მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 235
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/04/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2020
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.021946
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
235
10/04/2020
ვებგვერდი, 13/04/2020
340170000.10.003.021946
მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (13/04/2020 - 25/05/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №235

2020 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა“.

 

მუხლი 2
დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი პროგრამული კოდის ასიგნებებიდან.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე 

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის

სახელმწიფო პროგრამა

 


მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანა

1. „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი, დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის  ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით.

2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სოფლად რძის მცირე მწარმოებლებისთვის მდგრადობისა და მოქნილობის ხელშეწყობა, ასევე იმ  პროცესების მართვის გაუმჯობესება, რომელზეც მათი საქმიანობაა დამოკიდებული.

მუხლი 2. პროგრამის განმახორციელებელი  

1. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო).

2. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) და სამინისტრო.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პოტენციური ბენეფიციარი − საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან საქართველოში რეგისტრირებული  მეწარმე იურიდიული/ ფიზიკური პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), სადაც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარადგენს განაცხადს და ვისთანაც შესაძლებელია, გაფორმდეს თანადაფინანსების ხელშეკრულება;

ბ) ბენეფიციარი − საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან საქართველოში რეგისტრირებული  მეწარმე იურიდიული/ფიზიკური პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), სადაც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას და რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება;

გ) ხელშეკრულება − სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს; 

დ) თანადაფინანსება − პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ბენეფიციარზე გაცემული ფულადი სახსრები;

ე) განაცხადი − პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი განაცხადი თანადაფინანსების მიღების მიზნით;

ვ) პროექტი − პოტენციური ბენეფიციარის მიერ განაცხადით წარდგენილი პროექტი, რომელიც უნდა დააფინანსოს სააგენტომ; 

ზ) თანამონაწილეობის თანხა − პროგრამის ფარგლებში წარდგენილი პროექტის დასაფინანსებლად ბენეფიციარის მიერ გამოყოფილი ფულადი სახსრები;          

თ) პროექტის საინვესტიციო ღირებულება − პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობ(ებ)ით დასაფინანსებელი პროექტის ჯამური ღირებულება, რაც მოიცავს სააგენტოს თანადაფინანსებასა და ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხას;

ი) თანადაფინანსების კომიტეტი − პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების დამტკიცების მიზანშეწონილობისა და მიმდინარე საკითხების შესახებ  გადაწყვეტილებ(ებ)ის მისაღებად შექმნილი კომიტეტი;

კ) ინოვაციის ფაზა − პროგრამის განხორციელების დაწყებიდან 24 თვე;

ლ) ადაპტაციის ფაზა − პროგრამის ინოვაციის ფაზის დასრულებიდან  2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;

მ) რძის მოწყვლადი მწარმოებელი − ფერმერი, რომელსაც ჰყავს არაუმეტეს 5 ერთეული მეწველი მსხვილფეხა საქონელი (ფური);

ნ) რძის პროგრესული მწარმოებელი − ფერმერი, რომელსაც  ჰყავს არანაკლებ 6 და არაუმეტეს 20 ერთეული მეწველი მსხვილფეხა საქონელი (ფური);

ო) მომსახურების პროვაიდერი − პოტენციური ბენეფიციარი (მამაკაცი 18-დან 35 წლის ჩათვლით; ქალი 18-დან 40 წლის ჩათვლით), რომელიც არის ხელოვნური განაყოფიერებისა და ვეტერინარიის მომსახურების მიმწოდებელი, რომელსაც გააჩნია თეორიული (დადასტურებული შესაბამისი დიპლომით/სერტიფიკატით) ცოდნა და არანაკლებ 2-წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში (დადასტურებული სარეკომენდაციო წერილით);

პ) ცხოველის საკვების პირველადი მწარმოებელი − პოტენციური ბენეფიციარი (მამაკაცი 18-დან 35 წლის ჩათვლით; ქალი 18-დან 40 წლის ჩათვლით);

ჟ) საშუალო ზომის რძის გადამამუშავებელი საწარმო − საწარმო, რომლის სიმძლავრე არის 1-10 ტონა რძის გადამუშავება დღეში (24 სთ) და დასაქმებული ჰყავს/დაასაქმებს არანაკლებ 8 ადამიანს;

რ) მცირე ზომის რძის გადამამუშავებელი საწარმო − საწარმო, რომლის სიმძლავრე არის არაუმეტეს 1 ტონა რძის გადამუშავება დღეში და დასაქმებული ჰყავს/დაასაქმებს არანაკლებ 2 ადამიანს.

მუხლი 4. პროგრამაში მონაწილეობის პირობები

1. პროგრამის ბენეფიციარი უნდა იყოს  საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან საქართველოში რეგისტრირებული  მეწარმე იურიდიული/ფიზიკური პირი (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი), რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.

2. პროგრამის ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

მუხლი 5. პროგრამის მიმართულებები

1. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი მიმართულებები:

ა) რძის პირველადი წარმოება;

ბ) რძის შემგროვებელი პუნქტი;

გ) რძის გადამამუშავებელი საწარმო;

დ) ცხოველის საკვების პირველადი წარმოება;

ე) ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება.

2. პროგრამა ითვალისწინებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიმართულებებით/მიმართულებების როგორც ახალი საქმიანობის დაწყებას, ასევე არსებულის გაფართოებას/მოდერნიზებას/ გადაიარაღებას.

3. პროგრამის ფარგლებში დასაშვებია მსხვილფეხა საქონლის სადაზღვევო პრემიის ან/და ძირითადი საშუალებების თანადაფინანსება.

მუხლი 6. თანადაფინანსება და შეზღუდვები

1. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების პროცენტული წილი და ზღვრული ოდენობები,  ბენეფიციარ(ებ)ის ტიპისა და განსახორციელებელი საქმიანობის მიხედვით, განსაზღვრულია  დანართ №1-ის შესაბამისად.

2. ბენეფიციარ(ებ)ს ერთდროულად შეუძლიათ, მიიღონ თანადაფინანსება პროგრამის სხვადასხვა მიმართულებით, მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

ა) დანართ №1-ის 1.2 პუნქტით განსაზღვრულ რძის პროგრესულ მწარმოებელს თანადაფინანსება შეუძლია, მიიღოს  დანართ №1-ის 3.3 ან 3.1 პუნქტით განსაზღვრული რძის გადამამუშავებელი საწარმოსთვის;

ბ) დანართ №1-ის 3.3 პუნქტით განსაზღვრული მიმართულების ბენეფიციარს შეუძლია, თანადაფინანსება  მიიღოს  დანართ №1-ის 3.4 პუნქტით  განსაზღვრულ  მიმართულებაზე.

3. პროგრამა არ ითვალისწინებს შემდეგი ხარჯების დაფინანსებას:

ა) უძრავი ქონების, მათ შორის მიწის,  შესყიდვა;

ბ) საპროექტო მომსახურება;

გ) კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების დაფარვა;

დ) საწარმოს აქციების/წილების შესყიდვა;

ე) ცხოველის  შესყიდვა.

მუხლი 7. პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები

პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსების მისაღებად:

ა) უძრავი ქონება, სადაც უნდა განხორციელდეს პროგრამის ფარგლებში განაცხადით გათვალისწინებული თანხის ინვესტირება, უნდა იყოს ბენეფიციარის საკუთრებად რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ან/და მიღებული უნდა ჰქონდეს იჯარით/აღნაგობით (იჯარის/აღნაგობის დარჩენილი პერიოდი თანადაფინანსების ხელშეკრულების გაფორმების დღისათვის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წელს. იჯარის/აღნაგობის ხელშეკრულება რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში);

ბ)  უძრავ ქონებას  არ უნდა ედოს ყადაღა;

გ) პოტენციურ ბენეფიციარს/ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება;

დ) იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი არის სააგენტოს მიერ განხორციელებული რომელიმე პროექტის/პროგრამის ბენეფიციარი, მას არ უნდა ჰქონდეს პროგრამის/პროექტის პირობები დარღვეული;

ე) ბენეფიციარის თანამონაწილეობა შესაძლებელია იყოს როგორც საკუთარი ფულადი სახსრები, ასევე კომერციული ბანკიდან მიღებული სესხი;

ვ) პროგრამის ფარგლებში დაუშვებელია, ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენდეს სხვა პროგრამით/პროექტით გათვალისწინებული გრანტი/თანადაფინანსება.

მუხლი 8. პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის მიერ განაცხადის წარდგენა და თანადაფინანსების მიღების მიზნით წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

1. პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადი მიიღება ელექტრონული ფორმით.

2. პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, პროგრამის პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

გ) უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის ან იჯარის/აღნაგობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან იჯარის/აღნაგობის ხელშეკრულება);

დ) ცნობა ან/და შედარების აქტი სსიპ − შემოსავლების სამსახურიდან საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ;

ე) თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი  − ცნობა ბანკიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და ცნობა  საფინანსო ინსტიტუტიდან კრედიტის დამტკიცების თაობაზე;

ვ) ინვოისი ან/და ხელშეკრულება საქონლის/მომსახურების შესყიდვის შესახებ;

ზ) სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და სსიპ − აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პირების ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა წარდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ, რომელსაც აუცილებელი წესით თან უნდა ჰქონდეს დართული შესასყიდი პროდუქციის/მომსახურების ინვოის(ებ)ი ან/და ხელშეკრულება;

თ) სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს მშენებლობის ნებართვა (საჭიროების შემთხვევაში);

ი) ბიზნესგეგმა (საჭიროების შემთხვევაში);

კ) ბიზნესმოდელი (საჭიროების შემთხვევაში);

ლ) სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის რიგითობას განსაზღვრავს სააგენტო, მის მიერ დამტკიცებული დეტალური პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 9. თანადაფინანსების გაცემის პროცედურა

1. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების დამტკიცების მიზანშეწონილობისა  და მიმდინარე საკითხების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება თანადაფინანსების კომიტეტის მიერ, რომლის  შემადგენლობას/დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.

2. განაცხადის მიღების, განხილვის, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო.

მუხლი 10. პროგრამის მონიტორინგი

1. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო, მის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.

2. ბენეფიციარმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად, უნდა წარადგინოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული ან სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა საინვესტიციო ღირებულების მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელშიც აღწერილი უნდა იყოს დასკვნის მომზადების მეთოდოლოგია და თან უნდა ახლდეს ფულადი სახსრების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლ(ებ)ი (საგადახდო დავალება ან/და სალაროს ჩეკი).

მუხლი 11. ინტერესთა კონფლიქტი

პოტენციური ბენეფიციარი ან/და მისი დამფუძნებელი/მეწილე/ აქციონერი/მეპაიე ვერ მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას, თუ ფლობს წილს/აქციას/პაის პროგრამის ფარგლებში მისთვის საქართველოში რეგისტრირებულ საქონლის/მომსახურების მიმწოდებელ/მშენებლობის შემსრულებელ  კომპანიაში.

მუხლი 12. პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს შემდეგი რეგიონები: იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.

დანართი №1

 

მიმართულება

თანადაფინანსების მაქსიმალური  პროცენტული წილი და  ოდენობა  ერთ ბენეფიციარზე (ლარი)

ინოვაციის ფაზა

ადაპტაციის ფაზა

რძის პირველადი წარმოება

 

 

1.1. რძის მოწყვლადი მწარმოებელი

 60% [8,000]

 

1.2. რძის პროგრესული მწარმოებელი 

80% [26,000]

60% [20,000]

ცხოველის საკვების პირველადი მწარმოებელი და მომსახურების პროვაიდერი

 

 

2.1. ხელოვნური განაყოფიერებისა და ვეტერინარული მომსახურება

80% [52,000]

60% [39,000]

2.2. ცხოველის საკვების პირველადი მწარმოებელი

80% [195,000]

60% [130,000]

რძის გადამამუშავებელი საწარმო და შემგროვებელი პუნქტი

 

 

3.1. საშუალო ზომის რძის გადამამუშავებელი

40% [130,000]

20% [65,000]

3.2. რძის შემგროვებელი პუნქტი

60% [137,000]

40% [91,000]

3.3. რძის მცირე გადამამუშავებელი 

80% [39,000]

60% [29,000]

3.4. რძის შემგროვებელი პუნქტი საზაფხულო საძოვრებზე

80% [26,000]

40% [30,000]