„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 325
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/10/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/10/2026
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.018065
325
19/10/2026
ვებგვერდი, 20/10/2026
190040000.22.033.018065
„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №325

2026 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 17/01/2020, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.017283) დამტკიცებულ ინსტრუქციაში „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აღნიშნული ინსტრუქცია მომზადებულია შემდეგი საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე:

ა) სსბასს 1 – ფინანსური ანგარიშგების წარდგენა;

ბ) სსბასს 2 – ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგება;

გ) სსბასს 3 – სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები;

დ) სსბასს 4 – უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგები;

ე) სსბასს 5 – ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები;

ვ) სსბასს 12 – მატერიალური მარაგები;

ზ) სსბასს 14 – ანგარიშგების თარიღის შემდგომი მოვლენები;

თ) სსბასს 16 – საინვესტიციო ქონება;

ი) სსბასს 19 – ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები;

კ) სსბასს 20 – დაკავშირებულ მხარეთა შესახებ განმარტებითი შენიშვნები;

ლ) სსბასს 21 – ფულადი სახსრების არწარმომქმნელი აქტივების გაუფასურება;

მ) სსბასს 24 – ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის წარდგენა ფინანსურ ანგარიშგებაში;

ნ) სსბასს 26 – ფულადი სახსრების წარმომქმნელი აქტივების გაუფასურება;

ო) სსბასს 31 – არამატერიალური აქტივები;

პ) სსბასს 32 – შეღავათიანი მომსახურების შეთანხმებები: უფლების გადამცემი;

ჟ) სსბასს 34 – ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება;

რ) სსბასს 35 – კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება;

ს) სსბასს 36 – ინვესტიციები მეკავშირე ერთეულებსა და ერთობლივ საქმიანობებში;

ტ) სსბასს 37 – ერთობლივი შეთანხმებები;

უ) სსბასს 38 – სხვა ერთეულებში წილების გამჟღავნება;

ფ) სსბასს 39 – დაქირავებულთა სარგებელი;

ქ) სსბასს 40 – საჯარო სექტორის ერთეულთა გაერთიანებები;

ღ) სსბასს 43 – იჯარა;

ყ) სსბასს 44 – გასაყიდად გამიზნული გრძელვადიანი აქტივები და შეწყვეტილი ოპერაციები;

შ) სსბასს 45 – ძირითადი აქტივები;

ჩ) სსბასს 46 – შეფასება;

ც)  სსბასს 47 – შემოსავალი;

ძ) სსბასს 48 – ტრანსფერული ხარჯები.“.

2. 11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

3. მე-8  მუხლის:

ა)  49-ე პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„49. ანგარიში – სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები (1-13-9000) მოიცავს: სადაზღვევო კომპანიებიდან წარმოქმნილ მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს (1-13-9200), ზარალის/დანაკლისის ანაზღაურების მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს (1-13-9300), ზედმეტად/შეცდომით გადახდილი თანხებით მოკლევადიან (მიმდინარე) ფულად მოთხოვნებს (1-13-9400), მოკლევადიან (მიმდინარე)  ფულად მოთხოვნებს ტრანსფერულ შემოსავლებთან დაკავშირებით (1-13-9500), მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს რენტით (1-13-9600) და სხვა დანარჩენ მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს (1-13-9900).“;

ბ)  52​1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„52​1. ანგარიშზე – „მოკლევადიანი (მიმდინარე) ფულადი მოთხოვნები ტრანსფერულ შემოსავლებთან დაკავშირებით“ (1-13-9500) აღირიცხება ისეთი მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებები, რომლებიც უკავშირდება ტრანსფერული ოპერაციებით წარმოქმნილ შემოსავლებს.“.

4. მე-10 მუხლის:

ა) პირველი და მე -2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიში – სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივები (1-15-0000) მოიცავს შემდეგ ანგარიშებს:  წინასწარ გადახდილი თანხებით მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს და ტრანსფერის უფლების მოკლევადიან (მიმდინარე) აქტივს (1-15-1000), მოკლევადიან (მიმდინარე) არაფულად მოთხოვნებს არაფინანსური აქტივების გადაცემით (1-15-2000), ბარტერული ოპერაციებიდან მისაღები აქტივებით მოკლევადიან (მიმდინარე) მოთხოვნებს (1-15-3000); მოკლევადიან (მიმდინარე) არაფულად მოთხოვნებს ტრანსფერულ შემოსავლებთან დაკავშირებით (1-15-4000) და მოკლევადიან (მიმდინარე) არაფულად მოთხოვნებს არაფინანსური აქტივების დანაკლისით (1-15-5000).

2. ანგარიში – წინასწარ გადახდილი თანხებით მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნები და ტრანსფერის უფლების მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივი (1-15-1000) მოიცავს წინასწარი გადახდებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნების შესაბამის ანგარიშებს: საქონლისა და მომსახურების შესაძენად წინასწარი გადახდებით (1-15-1100), გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების შესაძენად წინასწარი გადახდებით (1-15-1200) და ტრანსფერის უფლების მოკლევადიან (მიმდინარე) აქტივს (1-15-1300).“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ანგარიშზე – ტრანსფერის უფლების მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივი (1-15-1300) აღირიცხება მოკლევადიანი სავალდებულო შეთანხმების შედეგად წარმოქმნილი ტრანსფერის უფლების მოკლევადიანი აქტივი ერთი ან მეტი ტრანსფერის უფლების არსებობისთვის.“;

გ) მე-8 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ანგარიშზე – მოკლევადიანი (მიმდინარე) არაფულადი მოთხოვნები ტრანსფერულ შემოსავლებთან დაკავშირებით (1-15-4000) აღირიცხება მოკლევადიანი არაფულადი მოთხოვნები, რომლებიც წარმოიშობა ერთეულის აღსრულებადი უფლებიდან მიიღოს რესურსები ტრანსფერული შემოსავლის ოპერაციების შედეგად.“.

5. მე-11 მუხლის:

ა) 56-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„56. ანგარიშზე – წინასწარი გადახდების და სხვა არაფულადი მოთხოვნების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი (1-19-4000) მოიცავს საქონლისა და მომსახურების შესაძენად წინასწარი გადახდებით მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნების (1-19-4100), გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების შესაძენად წინასწარი გადახდებით მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნების (1-19-4200), ტრანსფერის უფლების მოკლევადიან (მიმდინარე) აქტივის (1-19-4300), არაფინანსური აქტივების გადაცემით მოკლევადიანი (მიმდინარე) არაფულადი მოთხოვნების  (1-19-4400), ბარტერული ოპერაციებიდან მისაღები აქტივებით მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნების (1-19-4500), ტრანსფერულ შემოსავლებთან დაკავშირებით მოკლევადიანი (მიმდინარე)  არაფულადი მოთხოვნების (1-19-4600) და  არაფინანსური აქტივების დანაკლისით მოკლევადიანი (მიმდინარე) არაფულადი მოთხოვნების  (1-19-4700)  აკუმულირებული გაუფასურების ზარალს.“;

ბ) 59-ე და მე-60 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„59. ანგარიშზე – ტრანსფერის უფლების მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივის აკუმულირებული გაუფასურების ზარალი (1-19-4300) აღირიცხება ტრანსფერის უფლების მოკლევადიანი აქტივის აკუმულირებული გაუფასურების ზარალი.

60. ანგარიშზე – არაფინანსური აქტივების გადაცემით მოკლევადიანი (მიმდინარე) არაფულადი მოთხოვნების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი (1-19-4400) აღირიცხება არაფინანსური აქტივების გადაცემით მოკლევადიან არაფულად მოთხოვნებთან დაკავშირებით აკუმულირებული გაუფასურების ზარალი.“;

გ)  მე-60 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61-ე  –  63-ე პუნქტები:

„61. ანგარიშზე – ბარტერული ოპერაციებიდან მისაღები აქტივებით მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი (1-19-4500) აღირიცხება ბარტერული ოპერაციებიდან მისაღები აქტივების გადაცემით მოკლევადიან არაფულად მოთხოვნებთან დაკავშირებით აკუმულირებული გაუფასურების ზარალი.

62. ანგარიშზე – ტრანსფერულ შემოსავლებთან დაკავშირებით მოკლევადიანი (მიმდინარე)  არაფულადი მოთხოვნების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი (1-19-4600) აღირიცხება ტრანსფერული ოპერაციებით წარმოქმნილ შემოსავლებთან დაკავშირებით მოკლევადიანი არაფულადი მოთხოვნების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი.

63. ანგარიშზე – არაფინანსური აქტივების დანაკლისით მოკლევადიანი (მიმდინარე) არაფულადი მოთხოვნების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი (1-19-4700) აღირიცხება არაფინანსური აქტივების დანაკლისით მოკლევადიანი არაფულადი მოთხოვნების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი.“.

6. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიში – გრძელვადიანი ფინანსური აქტივები (1-21-0000) მოიცავს: ერთ წელზე მეტი ვადით გაცემულ კრედიტებს და სესხებს (1-21-1000); ინვესტიციებს წილობრივ ინსტრუმენტებში (1-21-2000); სხვა გრძელვადიან ფინანსურ აქტივებს (1-21-3000); სხვა გრძელვადიან დებიტორულ დავალიანებებს, არაფულად მოთხოვნებს და ტრანსფერის უფლების  გრძელვადიან აქტივს (1-21-4000) და გრძელვადიანი ფინანსური აქტივების და მოთხოვნების აკუმულირებული ღირებულების შემცირებას (1-21-5000).“;

ბ) მე-11 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ანგარიში – სხვა გრძელვადიანი დებიტორული დავალიანებები, არაფულადი მოთხოვნები და ტრანსფერის უფლების გრძელვადიანი აქტივი (1-21-4000) მოიცავს: ფინანსური იჯარიდან გრძელვადიან დებიტორულ დავალიანებებს (1-21-4100); გრძელვადიან ფულად და არაფულად მოთხოვნებს ტრანსფერულ შემოსავლებთან დაკავშირებით (1-21-4200), სხვა დანარჩენ გრძელვადიან დებიტორულ დავალიანებებს და არაფულად მოთხოვნებს (1-21-4300) და ტრანსფერის უფლების გრძელვადიან აქტივს (1-21-4400).“;

გ) 11​2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11​2. ანგარიშზე – გრძელვადიანი ფულადი და არაფულადი მოთხოვნები ტრანსფერულ შემოსავლებთან დაკავშირებით (1-21-4200) აღირიცხება გრძელვადიანი ფულადი და არაფულადი მოთხოვნები წარმოქმნილი ტრანსფერულ შემოსავლებთან დაკავშირებით.“;

დ) 113 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11​4 პუნქტი:

„11​4. ანგარიშზე – ტრანსფერის უფლების გრძელვადიანი აქტივი (1-21-4400) აღირიცხება ტრანსფერის უფლების გრძელვადიანი აქტივი, სავალდებულო შეთანხმების შედეგად წარმოქმნილი ერთი ან მეტი ტრანსფერის უფლების არსებობისთვის.“;

ე)  მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ანგარიში – გრძელვადიანი ფინანსური აქტივების და მოთხოვნების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი (1-21-5000) მოიცავს: ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებული გაუფასურების ზარალის (1-21-5100); წილობრივი ინსტრუმენტების აკუმულირებული გაუფასურების ზარალის (1-21-5200); გრძელვადიანი დებიტორული დავალიანებების საეჭვო მოთხოვნების ანარიცხების (1-21-5300) და სხვა გრძელვადიანი დებიტორული დავალიანებების, არაფულადი მოთხოვნების და ტრანსფერის უფლების  გრძელვადიანი აქტივის (1-21-5400) აკუმულირებული გაუფასურების ზარალის ანგარიშებს.“;

ვ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. ანგარიშზე – სხვა გრძელვადიანი დებიტორული დავალიანებების, არაფულადი მოთხოვნების და ტრანსფერის უფლების  გრძელვადიანი აქტივის გაუფასურების ზარალი (1-21-5400) – აღირიცხება სხვა გრძელვადიან დებიტორულ დავალიანებებთან, არაფულად მოთხოვნებთან და ტრანსფერის უფლების გრძელვადიან აქტივთან დაკავშირებული აკუმულირებული გაუფასურების ზარალი.“.

7. 24-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიში – გადასახდელი გადასახადებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები (2-13-0000) მოიცავს სახაზინო ოპერაციებთან დაკავშირებული გადასახდელების (2-13-1000), გადასახდელი გადასახადების (2-13-2000), თანამშრომლებთან, სტიპენდიანტებთან და სხვა პირებთან დაკავშირებული გადასახდელების (2-13-3000), საქონლისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებების (2- 13-4000), გადასახდელი პროცენტების (2-13-5000), გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების მოწოდებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე)კრედიტორული დავალიანებების (2-13-6000) და სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებების (2-13-9000) ანგარიშებს.

ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ანგარიში – თანამშრომლებთან, სტიპენდიანტებთან და სხვა პირებთან დაკავშირებული გადასახდელები (2-13-3000) მოიცავს შტატით მომუშავეთა ხელფასებს (2-13-3100), შტატგარეშე მომუშავეთა ხელფასებით (2-13-3200), ქვეყნის შიგნით მივლინებებით (2-13-3300), ქვეყნის გარეთ მივლინებებით (2-13-3400), დამსაქმებლის მიერ ფულადი სახით გაწეული სოციალური დახმარებებით (2-13-3500), დამსაქმებლის მიერ საქონლის სახით გაცემული სოციალური დახმარებებით (2-13-3600), თანამშრომელთა ხელფასებიდან დაკავებული თანხებით (2-13-3700), სტიპენდიებით (2-13-3800), სოციალური დახმარებით წარმოქმნილ მოკლევადიან (მიმდინარე) კრედიტორულ დავალიანებებს (2-13-3900).“;

გ) 39-ე  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„39. ანგარიში – „სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2-13-9000) მოიცავს დარიცხულ გადასახდელ რენტას (2-13-9100), ვალდებულებებს დეპონენტების მიმართ (2-13-9300); გადასახდელ დივიდენდებს (2-13-9400), მოკლევადიან (მიმდინარე) ფულად ვალდებულებებს ტრანსფერის მოვალეობიდან (2-13-9500), ჯარიმების/პირგასამტეხლოების დაკავებით წარმოქმნილ კრედიტორულ დავალიანებებს (2-13-9600) და სხვა დანარჩენ მოკლევადიან (მიმდინარე) კრედიტორულ დავალიანებებს (2-13-9900).“;

დ)  431 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„43​1 . ანგარიშზე – „მოკლევადიანი (მიმდინარე) ფულადი ვალდებულებები ტრანსფერის მოვალეობიდან (2-13-9500) აღირიცხება ისეთი მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებები, რომლებიც უკავშირდება ტრანსფერული ოპერაციებით წარმოქმნილ ხარჯებს.“.

8. 26-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიში – „სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებები“ (2-15-0000) მოიცავს ავანსად მიღებულ მოკლევადიან (მიმდინარე) შემოსავლებს (2-15-1000); მოკლევადიან (მიმდინარე) არაფულად ვალდებულებებს არაფინანსური აქტივების მიღებით (2-15-2000), ბარტერული ოპერაციების შედეგად გასაცემი აქტივებით წარმოქმნილ მოკლევადიან (მიმდინარე) ვალდებულებებს (2-15-3000) და მოკლევადიან (მიმდინარე) არაფულად ვალდებულებებს ტრანსფერის მოვალეობიდან (2-15-4000).

2. ანგარიში – „მოკლევადიანი (მიმდინარე) ავანსად მიღებული შემოსავლები“ (2-15-1000) მოიცავს: მოკლევადიან (მიმდინარე) ავანსად მიღებულ საგადასახადო შემოსავლებს (2-15-1100), სავალდებულო შეთანხმებით მოკლევადიან (მიმდინარე) ავანსად მიღებულ შემოსავლებს საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან (2-15-1200) და სავალდებულო შეთანხმებით ტრანსფერული  შემოსავლებიდან წარმოქმნილ მოკლევადიან (მიმდინარე) ვალდებულებებს (2-15-1300).“;

ბ) მე-4 – მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ანგარიში - სავალდებულო შეთანხმებით მოკლევადიანი (მიმდინარე) ავანსად მიღებული შემოსავლები საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან (2-15-1200)) მოიცავს: მოკლევადიან (მიმდინარე) ავანსად მიღებულ იჯარის შემოსავლებს (2-15-1210) და მოკლევადიან (მიმდინარე) ავანსად მიღებულ სხვა შემოსავლებს საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან  (2-15-1220).

5. ანგარიშზე – „მოკლევადიანი (მიმდინარე) ავანსად მიღებული იჯარის შემოსავლები“ (2-15-1210) აღირიცხება სავალდებულო შეთანხმებით ავანსად მიღებული იჯარის შემოსავლებით წარმოქმნილი მოკლევადიანი ვალდებულებები.

6. ანგარიშზე – მოკლევადიანი (მიმდინარე) ავანსად მიღებული სხვა შემოსავლები საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან  (2-15-1220) აღირიცხება  სავალდებულო შეთანხმებით საქონლისა და მომსახურების რეალიზაციასთან დაკავშირებით წინასწარ მიღებული სხვა შემოსავლებით წარმოქმნილი მოკლევადიანი ვალდებულებები.

7. ანგარიშზე – სავალდებულო შეთანხმებით ტრანსფერული  შემოსავლებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებები (2-15-1300) – აღირიცხება სავალდებულო შეთანხმების პირობების შესაბამისად წინასწარ მიღებული ტრანსფერული შემოსავლებით წარმოქმნილი მოკლევადიანი ვალდებულებები.“;

გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ანგარიშზე – „მოკლევადიანი (მიმდინარე) არაფულადი ვალდებულებები ტრანსფერის მოვალეობიდან“ (2-15-4000) – აღირიცხება მოკლევადიანი არაფულადი ვალდებულებები წარმოქმნილი ტრანსფერულ ხარჯებთან დაკავშირებით.“.

9. 34-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიში – სხვა გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები და არაფულადი ვალდებულებები (2-26-0000) მოიცავს: საქონლის და მომსახურების მოწოდებით დარიცხულ გრძელვადიან კრედიტორულ დავალიანებებს (2-26-1000); არაფინანსური აქტივების მოწოდებით დარიცხულ გრძელვადიან კრედიტორულ დავალიანებებს (2-26-2000), გრძელვადიან ფულად და არაფულად ვალდებულებებს ტრანსფერის მოვალეობიდან (2-26-3000), გრძელვადიან ავანსად მიღებულ შემოსავლებს (2-26-4000) და სხვა დანარჩენ გრძელვადიან კრედიტორულ დავალიანებებს და არაფულად ვალდებულებებს (2-26-5000).“;

ბ)  33 და  34 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3​3. ანგარიშზე – გრძელვადიანი ფულადი და არაფულადი ვალდებულებები ტრანსფერის მოვალეობიდან (2-26-3000) აღირიცხება გრძელვადიანი ფულადი და არაფულადი ვალდებულებები წარმოქმნილი ტრანსფერული ხარჯებით.

34. ანგარიში – „გრძელვადიანი ავანსად მიღებული შემოსავლები“ (2-26-4000) მოიცავს: გრძელვადიან ავანსად მიღებულ საგადასახადო შემოსავლებს (2-26-4100), გრძელვადიან ავანსად მიღებულ შემოსავლებს საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან (2-26-4200) და სავალდებულო შეთანხმებით ტრანსფერული  შემოსავლებიდან წარმოქმნილ  გრძელვადიან  ვალდებულებებს (2-26-4300).“;

გ)  36 – 39 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3​6. ანგარიში – სავალდებულო შეთანხმებით გრძელვადიან ავანსად მიღებული შემოსავლები საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან (2-26-4200)) მოიცავს: გრძელვადიან ავანსად მიღებულ იჯარის შემოსავლებს (2-26-4210) და გრძელვადიან ავანსად მიღებულ სხვა შემოსავლებს საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან  (2-26-4220).

37. ანგარიშზე – გრძელვადიანი ავანსად მიღებული იჯარის შემოსავლები (2-26-4210) – აღირიცხება სავალდებულო შეთანხმებით ავანსად მიღებული იჯარის შემოსავლებით წარმოქმნილი მოკლევადიანი ვალდებულებები.

3​8. ანგარიშზე – გრძელვადიანი ავანსად მიღებული სხვა შემოსავლები საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან  (2-26-4220) აღირიცხება  სავალდებულო შეთანხმებით საქონლისა და მომსახურების რეალიზაციასთან დაკავშირებით წინასწარ მიღებული სხვა შემოსავლებით წარმოქმნილი მოკლევადიანი ვალდებულებები.

39. ანგარიშზე – სავალდებულო შეთანხმებით ტრანსფერული  შემოსავლებით წარმოქმნილი გრძელვადიანი ვალდებულებები (2-26-4300) – აღირიცხება სავალდებულო შეთანხმების პირობების შესაბამისად წინასწარ მიღებული ტრანსფერული შემოსავლებით წარმოქმნილი გრძელვადიანი ვალდებულებები.“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ანგარიშზე – „სხვა დანარჩენი გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები და არაფულადი ვალდებულებები“ (2-26-5000) – აღირიცხება გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებები და არაფულადი ვალდებულებები, რომელთა ასახვა გათვალისწინებული არ არის გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებების და არაფულადი ვალდებულებების სხვა ანგარიშებზე.“.

10.  45-ე მუხლის:

ა) 21-ე – 221 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ანგარიში – მიმდინარე ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (4-45-1000) მოიცავს: სხვა არაკლასიფიცირებულ შემოსავლებს (4-45-1100) და მიმდინარე ტრანსფერებით შემოსავლებს (4-45-1200).

211. ანგარიშზე – სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (4-45-1100) – აღირიცხება გაცვლითი ოპერაციებით წარმოქმნილი ისეთი შემოსავლები, რომლებიც არ აკმაყოფილებს შემოსავლების სხვა ანგარიშებზე მიკუთვნების კრიტერიუმებს და, მათი  ეკონომიკური შინაარსიდან  გამომდინარე, აისახება როგორც სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები.

21​​​2. ანგარიშზე – „მიმდინარე ტრანსფერებით შემოსავლები“ (4-45-1200) – აღირიცხება ტრანსფერული ოპერაციებით წარმოქმნილი ისეთი ფულადი შემოწირულობები, არაფულადი საჩუქრები და სხვა ნებაყოფლობით ტრანსფერები, რომლებიც არ არის განკუთვნილი კაპიტალური ხასიათის ხარჯების გასაწევად და რომლებსაც ფიზიკური პირები, კერძო არამომგებიანი ორგანიზაციები, არასამთავრობო ფონდები, ორგანიზაციები, საწარმოები და კორპორაციები (მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა) გადასცემენ სახელმწიფოს. ასევე, აღირიცხება ხელშეკრულების პირობის დარღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოდან წარმოქმნილი შემოსავლები.

22. ანგარიში – კაპიტალური ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (4-45-2000) – მოიცავს კაპიტალური ტრანსფერებით შემოსავლებს (4-45-2200).

221. ანგარიშზე – კაპიტალური ტრანსფერებით შემოსავლები (4-45-2200) – აღირიცხება ტრანსფერული ოპერაციებით წარმოქმნილი ისეთი ფულადი შემოწირულობები, არაფულადი საჩუქრები და სხვა ნებაყოფლობით ტრანსფერები, რომლებიც განკუთვნილია კაპიტალური ხასიათის ხარჯების გასაწევად და რომლებსაც ფიზიკური პირები, კერძო არამომგებიანი ორგანიზაციები, არასამთავრობო ფონდები, ორგანიზაციები, საწარმოები და კორპორაციები (მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა) გადასცემენ სახელმწიფოს.“;

ბ)  222 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. 56-ე მუხლის:

ა) მე-10 – 111 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ანგარიში – მიმდინარე ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები (5-73-1000) მოიცავს: სხვა არაკლასიფიცირებულ ხარჯებს (5-73-1100) და მიმდინარე ტრანსფერებით ხარჯებს (5-73-1200).

101. ანგარიშზე – „სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები“ (5-73-1100) – აღირიცხება გაცვლითი ოპერაციებით წარმოქმნილი ისეთი ხარჯები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ხარჯების სხვა ანგარიშებზე მიკუთვნების კრიტერიუმებს და, მათი  ეკონომიკური შინაარსიდან  გამომდინარე, აისახება როგორც სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები.

10​2. ანგარიშზე – „მიმდინარე ტრანსფერებით ხარჯები“ (5-73-1200) – აღირიცხება საბიუჯეტო კლასიფიკაციის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „მიმდინარე ტრანსფერები, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული“ მუხლით წარმოქმნილი ტრანსფერული ხარჯები.

11. ანგარიში – კაპიტალური ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები (5-73-2000) – მოიცავს კაპიტალური ტრანსფერებით ხარჯებს  (5-73-2200).

111. ანგარიშზე – „კაპიტალური ტრანსფერებით ხარჯები“ (5-73-2200) – აღირიცხება საბიუჯეტო კლასიფიკაციის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „კაპიტალური ტრანსფერები, რომელიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული“ მუხლით წარმოქმნილი ტრანსფერული ხარჯები.“;

ბ) 112 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი