„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 415
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/08/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2022
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.023628
415
09/08/2022
ვებგვერდი, 09/08/2022
340170000.10.003.023628
„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №415

2022 წლის 9 აგვისტო

   ქ. თბილისი

 

„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/04/2020, 340170000.10.003.021946) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-3 მუხლის:

ა) „კ“ – „მ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ)  რძის  მწარმოებელი  –  ფერმერი,  რომელსაც  ჰყავს  არანაკლებ  1  და  არაუმეტეს  25 ერთეული მეწველი მსხვილფეხა საქონლისა;“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისთვის მიმართულების პოტენციური ბენეფიციარი (კაცი – 18-დან 35 წლის ჩათვლით, ხოლო ქალი – 18-დან 40 წლის ჩათვლით) უნდა იყოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მაცხოვრებელი.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ)  „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის;

ზ) მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მოწყობა.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პროგრამა ითვალისწინებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიმართულებებით, როგორც ახალი საქმიანობის დაწყებას, ასევე არსებულის გაფართოებას/მოდერნიზებას/ გადაიარაღებას, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიმართულების შემთხვევაში – მხოლოდ არსებული საქმიანობის გაფართოებას/მოდერნიზებას.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 – მე-7 პუნქტები:

„5. საშუალო ზომის რძის გადამამუშავებელ საწარმოსა და რძის შემგროვებელი პუნქტის ბენეფიციარის თანადაფინანსება მოიცავს სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების, შენობა-ნაგებობებისა (მხოლოდ რემონტი/რეაბილიტაცია) და მანქანა-დანადგარების თანადაფინანსებას.

6. ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისთვის მიმართულების ბენეფიციარისთვის დაშვებულია არაუმეტეს 100 კვ/მ სათბურის მოწყობა.

7. რძის პირველადი წარმოების, რძის შემგროვებელი პუნქტის ან რძის გადამამუშავებელი საწარმოს მიმართულების ბენეფიციარზე გასაცემი თანადაფინანსების თანხით ასევე შესაძლებელია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის/სისტემის დანერგვის თანადაფინანსება.“.

4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) დანართ №1-ის 1.1, 3.1, 3.2 ან 3.3 პუნქტებით განსაზღვრული მიმართულებების ბენეფიციარს შეუძლია, თანადაფინანსება მიიღოს დანართ №1-ის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მოწყობის მიმართულებაზე.“.

5. მე-7 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ბენეფიციარის თანამონაწილეობა შესაძლებელია იყოს როგორც საკუთარი ფულადი სახსრები, ასევე საფინანსო ორგანიზაციიდან მიღებული სესხი;“.

6. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამის ვეტერინარიისა და ხელოვნური განაყოფიერების მიმართულების გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს მასშტაბი. ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მიმართულების გავრცელების გეოგრაფიული არეალია იმერეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი. პროგრამის დანარჩენი მიმართულებების არეალი კი არის საქართველოს შემდეგი რეგიონები: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.“.

 7. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული  რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი №1

 


 

                    

 

 

                                       მიმართულება

თანადაფინანსების მაქსიმალური პროცენტული წილი და ოდენობა ერთ ბენეფიციარზე (ლარი)

ქალი

მამაკაცი/

იურიდიული პირი

1. რძის პირველადი წარმოება

 

 

1.1. რძის მწარმოებელი

80%, [30,000]

60% [30,000]

2. მომსახურების  პროვაიდერი

 

 

2.1. ხელოვნური განაყოფიერებისა და ვეტერინარული მომსახურება

70% [42,000]

70% [42,000]

3. რძის გადამამუშავებელი საწარმო და შემგროვებელი პუნქტი

 

 

3.1. საშუალო ზომის რძის გადამამუშავებელი

50% [80,000]

50% [80,000]

3.2. რძის შემგროვებელი პუნქტი

60% [108,000]

60% [108,000]

3.3 რძის მცირე გადამამუშავებელი

 

 

70% [31,000]

70% [31,000]

3.4 რძის შემგროვებელი პუნქტი საზაფხულო საძოვრებზე

70% [28,000]

70% [28,000]

4. ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისთვის

90% [8,000]

80% [8,000]

5. მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურის მოწყობა

 

 

5.1 რძის მწარმოებელი

90% [20,000]

80% [20,000]