დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 552 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 01/06/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2020 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 170020000.22.027.017046 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, აგრეთვე ნოტარიუსების საქმიანობის ადმინისტრირებისა და მათ მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის №548 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25/05/2020, სარეგისტრაციო კოდი: 170020000.22.027.017043) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 2 1 მუხლი: „მუხლი 21 1. ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებულის გარდა, დასაშვებია საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში იმ სანოტარო ბიუროს ფუნქციონირება, რომელიც შეძლებს იმავე მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას ან რომლის გახსნაზეც, გამონაკლისის სახით, გაიცემა ნებართვა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მიერ. 2. ნებართვა იძლევა მხოლოდ იმ სანოტარო ბიუროში ნოტარიუსის საქმიანობის უფლებას, რომელიც მითითებულია შესაბამის ნებართვაში. ნოტარიუსი არ არის უფლებამოსილი, სანოტარო მომსახურება გასწიოს სხვა სანოტარო ბიუროში. წინააღმდეგ შემთხვევაში ნოტარიუსს დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო გაცემული ნებართვა ექვემდებარება გაუქმებას. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სანოტარო ბიურო უნდა გაიხსნას არაუგვიანეს 9:00 საათისა და დღის განმავლობაში იმუშაოს არანაკლებ 8 საათისა. იგივე სამუშაო გრაფიკი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსი გადაწყვეტს, რომ სანოტარო ბიურო გახსნას დასვენების ან უქმე დღეს. 4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ბიუროების ფუნქციონირებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „თ“, „ი“, „ლ“, „მ“ და „პ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დაცვა. 5. სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პერიოდულად (სულ მცირე, ორ კვირაში ერთხელ) უზრუნველყოს ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების უნარიანობის ხარისხისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს არსებობის, აგრეთვე ამ ბრძანებით დადგენილი წესების დაცვის მდგომარეობის ინსპექტირება. ინსპექტირება ხორციელდება ნოტარიუსის წინასწარი გაფრთხილების გარეშე. 6. ამ ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობა გამოიწვევს ნოტარიუსის დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინსპექტირების შედეგების ან ნებისმიერი სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ დადასტურდება ამ ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობა, სამინისტრო უფლებამოსილია გააუქმოს ამ მუხლის შესაბამისად გაცემული ნებართვა.“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) „ა.დ“ ქვეპუნქტი მოქმედებს 2020 წლის 2 ივნისამდე.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 30 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები