნოტარიუსები, რომლებიც წინასწარ გამოხატავენ თანხმობას დროებით ბიუროებში სერვისის მიწოდებაზე და რომელთა სანოტარო ბიუროს გახსნაზეც არ იქნება გაცემული ნებართვა ამ ბრძანების მე-2 მუხლის შესაბამისად;

ვ) ნოტარიუსი, რომელიც დროებით ბიუროში ახორციელებს სანოტარო მომსახურებას, ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი დამხმარე პერსონალის ადგილზე მობილიზება მისი სამუშაო დღის განმავლობაში;

ზ) დროებით ბიუროში სანოტარო მომსახურებას არ შეიძლება ახორციელებდეს ნოტარიუსი ან პერსონალის ისეთი თანამშრომელი, რომელიც იმყოფება თვითიზოლაციაში ან კარანტინში, ან აღენიშნება ვირუსისთვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი (ტემპერატურა 37 გრადუსზე ზემოთ, ხველება და სხვ.);

თ)  ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნა ვრცელდება ასევე სანოტარო მომსახურების მომხმარებელზეც. პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ასეთ პირობებს, არ დაიშვებიან დროებით ბიუროში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გარემოებები გამოვლინდა პირის ბიუროში ყოფნის მომენტში, ნოტარიუსი/პალატა/აღსრულების პოლიცია უფლებამოსილია მოსთხოვოს პირს ბიუროს დაუყოვნებლივ დატოვება და ამ ვალდებულების შესასრულებლად გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები;

ი) არასრულწლოვანი, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობს გარიგებაში, არ დაიშვება დროებითი ბიუროს ტერიტორიაზე. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის დაცვას უზრუნველყოფს პალატა/აღსრულების პოლიცია;

კ)  პალატა/აღსრულების პოლიცია უზრუნველყოფს ამ პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირობების შემოწმებას;

ლ) პალატა ასევე უზრუნველყოფს სამუშაო პროცესში ნოტარიუსის, მისი პერსონალის და მომხმარებლების მაქსიმალურ დაცულობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად (მათ შორის, დროებითი ბიუროების დეზინფექციას რეკომენდებული პერიოდულობით);

მ) სანოტარო მოქმედებები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც დადგენილია ამ ბრძანებით;

ნ) იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო ნოტარიუსი ვერ ასრულებს დროებით ბიუროში მომსახურებას, პალატა ვალდებულია უზრუნველყოს მისი ჩანაცვლება განრიგის მიხედვით სხვა ნოტარიუსით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომსახურების შეფერხება;

ო) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ნებართვით დასაშვებია დროებით ბიუროში სხვა რომელიმე ნოტარიუსის მონაწილეობით ცალკეული სანოტარო მოქმედებების შესრულება, თუ კონკრეტულ ნოტარიუსთან სანოტარო მომსახურების მიღება წარმოადგენს მხარეთა სურვილს და ისინი შეუთანხმდებიან ნოტარიუსს ამის შესახებ. ასეთი მომსახურების გაწევამ ხელი არ უნდა შეუშალოს დროებითი ბიუროს ძირითად საქმიანობას ან რაიმე ფორმით შეაფერხოს იგი;

პ) ნოტარიუსი, ასევე მისი პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი დამცავი ნიღბითა და ხელთათმანებით. ნოტარიუსმა არ უნდა დაუშვას სანოტარო მომსახურების გაწევის პროცესში დროებით ბიუროში ერთ დამხმარე თანამშრომელზე მეტის ყოფნა დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში;

ჟ) დროებითი ბიუროს სამუშაო საათები განისაზღვრება ორშაბათიდან კვირის ჩათვლით (გარდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ მიხედვით განსაზღვრული უქმე დღეებისა), 9:00 საათიდან 18:00 საათამდე. აღსრულების პოლიცია ზედამხედველობს ნოტარიუსის მიერ დროებითი ბიუროს 18.00 საათზე დახურვას და ტერიტორიას ტოვებს ნოტარიუსის შემდეგ.

4. ამ ბრძანების მიზნებისათვის, „პერსონალი“ გულისხმობს პირს, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე მუდმივად იყო დასაქმებული მორიგე ნოტარიუსის სანოტარო ბიუროში „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლით გათვალისწინებულ სანოტარო ბიუროს თანამშრომლად, იღებდა შესაბამის ანაზღაურებას და ნოტარიუსის მიერ განსაზღვრული ფორმით მონაწილეობდა სანოტარო საქმიანობის განხორციელებაში.

5.  პალატამ, წინასწარ განსაზღვრული მორიგეობის განრიგის მიხედვით, შესაბამისი ნოტარიუსის მორიგეობის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა, სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია მორიგე ნოტარიუსისა და ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირის/პირთა შესახებ (სანოტარო ბიუროს თანამშრომლად მუშაობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად), დროებითი ბიუროს მისამართის მითითებით.

6. მხოლოდ პალატის გამგეობის წინასწარი გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი დაინტერესებული პირებისთვის შემდეგი სანოტარო მომსახურების გაწევა:

ა) დოკუმენტის შენახვა (ცვლილება/გაუქმება);

ბ) საზღვაო პროტესტის შესრულება (ცვლილება/გაუქმება);

გ) მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

დ) მოქალაქის იგივეობის დადასტურება ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან (ცვლილება/გაუქმება);

ე) დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

ვ) იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

ზ) განცხადების ან უწყების ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემის ან გადაცემის შეუძლებლობის შესახებ მოწმობის გაცემა (ცვლილება/გაუქმება);

თ) სამკვიდრო მოწმობის გაცემა (ცვლილება/გაუქმება);

ი) უმკვიდრო ქონების სახელმწიფოს ან სხვა უფლებამოსილი სუბიექტისათვის გადაცემის შესახებ მოწმობის გაცემა (ცვლილება/გაუქმება);

კ) გასანაღდებლად ჩეკის წარდგენა და ჩეკის გაუნაღდებლობის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);

ლ) თამასუქის პროტესტის შესრულება (ცვლილება/გაუქმება);

მ) საარქივო დოკუმენტის ასლის დამოწმება და გაცემა, გარდა იმ სანოტარო აქტისა, რომელიც შედგენილია (რეგისტრირებულია) სხვა ნოტარიუსის მიერ და ხელმისაწვდომია ელექტრონული წესით;

ნ) გარიგების დამოწმება რამდენიმე ნოტარიუსის მონაწილეობით;

ო) სანოტარო მედიაცია;

პ) დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორის დამოწმება.

7. ამ ბრძანების მოქმედების პერიოდში ექსტრაკორპორული განაყოფიერების შესახებ დადებული ხელშეკრულების საჯარო ან კერძო სანოტარო აქტით დამოწმება, მათ შორის, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, არ დაიშვება, თუ ბავშვის მშობლებიდან ერთ-ერთი მაინც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი მომსახურების მისაღებად დაინტერესებული პირი წინასწარ მიმართავს პალატას შესაბამისი მოთხოვნით მომსახურების გაწევაზე, სადაც ვალდებულია დაასაბუთოს, რომ მომსახურების მიღება მისთვის გადაუდებლად აუცილებელია. გადაუდებელ აუცილებლობად ჩაითვლება ისეთი ვითარება, როდესაც მომსახურების მიუღებლობის შემთხვევაში:

ა) დაინტერესებულ პირს შეიძლება ხელი შეეშალოს მნიშვნელოვანი სამართლებრივი ვალდებულების შესრულებაში;

ბ) გავიდეს ვადები, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირს აქვს ვალდებულება შეასრულოს განსაზღვრული სამართლებრივი მოქმედება და ეს იწვევს შეუქცევად შედეგებს დაინტერესებული პირისთვის;

გ) დაინტერესებულ პირს მიადგება მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი და არ არის ხელმისაწვდომი ზიანის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი მექანიზმი.

9. დაევალოს პალატას, გაავრცელოს ინფორმაცია ამ ბრძანებით დადგენილი წესების შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, ასევე საზოგადოებასთან კომუნიკაციის იმ არხების გამოყენებით, რომლის მეშვეობითაც ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის ინფორმაცია სანოტარო მომსახურების შესახებ. პალატამ უზრუნველყოს ამ ბრძანებით დადგენილი პროცედურების შესახებ ინფორმაციის ამ ბრძანების გამოცემის დროისთვის მოქმედი ნოტარიუსის სამუშაო ადგილზე, მომხმარებლისთვის თვალსაჩინოდ განთავსება.

10. სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პერიოდულად უზრუნველყოს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების უნარიანობის ხარისხისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს არსებობის შესაფასებლად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დროებითი ბიუროების ინსპექტირება (ადგილმდებარეობის დახასიათება, ბიუროს ფართისა და ზოგადი მდგომარეობის აღწერა, დასურათება და სხვ.).

11. სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, შეამოწმოს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულება. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ნოტარიუსს ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა და მას ეკრძალება ხელმეორედ დროებით ბიუროში სანოტარო მომსახურების განხორციელება.

მუხლი 2
1. დასაშვებია ქ. თბილისში იმ სანოტარო ბიუროს გახსნა, რომელიც, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აკმაყოფილებს „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-12 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, და:

ა) მისი საერთო ფართობი, სველი წერტილის გარდა, არანაკლებ 30 მ2-ია;

ბ) სანოტარო ბიურო ან მისი ნაწილი არ მდებარეობს შენობის ნულოვანი ნიშნულის ქვევით;

გ) ნოტარიუსის სამუშაო ოთახი სხვა ოთახებისაგან გამოყოფილია, არ არის არავისთან საზიარო და აქვს შესაბამისი ფართობის ფანჯარა;

დ) მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცის ფართობი არანაკლებ 15 მ2-ია და აქვს შესაბამისი ფართობის ფანჯარა, ხოლო თუ მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცე იმავდროულად ნოტარიუსის თანაშემწის სამუშაო ოთახია – მისი ფართობი არანაკლებ 20 მ2-ია;

ე) თუ ნოტარიუსის თანაშემწისათვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეში არ ხდება მოქალაქეთა მიღება და ამ სივრცეს არ აქვს ფანჯარა, შესაძლებელია მისი ბუნებრივი გზით განიავება;

ვ) მოქალაქისთვის განკუთვნილი ოთახის მოპირდაპირე კედლებს შორის მანძილი არანაკლებ 3 მეტრია;

ზ) სანოტარო ბიუროში თარჯიმნის მუშაობის შემთხვევაში, სანოტარო ბიუროს ფართობი არანაკლებ 40 მ2-ია და თარჯიმანს აქვს ცალკე გამოყოფილი სამუშაო ოთახი;

თ) სანოტარო ბიუროში ერთდროულად ნოტარიუსის ორზე მეტი თანამშრომლის (თანაშემწე, თარჯიმანი ან სხვა) შემთხვევაში, სანოტარო ბიუროს საერთო ფართობი არანაკლებ 50 მ2-ია.

2. სანოტარო ბიურო უნდა გაიხსნას არაუგვიანეს 9:00 საათისა და დღის განმავლობაში იმუშაოს არანაკლებ 8 საათისა. იგივე სამუშაო გრაფიკი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსი გადაწყვეტს, რომ სანოტარო ბიურო გახსნას დასვენების ან უქმე დღეს.

3. სანოტარო ბიუროს გახსნის ნებართვის მისაღებად, ნოტარიუსმა სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტში) უნდა წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ფართობების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, თუ მასში ფართობები მითითებულია, ან 2019-2020 წლებში შედგენილი აზომვითი ნახაზი). ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა პირობების შესამოწმებლად გამოყენებული შეიძლება იქნეს ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული  ინსპექტირების ჩატარების შედეგად შედგენილი და სამინისტროში წარდგენილი შემოწმების აქტები და შესაბამისი ფოტოილუსტრაციები. სანოტარო ბიუროს გახსნის ნებართვა გაიცემა საჭირო საბუთების სრულყოფილად წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

4. ნებართვა იძლევა მხოლოდ იმ სანოტარო ბიუროში ნოტარიუსის საქმიანობის უფლებას, რომელიც მითითებულია ნოტარიუსის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნაში. ნოტარიუსი არ არის უფლებამოსილი, სანოტარო მომსახურება გასწიოს სხვა სანოტარო ბიუროში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნოტარიუსს დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო გაცემული ნებართვა ექვემდებარება გაუქმებას.

5. სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პერიოდულად (სულ მცირე, ორ კვირაში ერთხელ) უზრუნველყოს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების უნარიანობის ხარისხისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს არსებობის, აგრეთვე ამ ბრძანებით დადგენილი წესების დაცვის მდგომარეობის შესაფასებლად ამ მუხლით გათვალისწინებული სანოტარო ბიუროების ინსპექტირება (ადგილმდებარეობის დახასიათება, სანოტარო ბიუროს ფართისა და ზოგადი მდგომარეობის აღწერა, დასურათება და სხვ.). ინსპეტირება ხორციელდება ნოტარიუსის წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

6. ამ ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობა გამოიწვევს ნოტარიუსის დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინსპექტირების შედეგების ან ნებისმიერი სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ დადასტურდება ამ ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობა, სამინისტრო უფლებამოსილია გააუქმოს ამ მუხლის შესაბამისად გაცემული ნებართვა.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოქმედ სანოტარო ბიუროში მომუშავე ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებებს ასრულებს მხოლოდ სანოტარო ბიუროს ფარგლებში. სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთ სანოტარო მოქმედების შესასრულებლად ნოტარიუსი წინასწარ მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი მოთხოვნით, სადაც ვალდებულია დაასაბუთოს, რომ სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთ მომსახურების მიღება დაინტერესებული პირისთვის გადაუდებლად აუცილებელია და მას ობიექტური მიზეზების გამო არ შეუძლია სანოტარო ბიუროში მისვლა. გადაუდებელ აუცილებლობად ჩაითვლება ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები.

მუხლი 21
1. ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებულის გარდა, დასაშვებია საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში იმ სანოტარო ბიუროს ფუნქციონირება, რომელიც შეძლებს იმავე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას ან რომლის გახსნაზეც, გამონაკლისის სახით, გაიცემა ნებართვა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მიერ.

2. ნებართვა იძლევა მხოლოდ იმ სანოტარო ბიუროში ნოტარიუსის საქმიანობის უფლებას, რომელიც მითითებულია შესაბამის ნებართვაში. ნოტარიუსი არ არის უფლებამოსილი, სანოტარო მომსახურება გასწიოს სხვა სანოტარო ბიუროში. წინააღმდეგ შემთხვევაში ნოტარიუსს დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო გაცემული ნებართვა ექვემდებარება გაუქმებას.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სანოტარო ბიურო უნდა გაიხსნას არაუგვიანეს 9:00 საათისა და დღის განმავლობაში იმუშაოს არანაკლებ 8 საათისა. იგივე სამუშაო გრაფიკი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსი გადაწყვეტს, რომ სანოტარო ბიურო გახსნას დასვენების ან უქმე დღეს.

4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ბიუროების ფუნქციონირებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „თ“, „ი“, „ლ“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დაცვა.

5. სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პერიოდულად (სულ მცირე, ორ კვირაში ერთხელ) უზრუნველყოს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების უნარიანობის ხარისხისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს არსებობის, აგრეთვე ამ ბრძანებით დადგენილი წესების დაცვის მდგომარეობის ინსპექტირება. ინსპექტირება ხორციელდება ნოტარიუსის წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

6. ამ ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობა გამოიწვევს ნოტარიუსის დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინსპექტირების შედეგების ან ნებისმიერი სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ დადასტურდება ამ ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობა, სამინისტრო უფლებამოსილია გააუქმოს ამ მუხლის შესაბამისად გაცემული ნებართვა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 ივნისის ბრძანება №552 - ვებგვერდი, 01.06.2020 წ.

მუხლი 3
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ა“-„ა.გ“ ქვეპუნქტებისა, მოქმედებს 2020 წლის 15 ივლისამდე და ვრცელდება 2020 წლის 23 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ა.ა“ და  „ა.გ“ ქვეპუნქტები მოქმედებს 2020 წლის 31 მაისამდე;

ბ) „ა.ბ“ ქვეპუნქტი მოქმედებს 2020 წლის 29 მაისამდე

გ) „ა.დ“ ქვეპუნქტი მოქმედებს 2020 წლის 2 ივნისამდე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 ივნისის ბრძანება №552 - ვებგვერდი, 01.06.2020 წ.

 

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი