„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 545
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.023101
545
24/11/2021
ვებგვერდი, 26/11/2021
340170000.10.003.023101
„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №545

2021 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/04/2020, 340170000.10.003.021946) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო) და სამინისტრო.“.

2. მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) მომსახურების პროვაიდერი − პოტენციური ბენეფიციარი, რომელიც არის ხელოვნური განაყოფიერებისა და ვეტერინარიის მომსახურების მიმწოდებელი, გააჩნია თეორიული (დადასტურებული შესაბამისი დიპლომით/სერტიფიკატით) ცოდნა და არანაკლებ 2-წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში (დადასტურებული სარეკომენდაციო წერილით);“.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4  პუნქტი:

„4. ვეტერინარიისა და ხელოვნური განაყოფიერების მიმართულებით ძირითადი საშუალებების თანადაფინანსება მოიცავს მხოლოდ მანქანა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებებისა და აღჭურვილობის თანადაფინანსებას.“.

4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამის, ვეტერინარიისა და ხელოვნური განაყოფიერების მიმართულების გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს მასშტაბი, ხოლო პროგრამის დანარჩენი მიმართულებების − საქართველოს შემდეგი რეგიონები: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი