დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/01/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017283 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/01/2020 - 26/08/2020)
|
საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
|
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-14 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1.
დამტკიცდეს ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ“ თანდართულ დანართებთან ერთად. |
2.
ამ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვა აწარმოონ და ფინანსური ანგარიშგება მოამზადონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებმა. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ
ინსტრუქცია თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. ინსტრუქციის მიზანი
ა) სსბასს 1 ფინანსური ანგარიშგების წარდგენა; ბ) სსბასს 2 ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგება; გ) სსბასს 3 სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები; დ) სსბასს 4 უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგები; ე) სსბასს 5 სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული დანახარჯები; ვ) სსბასს 9 შემოსავალი გაცვლითი ოპერაციებიდან; ზ) სსბასს 12 სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები; თ) სსბასს 13 იჯარა; ი) სსბასს 14 ანგარიშგების თარიღის შემდგომი მოვლენები; კ) სბასს 16 საინვესტიციო ქონება; ლ) სსბასს 17 ძირითადი საშუალებები; მ) სსბასს 19 ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები; ნ) სსბასს 20 დაკავშირებულ მხარეთა შესახებ განმარტებითი შენიშვნები; ო) სსბასს 21 ფულადი სახსრების არწარმომქმნელი აქტივების გაუფასურება; პ)სსბასს 23 შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან (გადასახადები და ტრანსფერები); ჟ) სსბასს 24 ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის წარდგენა ფინანსურ ანგარიშგებაში; რ) სსბასს 26 ფულადი სახსრების წარმომქმნელი აქტივების გაუფასურება; ს) სსბასს 31 არამატერიალური აქტივები; ტ) სსბასს 32 შეღავათიანი მომსახურების შეთანხმებები: უფლების გადამცემი; უ) სსბასს 34 ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება; ფ) სსბასს 35 კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება; ქ) სსბასს 36 ინვესტიციები მეკავშირე ერთეულებსა და ერთობლივ საქმიანობებში; ღ) სსბასს 37 ერთობლივი შეთანხმებები; ყ) სსბასს 39 დაქირავებულთა სარგებელი. მუხლი 2. მოქმედების სფერო
მუხლი 3. ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა
მუხლი 4 ბუღალტრული ჩანაწერები
თავი II აქტივები მუხლი 5. ზოგადი დებულებები
მუხლი 6. ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები
მუხლი 7. მოკლევადიანი (მიმდინარე) ინვესტიციები
მუხლი 8. მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები
მუხლი 9. მატერიალური მარაგები
მუხლი 10. სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივები
მუხლი 11. მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივების აკუმულირებული ღირებულების შემცირება
მუხლი 12. გრძელვადიანი ფინანსური აქტივები
მუხლი 13. ძირითადი აქტივები
მუხლი 14. საინცესტიციო ქონება
მუხლი 15. არამატერიალური აქტივები
მუხლი 16. შეღავათიანი მომსახურების აქტივები
მუხლი 17. ფინანსური იჯარის ფარგლებში მიღებული აქტივები
მუხლი 18. სხვა არაფინანსური აქტივები
მუხლი 19. აკუმულირებული ცვეთა /ამორტიზაცია
მუხლი 20.გრძელვადიანი აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი
თავი III ვალდებულებები მუხლი 21. ზოგადი დებულებები
მუხლი 22. მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებები ფასიანი ქაღალდებით
მუხლი 23. კრედიტებით და სესხებით მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებები
მუხლი 24. მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები
მუხლი 25. მოკლევადიანი (მიმდინარე) ანარიცხები
მუხლი 26. სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებები
მუხლი 27. ვალდებულებები დეპოზიტებით 1. ანგარიში „ვალდებულებები დეპოზიტებით“ (2-16-0000) მოიცავს: ვალდებულებებს დეპოზიტებით ხაზინაში (2-16-1000); ვალდებულებებს დეპოზიტებით ბანკში (2-16-2000) და სარეზერვო ფონდს (2-16-3000). 2. ანგარიშზე – „ვალდებულებებს დეპოზიტებით ხაზინაში“ (2-16-1000) აღირიცხება ორგანიზაციების მოკლევადიანი ვალდებულებები ხაზინაში, რომლებიც დაკავშირებულია დეპოზიტების მიღებასთან. 3. ანგარიშზე – „ვალდებულებებს დეპოზიტებით ბანკში“ (2-16-2000) აღირიცხება ორგანიზაციების მოკლევადიანი ვალდებულებები ბანკში, რომლებიც დაკავშირებულია დეპოზიტების მიღებასთან. 4. ანგარიშზე – „სარეზერვო ფონდი“ (2-16-3000) აღირიცხება რეზერვები, ზედმეტად გადახდილი გადასახადებით. მუხლი 28. ვალდებულებები აქციებით და სხვა კაპიტალით 1. ანგარიშზე – „ვალდებულებები აქციებით და სხვა კაპიტალით“ (2-17-0000) აღირიცხება აქციების და კაპიტალის გამოშვებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი მოკლევადიანი ვალდებულებები. მუხლი 29. გრძელვადიანი ვალდებულებები ფასიანი ქაღალდებით
მუხლი 30. კრედიტებით და სესხებით გრძელვადიანი ვალდებულებები
მუხლი 31.ფინანსური იჯარის გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები
მუხლი 32. შეღავათიანი მომსახურების ხელშეკრულებებით გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები
მუხლი 33. გრძელვადიანი ანარიცხები
მუხლი 34. სხვა გრძელვადინი კრედიტორული დავალინებები
თავი IV წმინდა აქტივები/კაპიტალი მუხლი 35.ზოგადი დებულებები
მუხლი 36. კაპიტალში შენატანი
მუხლი 37. გაუნაწილებელი ნამეტი/დეფიციტი
მუხლი 38. აკუმულირებული ნამეტის/დეფიციტის კორექტირებები
მუხლი 39. საანგარიშგებო პერიოდის ნამეტი/დეფიციტი
მუხლი 40. მესაკუთრეებისათვის გასანაწილებელი თანხები
თავი V შემოსავლები მუხლი 41.ზოგადი დებულებები
მუხლი 42. საგადასახადო შემოსავლები
მუხლი 43. შემოსავლები სოციალური შენატანებით
მუხლი 44. გრანტები
მუხლი 45. სხვა შემოსავლები
მუხლი 46. შემოსავლები შიდა ტრანსფერებით
მუხლი 47. გადაფასების შედეგად მიღებული შემოსავლები
მუხლი 48. ხვა ეკონომიკური ნაკადებიდან მიღებული შემოსავლები
თავი VI ხარჯები მუხლი 49. ზოგადი დებულებები
მუხლი 50. შრომის ანაზღაურების ხარჯები
მუხლი 51. საქონელი და მომსახურება
მუხლი 52. გრანტების და სუბსიდიების ხარჯები
მუხლი 53. ცვეთა და ამორტიზაცია
მუხლი 54. შიდა ტრანსფერები
მუხლი 55. სოციალური დახმარება/უზრუნველყოფა
მუხლი 56. სხვა ხარჯები
მუხლი 57. გადაფასების შედეგად წარმოქმნილი ხარჯები
მუხლი 58. სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან წარმოქმნილი ხარჯები
თავი VII საცნობარო ანგარიშები მუხლი 59. ზოგადი დებულებები
მუხლი 60. საოპერაციო იჯარით აღებული ძირითადი აქტივები საცნობარო ანგარიშზე – ,,საოპერაციო იჯარით მიღებული ძირითადი აქტივები“ (01) – აღირიცხება ის ძირითადი აქტივები, რომლებიც მიღებულია საოპერაციო იჯარით, იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული აქტივის ღირებულებით, თითოეული მეიჯარისა და ობიექტის მიხედვით, ასევე მათზე გაწეული დანახარჯები. მუხლი 61. პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული აქტივები საცნობარო ანგარიშზე – „პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული აქტივები“ (02) აღირიცხება დროებით, პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული აქტივები, თანხობრივად, მესაკუთრე ერთეულის, აქტივის სახეების, აღწერილობის და შენახვის ადგილმდებარეობის მითითებით, გარდა სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონებისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონებისა, რომლის აღრიცხვა, შენახვა, შეფასება და განკარგვის წესი რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით მუხლი 62. გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანებები საცნობარო ანგარიშზე – „გადახდისუუნარო დებიტორების ჩამოწერილი დავალიანებები“ (03) აღირიცხება გადახდისუუნარო დებიტორების (გარდა სასამართლო გადაწყვეტილებით ჩამოწერილი დავალიანებისა) ჩამოწერილი დავალიანებები, დებიტორების რეკვიზიტების და თანხების მითითებით, მათი ჩამოწერის მომენტიდან ხუთი წლის განმავლობაში, მათზე კონტროლისა და მოვალეთა ქონებრივი მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, დავალიანებათა შესაძლო ამოღების მიზნით. მუხლი 63. ხარჯებში ჩამოწერილი მატერიალური მარაგები და მცირეფასიანი აქტივები ექსპლუატაციაში საცნობარო ანგარიშზე – „ხარჯებში ჩამოწერილი მატერიალური მარაგები და მცირეფასიანი აქტივები ექსპლუატაციაში“ (04) – აღირიცხება ექსპლუატაციაში გადაცემული, ხარჯებში ასახული მატერიალური მარაგები და მცირეფასიანი აქტივები (რომელთა გამოყენების ხანგრძლივობა ერთ წელზე მეტია), თანხობრივად და რაოდენობრივად, მატერიალური მარაგებისს და მცირეფასიანი აქტივების სახეების მიხედვით, თუ ასეთი მატერიალური მარაგების და მცირეფასიანი აქტივების საცნობარო ანგარიშზე აღრიცხვა ერთეულის სააღრიცხვო პოლიტიკითაა განსაზღვრული. მუხლი 64. პირობითი აქტივები საცნობარო ანგარიშზე – პირობითი აქტივები“ (05) აღირიცხება ისეთი მოთხოვნები, რომლებიც ძალაში შედის მხოლოდ შეთანხმებული პირობის ან პირობების წარმოქმნისას, უფლებების დადგენით, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მომავალ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, მოთხოვნები მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მოთხოვნები განხილვის სტადიაში მყოფ სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით და სხვა მოთხოვნები. მუხლი 65. პირობითი ვალდებულებები საცნობარო ანგარიშზე – „პირობითი ვალდებულებები“ (06) აღირიცხება ვალდებულებები, რომლებიც ძალაში შედის მხოლოდ შეთანხმებული პირობის ან პირობების წარმოქმნისას; მოვალეობების დადგენით, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მომავალ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, მესამე მხარისათვის გადახდის გარანტია – აკრედიტივების, საკრედიტო ხაზების, გაუთვალისწინებელ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის გარანტიების, რომლებიც წარმოიქმნება მთავრობასა და სხვ ერთეულებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით ან სხვა სახით და სხვა ვალდებულებები. მუხლი 66. საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნა საცნობარო ანგარიშზე – „საკუთარი სახსრებით კაპიტალის შექმნა“ (07) აღირიცხება დანახარჯები, რომლებიც გაიწევა კაპიტალის საკუთარი სახსრებით შექმნასთან დაკავშირებით, მათ შორის, მომუშავეთა ანაზღაურება, საქონელი და მომსახურება და ა. შ. მუხლი 67. ამორტიზებული ძირითადი აქტივები საცნობარო ანგარიშზე – „ამორტიზებული ძირითადი აქტივები“ (08) აღირიცხება სრულად გაცვეთილი (ამორტიზებული) ძირითადი აქტივები, საწყისი (ისტორიული) ღირებულების, არსებითი გაუმჯობესების, გადაფასების შედეგად განსაზღვრული ღირებულებების მითითებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოწერამდე. მუხლი 68. ვადაგადაცილებული დავალიანებები საცნობარო ანგარიშზე – „ვადაგადაცილებული დავალიანებები“ (09) აღირიცხება საანგარიშო წელს და საანგარიშო წლის წინა პერიოდებში წარმოქმნილი და დაუფარავი ყველა სახის კრედიტორული დავალიანება. მუხლი 69. განსაკარგავად გადასაცემი მოძრავი ქონება საცნობარო ანგარიშზე – „განსაკარგავად გადასაცემი მოძრავი ქონება“ (10) – აღირიცხება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ერთეულის მიერ სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარაგავად გადასაცემი მოძრავი ქონება (კანონმდებლობით განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში) მუხლი 70. საბანკო გარანტიები საცნობარო ანგარიშზე – „საბანკო გარანტიები“ (11) – აისახება ერთეულის მიერ ავანსად განხორციელებული გადახდების დროს სახელმწიფო შესყიდვების კანონით გათვალისწინებული საბანკო გარანტიები. მუხლი 71. ჩამოწერილი კრედიტორული დავალიანებები საცნობარო ანგარიშზე – „ჩამოწერილი კრედიტორული დავალიანებები“ (12) - აღირიცხება კრედიტორული დავალიანებების არარეალურობის, ძიების ხანდაზმულობის ვადის გასვლის ან სხვა შემთხვევაში (გარდა სასამართლო გადაწყვეტილებით ჩამოწერილი დავალიანებისა) ჩამოწერილი დავალიანებები, მათი ჩამოწერის მომენტიდან ხუთი წლის განმავლობაში, გარემო პიროებების შეცვლის შემთხვევაში, დავალიანებათა შესაძლო დაფარვის ვალდებულების წარმოქმნის მიზნით.
დანართი №1
დანართი №2 საილუსტრაციო ბუღალტრული გატარებები საქონლის ან მომსახურების შეძენა (სტანდარტული) აისახება: დებეტი - 1-14-0000 - მატერიალური მარაგების შესაბამისი ანგარიში ან დებეტი - 5-00-0000 - ხარჯების შესაბამისი ანგარიში კრედიტი - 2-13-4100 „საქონლისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებში“ ან კრედიტი - ანგარიშზე -2-13-4200 - „საქონლისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებს გარეთ“. ან კრედიტი - 2-26-1000 - „საქონლის და მომსახურების მოწოდებით დარიცხული გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები“ გრძელვადიანი აქტივების შეძენა (სტანდარტული) აისახება: დებეტი - 1-00-0000 აქტივების შესაბამისი ანგარიში კრედიტი - 2-13-6100 „გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების მოწოდებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებში“ ან კრედიტი - 2-13-6200 „არაფინანსური აქტივების მოწოდებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებს გარეთ“ ან კრედიტი - 2-26-2000 „არაფინანსური აქტივების მოწოდებით დარიცხული გრძელვადიან კრედიტორული დავალიანებები“. ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება აისახება დებეტი - საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ შესაბამისი ანგარიში (1-13-1210; 1-13-1220; 1-13-1230) დაფინანსების წყაროს გათვალისწინებით. კრედიტი 4-52-2000 საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ხაზინიდან მიღებული მიმდინარე ტრანსფერები კრედიტორული დავალიანების დაფარვა აისახება: დებეტი - შესაბამისი კრედიტორული დავალიანების ანგარიში (2-13-4100; 2-13-4200; 2-13-6100; 2-13-6200; 2-26-1000; 2-26-2000 და სხვა) - შინაარსის და დაფარვის ვადის გათვალისწინებით. კრედიტი - საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ შესაბამისი ანგარიში (1-13-1210; 1-13-1220; 1-13-1230) - დაფინანსების წყაროს გათვალისწინებით. მომწოდებლებისთვის წინასწარ გადახდილი თანხები (ავანსები) აისახება: დებეტი - მომწოდებლებისთვის წინასწარ გადახდილი თანხებით წარმოქმნილი შესაბამისი ( 1-15-1100; 1-15-1200; 1-15-1300) მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნების ანგარიში კრედიტი - საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები სახაზინო სამსახურის მიმართ შესაბამისი ანგარიში (1-13-1210; 1-13-1220; 1-13-1230) დაფინანსების წყაროს გათვალისწინებით. ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების გადახურვა საანგარიშგებო პერიოდის ნამეტსა/დეფიციტზე საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის (წმინდა ღირებულება) აისახება: დებეტი 4-52-2000 საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ხაზინიდან მიღებული მიმდინარე ტრანსფერები კრედიტი 3-23-1000 საანგარიშგებო პერიოდის ნამეტი/დეფიციტი საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების გადახურვა საანგარიშგებო პერიოდის ნამეტსა/დეფიციტზე (წმინდა ღირებულება) აისახება: დებეტი 3-23-1000 - საანგარიშგებო პერიოდის ნამეტი/დეფიციტი საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის კრედიტი - 5-00-0000 - საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების შესაბამისი ანგარიში საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობით მიღებული შემოსავლების გადახურვა საანგარიშგებო პერიოდის ნამეტსა/დეფიციტზე (წმინდა ღირებულება) აისახება: დებეტი - 4-00-0000 - საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის მიღებული შემოსავლების შესაბამისი ანგარიში. კრედიტი - 3-23-1000 - საანგარიშგებო პერიოდის ნამეტი/დეფიციტი საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის არასაბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების გადახურვა საანგარიშგებო პერიოდის ნამეტსა/დეფიციტზე (საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალი) აისახება: დებეტი - 3-23-2000 - საანგარიშგებო პერიოდის ნამეტი/დეფიციტი არასაბიუჯეტო (ეკონომიკური ) სახსრებით საქმიანობისათვის კრედიტი - არასაბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების (5-00-0000) შესაბამისი ანგარიში არასაბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის მიღებული შემოსავლების გადახურვა საანგარიშგებო პერიოდის ნამეტსა/დეფიციტზე (საანგარიშგებო პერიოდის მოგება/ზარალი) აისახება: დებეტი - არასაბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის მიღებული შემოსავლების (4-00-0000) შესაბამისი ანგარიში კრედიტი 3-23-2000 - საანგარიშგებო პერიოდის ნამეტი/დეფიციტი არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით საქმიანობისათვის საგადასახადო შემოსავლების აღრიცხვა გადასახადების ამკრეფი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ აიახება: დებეტი - მოკლევადიანი (მიმდინარე) საგადასახადო დებიტორული დავალიანებების (1-13-2000) შესაბამისი ანგარიში კრედიტი - 4-10-0000 საგადასახადო შემოსავლების შესაბამისი ანგარიში გადასახადის გადამხდელის მიერ ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა აისახება: დებეტი 5-52-1000 შემოსავლების ამკრეფი ერთეულების მიერ ხაზინისათვის გაწეული მიმდინარე ტრანსფერებით ხარჯები კრედიტი 2-13-1100 ხაზინისათვის გადასახდელები საგადასახადო შემოსავლებიდან (ვალდებულება) დებეტი 2-13-1100 ხაზინისათვის გადასახდელები საგადასახადო შემოსავლებიდან (ვალდებულება) კრედიტი - მოკლევადიანი (მიმდინარე) საგადასახადო დებიტორული დავალიანებების (1-13-2000) შესაბამისი ანგარიში სახაზინო სამსახურის საბუღალტრო გატარებები ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადასახადის გადამხდელის მიერ თანხის ჩარიცხვა აისახება: დებეტი 1-13-1100 ხაზინის მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ბიუჯეტის შემოსულობებით კრედიტი 4-52-1000 ხაზინის მიერ შემოსავლების ამკრეფი ერთეულებიდან მიღებული მიმდინარე ტრანსფერები დებეტი 1-11-2100 ხაზინის ერთიან ანგარიშს ეროვნულ ბანკში კრედიტი 1-13-1100 ხაზინის მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ბიუჯეტის შემოსულობებით არასაბიუჯეტო სახსრებით საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლების აღრიცხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ აისახება: დებეტი 1-13-6000 საქონლისა და მომსახურების გაყიდვებიდან მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორულ დავალიანებები კრედიტი 4-42-0000 საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები მყიდველის მიერ ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა აისახება: დებეტი 1-13-1210 საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, საბიუჯეტო სახსრებით კრედიტი 2-13-1200 ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან (ვალდებულება) ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან დებეტი 2-13-1200 ხაზინისათვის გადასახდელები არასაგადასახადო შემოსავლებიდან კრედიტი 1-13-6000 საქონლისა და მომსახურების გაყიდვებიდან მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორულ დავალიანებები სახაზინო სამსახურის საბუღალტრო გატარებები ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადასახდელის მიღება აისახება: დებეტი 1-13-1100 ხაზინის მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ბიუჯეტის შემოსულობებით კრედიტი 2-13-1300 ხაზინის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების ოპერაციების დასაფინანსებლად გადასახდელები დებეტი -1-11-2100 ხაზინის ერთიანი ანგარიში კრედიტი - 1-13-1100 ხაზინის მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ბიუჯეტის შემოსულობებით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები