„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 563
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 03/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 15/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 170020000.22.027.017057
563
03/07/2020
ვებგვერდი, 03/07/2020
170020000.22.027.017057
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №563

2020 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 170020000.22.027.017043) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3-მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 2

1. დასაშვებია ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში იმ სანოტარო ბიუროს გახსნა, რომელიც, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აკმაყოფილებს „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-12 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, და:

ა) მისი საერთო ფართობი, სველი წერტილის გარდა, არანაკლებ 30 მ2-ია;

ბ) სანოტარო ბიურო ან მისი ნაწილი არ მდებარეობს შენობის ნულოვანი ნიშნულის ქვევით;

გ) ნოტარიუსის სამუშაო ოთახი სხვა ოთახებისაგან გამოყოფილია, არ არის არავისთან საზიარო და აქვს შესაბამისი ფართობის ფანჯარა;

დ) მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცის ფართობი არანაკლებ 15 მ2-ია და აქვს შესაბამისი ფართობის ფანჯარა, ხოლო თუ მოქალაქეთა მისაღები ან მოქალაქეთა მოსაცდელი სივრცე იმავდროულად ნოტარიუსის თანაშემწის სამუშაო ოთახია – მისი ფართობი არანაკლებ 20 მ​​​2-ია;

ე) თუ ნოტარიუსის თანაშემწისათვის განკუთვნილ სამუშაო სივრცეში არ ხდება მოქალაქეთა მიღება და ამ სივრცეს არ აქვს ფანჯარა, შესაძლებელია მისი ბუნებრივი გზით განიავება;

ვ) მოქალაქისთვის განკუთვნილი ოთახის მოპირდაპირე კედლებს შორის მანძილი არანაკლებ 3 მეტრია;

ზ) სანოტარო ბიუროში თარჯიმნის მუშაობის შემთხვევაში, სანოტარო ბიუროს ფართობი არანაკლებ 40 მ2-ია და თარჯიმანს აქვს ცალკე გამოყოფილი სამუშაო ოთახი;

თ) სანოტარო ბიუროში ერთდროულად ნოტარიუსის ორზე მეტი თანამშრომლის (თანაშემწე, თარჯიმანი ან სხვა) შემთხვევაში, სანოტარო ბიუროს საერთო ფართობი არანაკლებ 50 მ​​​2-ია.

2. სანოტარო ბიუროს გახსნის ნებართვის მისაღებად, ნოტარიუსმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ადმინისტრაციაში (დეპარტამენტში) უნდა წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ფართობების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, თუ მასში ფართობები მითითებულია, ან 2019-2020 წლებში შედგენილი აზომვითი ნახაზი). ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა პირობების შესამოწმებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ინსპექტირების ჩატარების შედეგად შედგენილი და სამინისტროში წარდგენილი შემოწმების აქტები და შესაბამისი ფოტოილუსტრაციები. სანოტარო ბიუროს გახსნის ნებართვა გაიცემა საჭირო საბუთების სრულყოფილად წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სანოტარო ბიუროს გახსნის ნებართვა შეიძლება გაიცეს მაშინაც, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ყველა პირობას. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამის მუნიციპალიტეტში/მუნიციპალიტეტის ნაწილში სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის ხარისხის გათვალისწინებით.

4. ნებართვა იძლევა მხოლოდ იმ სანოტარო ბიუროში ნოტარიუსის მიერ საქმიანობის განხორციელების უფლებას, რომელიც მითითებულია ნოტარიუსის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილ მოთხოვნაში. ნოტარიუსი არ არის უფლებამოსილი, სანოტარო მომსახურება გასწიოს სხვა სანოტარო ბიუროში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნოტარიუსს დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო გაცემული ნებართვა ექვემდებარება გაუქმებას.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოქმედ სანოტარო ბიუროში მომუშავე ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებებს ასრულებს მხოლოდ სანოტარო ბიუროს ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჭიროა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებელი ან მმართველი ორგანოს კრებაზე (სხდომაზე) ნოტარიუსის დასწრება და მის მიერ კრების (სხდომის) ოქმის შედგენა. სხვა შემთხვევაში, სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთ სანოტარო მოქმედების შესასრულებლად ნოტარიუსი წინასწარ მიმართავს სამინისტროს შესაბამისი მოთხოვნით, სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთ შესასრულებელი სანოტარო მოქმედების დროისა და ადგილის მითითებით. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს დასაბუთებას იმის შესახებ, რომ სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთ მომსახურების მიღება დაინტერესებული პირისთვის გადაუდებლად აუცილებელია და მას ობიექტური მიზეზების გამო არ შეუძლია სანოტარო ბიუროში მისვლა. გადაუდებელ აუცილებლობად ჩაითვლება ისეთი ვითარება, როდესაც მომსახურების მიუღებლობის შემთხვევაში:

ა) დაინტერესებულ პირს შეიძლება ხელი შეეშალოს მნიშვნელოვანი სამართლებრივი ვალდებულების შესრულებაში;

ბ) გავიდეს ვადები, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირს აქვს ვალდებულება, შეასრულოს განსაზღვრული სამართლებრივი მოქმედება და ეს იწვევს შეუქცევად შედეგებს დაინტერესებული პირისთვის;

გ) დაინტერესებულ პირს მიადგება მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი და არ არის ხელმისაწვდომი ზიანის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი მექანიზმი.

6. ამ მუხლის შესაბამისად მოქმედი სანოტარო ბიურო უნდა გაიხსნას არაუგვიანეს 9:00 საათისა და, დღის განმავლობაში, ნოტარიუსმა მომსახურება უნდა გასწიოს არანაკლებ 8 საათისა. იგივე სამუშაო გრაფიკი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსი გადაწყვეტს, რომ სანოტარო ბიურო გახსნას დასვენების ან უქმე დღეს.

7. სანოტარო ბიუროში არ შეიძლება იმყოფებოდეს ნოტარიუსი ან პერსონალის ისეთი თანამშრომელი, რომელიც იმყოფება თვითიზოლაციაში ან კარანტინში, ან აღენიშნება ვირუსისთვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი (ტემპერატურა 37 გრადუსზე ზემოთ, ხველება და სხვ.).

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნა ვრცელდება ასევე სანოტარო მომსახურების მიმღებზეც, რომელთა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემოწმებას ახდენს ნოტარიუსი და მისი პერსონალი სანოტარო ბიუროში პირის დაშვებამდე. პირები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-7 პუნქტის პირობებს, არ დაიშვებიან სანოტარო ბიუროში. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გარემოებები გამოვლინდა პირის სანოტარო ბიუროში ყოფნის მომენტში, ნოტარიუსი ვალდებულია, უზრუნველყოს მოცემული პირის სანოტარო ბიუროდან დაუყოვნებლივ გაყვანა და ამისათვის გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები.

9. ნოტარიუსი, ასევე მისი პერსონალი, უნდა იყოს აღჭურვილი დამცავი ნიღბითა და ხელთათმანებით. ნოტარიუსი უზრუნველყოფს სამუშაო პროცესში მისი პერსონალის და მომხმარებლების მაქსიმალურ დაცულობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად (მათ შორის, სანოტარო ბიუროების დეზინფექციას რეკომენდებული პერიოდულობით).

10. არასრულწლოვანი, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობს გარიგებაში, არ დაიშვება  სანოტარო ბიუროს ტერიტორიაზე.

11. სანოტარო მოქმედებები ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც დადგენილია ამ ბრძანებით.

12. ამ ბრძანების მოქმედების პერიოდში ექსტრაკორპორული განაყოფიერების შესახებ დადებული ხელშეკრულების საჯარო ან კერძო სანოტარო აქტით დამოწმება, მათ შორის, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, არ დაიშვება, თუ ბავშვის მშობლებიდან ერთ-ერთი მაინც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

13. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მოქმედ სანოტარო ბიუროში სანოტარო მედიაციის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წინასწარი გადაწყვეტილების საფუძველზე.

14. სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პერიოდულად (სულ მცირე, ორ კვირაში ერთხელ) უზრუნველყოს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების უნარიანობის ხარისხისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს არსებობის, აგრეთვე ამ ბრძანებით დადგენილი წესების დაცვის მდგომარეობის შესაფასებლად ამ მუხლით გათვალისწინებული სანოტარო ბიუროების ინსპექტირება (ადგილმდებარეობის დახასიათება, სანოტარო ბიუროს ფართისა და ზოგადი მდგომარეობის აღწერა, დასურათება და სხვ.). ინსპექტირება ხორციელდება ნოტარიუსის წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ამ ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობა გამოიწვევს ნოტარიუსის დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

15. ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული ინსპექტირების შედეგების ან ნებისმიერი სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ დადასტურდება ამ ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობა, სამინისტრო უფლებამოსილია გააუქმოს ამ მუხლის შესაბამისად გაცემული ნებართვა.“.

3. 21 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანების მე-2 და 21 მუხლების შესაბამისად, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაცემული ნებართვები კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებით ინარჩუნებს ძალას.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი