„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 499
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.024332
499
25/12/2023
ვებგვერდი, 26/12/2023
340170000.10.003.024332
„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №499

2023 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/04/2020, 340170000.10.003.021946) შეტანილ იქნეს ცვლილება და: 

1. დადგენილებას მე-2 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

მუხლი 21. დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რძის პირველადი წარმოების დაფინანსება განხორციელდეს შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 31 05 15 01 02) ფარგლებში.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“:

ა) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი

1. პროგრამის ვეტერინარიისა და ხელოვნური განაყოფიერების მიმართულების თანადაფინანსება განხორციელდება საქართველოს მასშტაბით, ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის და მზის ენერგიაზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიმართულებით იმერეთის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, ხოლო პროგრამის დანარჩენი მიმართულებების − ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

2. პროგრამის რძის პირველადი წარმოების მიმართულების დაფინანსება განხორციელდეს გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამ დადგენილებით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.“;

ბ) დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი №1

 


                    

 

 

                                       მიმართულება

თანადაფინანსების მაქსიმალური პროცენტული წილი და ოდენობა ერთ ბენეფიციარზე (ლარი)

 

 

1. რძის პირველადი წარმოება

 სხვა დანარჩენი ბენეფიციარი

ქალი 18 - 40 წლის ჩათვლით

მამაკაცი 18 -  35 წლის ჩათვლით

1.1. რძის მწარმოებელი

  65%, [40, 000]

  75% [40,000]

2. მომსახურების  პროვაიდერი

 

 

2.1. ხელოვნური განაყოფიერებისა და ვეტერინარული მომსახურება

70% [25,000]

70% [25,000]

3. რძის გადამამუშავებელი საწარმო და შემგროვებელი პუნქტი

 

 

3.1. საშუალო ზომის რძის გადამამუშავებელი

50% [80,000]

50% [80,000]

3.2. რძის შემგროვებელი პუნქტი

60% [108,000]

60% [108,000]

3.3 რძის მცირე გადამამუშავებელი

 

 

70% [31,000]

70% [31,000]

3.4 რძის შემგროვებელი პუნქტი საზაფხულო საძოვრებზე

70% [28,000]

70% [28,000]

4. ალტერნატიული საქმიანობა

ქალი

მამაკაცი

4.1 ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისთვის

    90% [8,000]

80% [8,000]

5. მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მოწყობა

 

 

5.1 რძის მწარმოებელი

90% [20,000]

80% [20,000]