დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 281 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/08/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017613 |
|
„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 17/012020, სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.017283) დამტკიცებულ „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი: „მუხლი 11. ტერმინთა განმარტებები 1. წინამდებარე ინსტრუქციის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბიოლოგიური აქტივები – კულტივირებული და არაკულტივირებული ბიოლოგიური აქტივები (მცენარეები და ცხოველები), ასევე, სხვა დანარჩენი მანქანა-დანადგარების ანგარიშზე აღრიცხული სამსახურებრივი მცენარეები და ცხოველები; ბ) ერთჯერადი გადაფასება – აქტივის ღირებულების ერთჯერადად განსაზღვრა იმ შემთხვევაში, როდესაც აქტივი უსასყიდლოდ/ნომინალური ღირებულებითაა მიღებული ან როდესაც სარეალიზაციოდაა/სხვა ერთეულებზე გადასაცემადაა განკუთვნილი ან როდესაც მისი ღირებულება არ შეესაბამება რეალობას ან იმ შემთხვევაში, როდესაც ცვეთადი/ამორტიზირებადი ღირებულება სრულადაა ამოწურული 2. ინსტრუქციაში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება წინამდებარე ინსტრუქციით თანდართული სსბასს-ებით და ტერმინთა განმარტებების გლოსარით, ასევე, საბიუჯეტო კოდექსით, საბიუჯეტო კლასიფიკაციით და სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით. იმ შემთხვევაში, თუ საბიუჯეტო კოდექსით, საბიუჯეტო კლასიფიკაციით და სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ტერმინთა განმარტებები არ შეესაბამება სსბასს-ებით და ტერმინთა განმარტებების გლოსარით გამოყენებულ ტერმინთა განმარტებებს, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მიზნებისათვის გამოიყენება სსბასს-ებით და ტერმინთა განმარტებების გლოსარით გამოყენებული ტერმინთა განმარტებები.“. 2. მე-2 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. სახელმწიფო ერთეულები აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახავენ როგორც საკუთარი სახელით ფლობილ აქტივებს, აღებულ ვალდებულებებს, მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს, ასევე, სახელმწიფოს სახელით ფლობილ აქტივებს, აღებულ ვალდებულებებს, მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს (შემდგომში – ადმინისტრირებად კატეგორიებს). ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ერთეულს, ერთიანი მეთოდოლოგიისა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დაცვით, სააღრიცხვო პოლიტიკის ფარგლებში უფლება აქვს ერთიანი უნიფიცირებული ანგარიშთა გეგმის საფუძველზე შეიმუშაოს და დაამტკიცოს სამუშაო ანგარიშთა გეგმა, რომელიც წარმოადგენს იმ ანგარიშების სტრუქტურიზებულ ჩამონათვალს, რომლის შესაბამის ეკონომიკურ მოვლენებსაც აქვს ადგილი ერთეულის საქმიანობის პროცესში და რომელიც, ანალიზის მიზნებისათვის, შეიძლება დამატებით ჩაშლილი იყოს დეტალური ანგარიშების სახით. ამასთან, კონტროლირებულმა ერთეულმა შესაძლებელია გამოიყენოს მაკონტროლებელი ერთეულის მიერ შემუშავებული სამუშაო ანგარიშთა გეგმა.“. 3. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ერთეული ბუღალტრულ ჩანაწერებს აკეთებს ეკონომიკური მოვლენის შინაარსიდან გამომდინარე, ბუღალტრული გატარების ზოგადი პრინციპების დაცვით, ფულად გამოსახულებაში.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ერთეულის მიერ საცნობარო ანგარიშები რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებისათვის დამატებითი ფინანსური ინფორმაციის უზრუნველსაყოფად. ერთეულს შეუძლია შექმნას იმდენი საცნობარო ანგარიში, რამდენიც დასჭირდება. საცნობარო ანგარიშებზე ჩანაწერები კეთდება ორმაგი ჩაწერის პრინციპის (წესის) გამოყენების გარეშე, ფულად გამოსახულებაში.“. 4. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „მუხლი 41. ადმინისტრირებადი კატეგორიები
ა) ფულადი სახსრები განთავსებული ხაზინის ერთიან ანგარიშზე, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციების შემთხვევაში აღრიცხვა-ანგარიშგებაში აისახება სახაზინო სამსახურის მიერ, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტების შემთხვევაში – ავტონომიური რესპუბლიკების და მუნიციპალიტეტების მიერ; ბ) სახაზინო სამსახურის მიერ კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები; გ) სახელმწიფოს სახელით მართვაში არსებული ფინანსური და არაფინანსური აქტივები (გაცემული სესხები, გზები, ხიდები, ეროვნული პარკები და სხვ.); დ) სახელმწიფოს სახელით ნასესხები თანხები და ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული დანახარჯები (ფინანსთა სამინისტროს მიერ აღებული სესხები, ფასიანი ქაღალდები, გარდა აქციებისა, საპროცენტო ხარჯები და სხვ.); ე) სახელმწიფოს სახელით მართვაში არსებული აქტივების გასვლით მიღებული მოგება/ზარალი; ვ) სახელმწიფოს სახელით განხორციელებული ინვესტიციებიდან მიღებული დივიდენდებით შემოსავლები; ზ) სახელმწიფოს სახელით გადასახადებით და მოსაკრებლებით მიღებული შემოსავლები; თ) სახელმწიფოს სახელით მიღებული ჯარიმები, სანქციები და საურავები; ი) სახელმწიფოს სახელით მესამე მხარეებისათვის გადარიცხული თანხები – უმუშევრობის კომპენსაციები, სოციალური დახმარებები, პენსიები, გრანტები, სუბსიდიები; კ) სახელმწიფოს სახელით სხვა ადმინისტრირებადი კატეგორიები.“. 5. მე-6 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ანგარიში – ანგარიშები ხაზინასა და კომერციულ ბანკებში (1-11-2000) მოიცავს: ხაზინის ერთიან ანგარიშს ეროვნულ ბანკში (1-11-2100), ხაზინის ანგარიშებს უცხოურ ვალუტაში ეროვნულ ბანკში (1-11-2200), ხაზინის ანგარიშებს კომერციულ ბანკებში (1-11-2300) და საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშებს კომერციულ ბანკებში (1-11-2400).“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ანგარიში – ხაზინის ერთიანი ანგარიში ეროვნულ ბანკში (1-11-2100) მოიცავს: სახელმწიფო ბიუჯეტის ფულად სახსრებს ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში (1-11-2110), ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების ფულად სახსრებს ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში (1-11-2120), მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ფულად სახსრებს ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში (1-11-2130), დეპოზიტებს ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში (1-11-2140) და სხვა ანგარიშებს ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში (1-11-2190).“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ანგარიში – „სახელმწიფო ბიუჯეტის ფულადი სახსრები ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში“ (1-11-2110) მოიცავს: სახელმწიფო ბიუჯეტის საბიუჯეტო ფულად სახსრებს ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში (1-11-2111) და სახელმწიფო ბიუჯეტის არასაბიუჯეტო (საკუთარ) ფულად სახსრებს ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში (1-11-2112).“ დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 – 78 პუნქტები: „71. ანგარიშზე – „სახელმწიფო ბიუჯეტის საბიუჯეტო ფულადი სახსრები ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში“ (1-11-2111) აღირიცხება ეროვნულ ბანკში სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე არსებული საბიუჯეტო ფულადი სახსრები ეროვნულ ვალუტაში. 72. ანგარიშზე – „სახელმწიფო ბიუჯეტის არასაბიუჯეტო (საკუთარი) ფულადი სახსრები ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში“ (1-11-2112) აღირიცხება ეროვნულ ბანკში სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე არსებული სახელმწიფო ბიუჯეტის სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების არასაბიუჯეტო (საკუთარი) ფულადი სახსრები ეროვნულ ვალუტაში. 73. ანგარიში – „ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების ფულადი სახსრები ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში“ (1-11-2120) მოიცავს: ავტონომიური რესპუბლიკების საბიუჯეტო ფულად სახსრებს ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში (1-11-2121) და ავტონომიური რესპუბლიკების არასაბიუჯეტო (საკუთარ) ფულად სახსრებს ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში (1-11-2122). 74. ანგარიშზე – „ავტონომიური რესპუბლიკების საბიუჯეტო ფულადი სახსრები ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში“ (1-11-2121) აღირიცხება ეროვნულ ბანკში სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე არსებული ავტონომიური რესპუბლიკების საბიუჯეტო ფულადი სახსრები ეროვნულ ვალუტაში. 75. ანგარიშზე – „ავტონომიური რესპუბლიკების არასაბიუჯეტო (საკუთარი) ფულადი სახსრები ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში“ (1-11-2122) აღირიცხება ეროვნულ ბანკში სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე არსებული ავტონომიური რესპუბლიკების სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების არასაბიუჯეტო (საკუთარი) ფულადი სახსრები ეროვნულ ვალუტაში. 76. ანგარიში – „მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ფულადი სახსრები ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში“ (1-11-2130) მოიცავს: მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო ფულად სახსრებს ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში (1-11-2131) და მუნიციპალიტეტების არასაბიუჯეტო (საკუთარ) ფულად სახსრებს ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში (1-11-2132). 77. ანგარიშზე –„მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო ფულადი სახსრები ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში“ (1-11-2131) აღირიცხება ეროვნულ ბანკში სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე არსებული მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო ფულადი სახსრები, ეროვნულ ვალუტაში. 78. ანგარიშზე – „მუნიციპალიტეტების არასაბიუჯეტო (საკუთარი) ფულადი სახსრები ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში“ (1-11-2132) აღირიცხება ეროვნულ ბანკში სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე არსებული მუნიციპალიტეტების სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების არასაბიუჯეტო (საკუთარი) ფულადი სახსრები ეროვნულ ვალუტაში.“; ე) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ანგარიშზე – „დეპოზიტები ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში“ – აღირიცხება ეროვნულ ბანკში ხაზინის ანგარიშებზე დროებით განთავსებული ფულადი სახსრები ეროვნულ ვალუტაში.“; ვ) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ანგარიშზე – „სხვა ანგარიშები ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში“ (1-11-2190) აღირიცხება ხაზინაში გახსნილ ანგარიშებზე განთავსებული ნებისმიერი სხვა სახსრები, რომელთა აღრიცხვა არ არის გათვალისწინებული ხაზინაში ეროვნულ ვალუტაში გახსნილი ანგარიშების ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებში.“; თ) მე -11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ანგარიში – „ხაზინის ანგარიშები უცხოურ ვალუტაში ეროვნულ ბანკში – მოიცავს ხაზინის სავალუტო ანგარიშს ეროვნულ ბანკში“ (1-11-2210) და დეპოზიტებს ხაზინაში უცხოურ ვალუტაში (1-11-2220).“; ი) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 და 112 პუნქტები: „111. ანგარიშზე – „ხაზინის სავალუტო ანგარიში ეროვნულ ბანკში“ (1-11-2210) აღირიცხება ეროვნულ ბანკში სახელმწიფო ხაზინის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრები უცხოურ ვალუტაში, უცხოური ვალუტის ნომინალით და შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში. 112. ანგარიშზე – „დეპოზიტები ხაზინაში უცხოურ ვალუტაში“ (1-11-2220) აღირიცხება ეროვნულ ბანკში ხაზინის ანგარიშებზე დროებით განთავსებული ფულადი სახსრები უცხოურ ვალუტაში, უცხოური ვალუტის ნომინალით და შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში.“. 6. მე-7 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. ანგარიშზე – „ფინანსური იჯარიდან გრძელვადიანი დებიტორული დავალიანებების მიმდინარე ნაწილი“ (1-12-3000) აღირიცხება ფინანსურ იჯარასთან დაკავშირებით გრძელვადიანი დებიტორული დავალიანებების გადასახდელი მიმდინარე ნაწილი.“.
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიში – მოკლევადიანი (მიმდინარე) აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი (1-19-0000) მოიცავს: მოკლევადიანი (მიმდინარე) ინვესტიციების აკუმულირებულ გაუფასურების ზარალს (1-19-1000), საეჭვო მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნების ანარიცხებს (1-19-2000), მატერიალური მარაგების აკუმულირებულ ღირებულების შემცირებას (1-19-3000) და წინასწარი გადახდების და სხვა არაფულადი მოთხოვნების აკუმულირებული გაუფასურების ზარალს (1-19-4000).“; გ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. ანგარიშზე – „ერთ წელზე მეტი ვადით ფინანსური იჯარიდან მოთხოვნების მიმდინარე ნაწილის აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-19-1300) აღირიცხება გრძელვადიანი ფინანსური იჯარის მოთხოვნების მიმდინარე ნაწილთან დაკავშირებით აკუმულირებული გაუფასურების ზარალი.“; დ) მე-18 და მე-19 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ე) 451 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „451. ანგარიშზე – „სხვა დანარჩენი საეჭვო მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებების ანარიცხები“ (1-19-2400) აღირიცხება ისეთი საეჭვო მოთხოვნების ანარიცხები, რომლებიც ასახული არ არის სხვა საეჭვო დებიტორული დავალიანებების ანარიცხების ანგარიშებზე.“; ვ) 55-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 56-ე – მე-60 პუნქტები: „56. ანგარიშზე – წინასწარი გადახდების და სხვა არაფულადი მოთხოვნების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი (1-19-4000) მოიცავს საქონლისა და მომსახურების შესაძენად წინასწარი გადახდებით მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნების (1-19-4100), გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების შესაძენად წინასწარი გადახდებით მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნების (1-19-4200), წინასწარ გადახდილი გადასახდელებით სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნების (1-19-4300) და არაფულადი მოთხოვნების (1-19-4400) აკუმულირებული გაუფასურების ზარალის ანგარიშებს. 57. ანგარიშზე – „საქონლისა და მომსახურების შესაძენად წინასწარი გადახდებით მოკლევადიანი(მიმდინარე) მოთხოვნების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-19-4100) აღირიცხება საქონლისა და მომსახურების შესაძენად გადახდილი წინასწარი გადახდების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი. 58. ანგარიშზე – „გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების შესაძენად წინასწარი გადახდებით მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-19-4200) აღირიცხება გრძელვადიანი აქტივების შესაძენად გადახდილი წინასწარი გადახდების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი. 59. ანგარიშზე – „წინასწარ გადახდილი გადასახდელებით სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) მოთხოვნების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-19-4300) აღირიცხება სხვა წინასწარი გადახდებით წარმოქმნილი მოთხოვნების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი. 60. ანგარიშზე – „არაფულადი მოთხოვნების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-19-4400) აღირიცხება არაფულად მოთხოვნებთან დაკავშირებით აკუმულირებული გაუფასურების ზარალი.“. 8. მე-12 მუხლის: ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ანგარიში – გრძელვადიანი ფინანსური აქტივების და მოთხოვნების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი (1-21-5000) მოიცავს: ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების აკუმულირებული გაუფასურების ზარალის (1-21-5100); წილობრივი ინსტრუმენტების აკუმულირებული გაუფასურების ზარალის (1-21-5200); გრძელვადიანი დებიტორული დავალიანებების საეჭვო მოთხოვნების ანარიცხების (1-21-5300) და გრძელვადიანი არაფულადი მოთხოვნების აკუმულირებული გაუფასურების ზარალის (1-21-5400) ანგარიშებს.“; ბ) 21-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე პუნქტი: „22. ანგარიშზე – „გრძელვადიანი არაფულადი მოთხოვნების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-21-5400) – აღირიცხება გრძელვადიან არაფულად მოთხოვნებთან დაკავშირებით აკუმულირებული გაუფასურების ზარალი.“. 9. მე-18 მუხლის: ა) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. ანგარიში – დაუმთავრებელი და გასაყიდად გამიზნული/გადასაცემი აქტივები (1-27-4000) მოიცავს დაუმთავრებელ მშენებლობას (1-27-4100); აქტივებს, რომელთა საკუთრების უფლება ჯერ არ არის მოპოვებული ან სხვა ერთეულებზე გადასაცემადაა მიღებული/განკუთვნილი (1-27-4200), საოპერაციო იჯარით მიღებული ქონების არსებით გაუმჯობესებას (1-27-4300), გასაყიდად გამიზნულ გრძელვადიან არაფინანსურ აქტივებს (1-27-4400), ზრდის პროცესში მყოფ ბიოლოგიურ აქტივებს (1-27-4500) და დაუმთავრებელ არამატერიალურ აქტივებს (1-27-4600).“; ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. ანგარიშზე – „აქტივები, რომელთა საკუთრების უფლება ჯერ არ არის მოპოვებული ან სხვა ერთეულებზე გადასაცემადაა მიღებული/განკუთვნილი“ (1-27-4200)“ აღირიცხება ისეთი აქტივები, რომლებზეც საკუთრების უფლება (ეკონომიკური ან იურიდიული) ჯერ არ არის მოპოვებული ან აქტივები, რომლებიც მიღებულია დროებით, სხვა ერთეულებზე გადასაცემად ან აქტივები, რომლებიც განკუთვნილია სხვა ერთეულებზე გადასაცემად.“; გ) მე-19 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 და 192 პუნქტები: „191. ანგარიშზე – „ზრდის პროცესში მყოფი ბიოლოგიური აქტივები“ (1-27-4500) აღირიცხება ზრდის პროცესში მყოფი როგორც კულტივირებული და არაკულტივირებული ბიოლოგიური აქტივები (მცენარეები და ცხოველები), ასევე, ზრდის პროცესში მყოფი სხვა დანარჩენი მანქანა-დანადგარების ანგარიშზე აღრიცხული სამსახურებრივი მცენარეები და ცხოველები, მათ სრულწლოვანებამდე, ამასთან, ზრდის პროცესში მყოფ ბიოლოგიურ აქტივებს ცვეთა არ ერიცხებათ, 192. ანგარიშზე – „დაუმთავრებელი არამატერიალური აქტივი“ (1-27-4600) აღირიცხება განვითარების ეტაპზე მყოფი არამატერიალური აქტივი. ამასთან, დაუმთავრებელ არამატერიალურ აქტივებს ამორტიზაცია არ ერიცხებათ.“. 10. მე-19 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ანგარიში – „აკუმულირებული ცვეთა/ამორტიზაცია“ (1-28-0000) მოიცავს საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებული შენობა-ნაგებობების (1-28-1000); მანქანა-დანადგარების და ინვენტარის (1-28-2000); კულტივირებული ცხოველების და მცენარეების (1-28-3000); საინვესტიციო ქონების (1-28-4000); არამატერიალური აქტივების (1-28-5000); შეღავათიანი მომსახურების აქტივების (1-28-6000); ფინანსური იჯარის ქვეშ მყოფი აქტივების (1-28-7000) და სხვა არაფინანსური აქტივების (1-28-8000) აკუმულირებული ცვეთის ანგარიშებს.“; ბ) 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „36. ანგარიში – „სხვა არაფინანსური აქტივების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-8000) – მოიცავს მატერიალური არაწარმოებული აქტივების, გარდა მიწისა აკუმულირებული ცვეთის (1-28-8100) და საოპერაციო იჯარით მიღებული ქონების არსებითი გაუმჯობესების აკუმულირებული ცვეთის (1-28-8200) ანგარიშებს.“; გ) 38-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „38. ანგარიშზე – „საოპერაციო იჯარით მიღებული ქონების არსებითი გაუმჯობესების აკუმულირებული ცვეთა“ (1-28-8200) აღირიცხება ისეთი ქონების არსებითი გაუმჯობესების აკუმულირებული ცვეთა, რომელიც ერთეულის მიერ მიღებულია საოპერაციო იჯარის ფარგლებში.“;
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიში – „გრძელვადიანი აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1- 29-0000) – მოიცავს შემდეგს: საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებული შენობა-ნაგებობების (1-29-1000), მანქანა-დანადგარების და ინვენტარის (1-29-2000), საინვესტიციო ქონების (1-29-3000), არამატერიალური აქტივების (1-29-4000), შეღავათიანი მომსახურების აქტივების (1-29- 5000), ფინანსური იჯარის ქვეშ მყოფი აქტივების (1-29-6000), სხვა არაფინანსური აქტივების (1-29-7000) და კულტივირებული ცხოველების და მცენარეების (1-29-8000) აკუმულირებული გაუფასურების ზარალის ანგარიშებს.“; ბ) 46-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 461 - 467 პუნქტები: „461. ანგარიში – „დაუმთავრებელი და გასაყიდად გამიზნული/გადასაცემი აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-29-7300) მოიცავს: დაუმთავრებელი მშენებლობის აკუმულირებული გაუფასურების ზარალის (1-29-7310), აქტივების, რომელთა საკუთრების უფლება ჯერ არ არის მოპოვებული ან სხვა ერთეულებზე გადასაცემადაა მიღებული/განკუთვნილი აკუმულირებული გაუფასურების ზარალის (1-29-7320), საოპერაციო იჯარით მიღებული ქონების არსებითი გაუმჯობესების აკუმულირებული გაუფასურების ზარალის (1-29-7330), გასაყიდად გამიზნული გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალის (1-29-7340), ზრდის პროცესში მყოფი ბიოლოგიური აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალის (1-29-7350) და დაუმთავრებელი არამატერიალური აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალის (1-29-7360) ანგარიშებს. 462. ანგარიშზე – „დაუმთავრებელი მშენებლობის აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-29-7310) აღირიცხება ისეთი მშენებლობების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი, რომლებიც ჯერ არაა დასრულებული. 463. ანგარიშზე – „აქტივების, რომელთა საკუთრების უფლება ჯერ არ არის მოპოვებული ან სხვა ერთეულებზე გადასაცემადაა მიღებული/განკუთვნილი აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-29-7320) აღირიცხება ერთეულის მიერ მიღებული ისეთი აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი, რომლებზედაც საკუთრების უფლება ჯერ არ არის მოპოვებული. აღნიშნულ ანგარიშზე ასევე აისახება სხვა ერთეულებზე გადასაცემად დროებით მიღებული აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი, ან ისეთი აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი, რომლებიც სხვა ერთეულებზე გადასაცემადაა განკუთვნილი. 464. ანგარიშზე – „საოპერაციო იჯარით მიღებული ქონების არსებითი გაუმჯობესების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-29-7330) აღირიცხება ისეთი ქონების არსებითი გაუმჯობესების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი, რომელიც მიღებულია საოპერაციო იჯარის ფარგლებში. 465. ანგარიშზე – „გასაყიდად გამიზნული გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-29-7340) აღირიცხება იმ გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი, რომლებიც გამიზნულია გასაყიდად. 466. ანგარიშზე – „ზრდის პროცესში მყოფი ბიოლოგიური აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-29-7350) აღირიცხება ზრდის პროცესში მყოფი ბიოლოგიური აქტივების (კულტივირებული, არაკულტივირებული, ასევე, სხვა დანარჩენ მანქანა-დანადგარებად აღრიცხული ცხოველების და მცენარეების) აკუმულირებული გაუფასურების ზარალი. 467. ანგარიშზე – „დაუმთავრებელი არამატერიალური აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი“ (1-29-7360) აღირიცხება დაუმთავრებელი არამატერიალური აქტივების აკუმულირებული გაუფასურების ზარალი.“.
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებების ჯგუფი (2-10-0000) მოიცავს: მოკლევადიან (მიმდინარე) ვალდებულებებს ფასიანი ქაღალდებით (2-11-0000), კრედიტებით და სესხებით მოკლევადიან (მიმდინარე) ვალდებულებებს (2-12-0000), მოკლევადიან (მიმდინარე) კრედიტორულ დავალიანებებს (2-13-0000), მოკლევადიან (მიმდინარე) ანარიცხებს (2-14-0000) და სხვა მოკლევადიან (მიმდინარე) ვალდებულებებს (2-15-0000).“. 13. 22-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიში – „მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებები ფასიანი ქაღალდებით“ (2-11-0000) მოიცავს მოკლევადიან (მიმდინარე) ვალდებულებებს ფასიანი ქაღალდებით ეროვნულ ვალუტაში (2-11-1000) და მოკლევადიან (მიმდინარე) ვალდებულებებს ფასიანი ქაღალდებით უცხოურ ვალუტაში (2-11-2000).“; ბ) მე - 6 - მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 14. 24-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიში – გადასახდელი გადასახადებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები (2-13-0000) მოიცავს სახაზინო ოპერაციებთან დაკავშირებული გადასახდელების (2-13-1000), გადასახდელი გადასახადების (2-13- 2000), თანამშრომლებთან დაკავშირებული გადასახდელების და სტიპენდიების (2-13- 3000), საქონლისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებების (2-13-4000), გადასახდელი პროცენტების (2-13-5000); გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების მოწოდებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე)კრედიტორული დავალიანებების (2-13-6000) და სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებების (2-13-9000) ანგარიშებს.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ანგარიში – სახაზინო ოპერაციებთან დაკავშირებული გადასახდელები (2-13-1000) მოიცავს ხაზინისათვის გადასახდელებს საგადასახადო შემოსავლებიდან (2-13-1100), ხაზინისათვის გადასახდელებს არასაგადასახადო შემოსავლებიდან (2-13-1200), ხაზინის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გადასახდელებს საბიუჯეტო სახსრებით (2-13-1300), ხაზინისათვის გადასახდელებს გრანტის შემოსავლებიდან (2-13-1400), ხაზინისათვის გადასახდელებს შემოსულობებით (2-13-1500) და ხაზინის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის გადასახდელებს არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით (2-13-1600).“; გ) 52 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 პუნქტი: „53. ანგარიშზე - „ხაზინის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის გადასახდელები არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით“ (2-13-1600) აღირიცხება ხაზინის მიერ გადასახდელები საბიუჯეტო ორგანიზაციების არასაბიუჯეტო (საკუთარ) სახსრებთან დაკავშირებით.“; დ) 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „32. ანგარიშზე –„საქონლისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებს გარეთ“ (2-13-4200) აღირიცხება საქონლის და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებები და მოკლევადიანი არაფინანსური აქტივების მოწოდებასთან წარმოქმნილი გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებების მიმდინარე ნაწილი, საბიუჯეტო წლის ფარგლებს გარეთ.“; ე) 38-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „38. ანგარიშზე – „გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების მოწოდებით წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებს გარეთ“ (2-13-6200) აღირიცხება გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების მოწოდებით წარმოქმნილი მოკლევადიანი კრედიტორული დავალიანებები და გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების მოწოდებით წარმოქმნილი გრძელვადიანი კრედიტორული დავალიანებების მიმდინარე ნაწილი, საბიუჯეტო წლის ფარგლებს გარეთ.“; ვ) 39-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „39. ანგარიში – „სხვა მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები“ (2- 13-9000) მოიცავს დარიცხულ გადასახდელ რენტას (2-13-9100), ვალდებულებებს დეპონენტების მიმართ (2-13-9300); გადასახდელ დივიდენდებს (2-13-9400), მოკლევადიან (მიმდინარე) ფულად ვალდებულებებს არაგაცვლით ოპერაციებთან დაკავშირებით (2-13-9500), ჯარიმების/პირგასამტეხლოების დაკავებით წარმოქმნილ კრედიტორულ დავალიანებებს (2-13-9600) და სხვა დანარჩენ მოკლევადიან (მიმდინარე) კრედიტორულ დავალიანებებს (2-13-9900).“; ზ) 431 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 432 პუნქტი: „432. ანგარიშზე - ჯარიმების/პირგასამტეხლოების დაკავებით წარმოქმნილი კრედიტორული დავალიანებები (2-13-9600) აღირიცხება შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მომწოდებლების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის დროს დაკისრებული ჯარიმების, სანქციების, საურავების და პირგასამტეხლოების (მესამე პირის გადახდის წესის მიხედვით) ბიუჯეტში მიმართვის მიზნით წარმოქნილი კრედიტორული დავალიანებები.“. 15. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. ვალდებულებები დროებით განთავსებული სახსრებით.
16. 28-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 17. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ანგარიში – „წმინდა აქტივები/კაპიტალი“ (3-00-0000) მოიცავს საწესდებო კაპიტალის (3-10-0000), ნამეტის/დეფიციტის (3-20-0000) და რეზერვების (3-30-0000) ანგარიშებს.“. 18. 36 - ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 36. კაპიტალში შენატანი
19. 361 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „361 . ნამეტი/დეფიციტი ანგარიში – „ნამეტი/დეფიციტი“ (3-20-0000) მოიცავს გაუნაწილებელი ნამეტის/დეფიციტის (3-21-0000), გაუნაწილებელი ნამეტის/დეფიციტის კორექტირებების (3-22-0000), საანგარიშგებო პერიოდის ნამეტის/დეფიციტის (3-23-0000) და მესაკუთრეებისათვის გასანაწილებელი თანხების (3-24-0000) ანგარიშებს.“. 20. 38-ე მუხლს: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიში – გაუნაწილებელი ნამეტის/დეფიციტის კორექტირებები (3-22-0000) მოიცავს კორექტირებებს სააღრიცხვო პოლიტიკის ცვლილებების შედეგად (3-22-1000), კორექტირებებს ფუნდამენტური (არსებითი) შეცდომების შედეგად (3-22-2000), კორექტირებებს ერთჯერადი გადაფასების შედეგად (3-22-3000) და კორექტირებებს კაპიტალის სხვა ცვლილებების შედეგად ( 3-22-4000).“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 – მე-13 პუნქტები: „8. ანგარიში – „კორექტირებები ერთჯერადი გადაფასების შედეგად“ (3-22-3000) მოიცავს: კორექტირებებს ერთჯერადი გადაფასების შედეგად საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის (3-22-3100) და კორექტირებებს ერთჯერადი გადაფასების შედეგად არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით საქმიანობისათვის (3-22-3200). 9. ანგარიშზე – „კორექტირებები ერთჯერადი გადაფასების შედეგად საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის (3-22-3100) აღირიცხება ერთეულის მიერ აქტივების ერთჯერადად, სამართლიანი (რეალური) ღირებულებით გადაფასებით (აფასებით) გამოწვეული კაპიტალის კორექტირებები საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის. 10. ანგარიშზე – „კორექტირებები ერთჯერადი გადაფასების შედეგად არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით საქმიანობისათვის“ (3-22-3200) აღირიცხება ერთეულის მიერ აქტივების ერთჯერადად, სამართლიანი (რეალური) ღირებულებით გადაფასებით (აფასებით) გამოწვეული კაპიტალის კორექტირებები არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით საქმიანობისათვის. 11. ანგარიში – „კორექტირებები კაპიტალის სხვა ცვლილებების შედეგად“ (3-22-4000) მოიცავს: კორექტირებებს კაპიტალის სხვა ცვლილებების შედეგად საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის“ (3-22-4100) და კორექტირებებს კაპიტალის სხვა ცვლილებების შედეგად არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით საქმიანობისათვის (3-22-4200). 12. ანგარიშზე – „კორექტირებები კაპიტალის სხვა ცვლილებების შედეგად საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის“ (3-22-4100) აღირიცხება ერთეულების გაერთიანების და სხვა ცვლილებებით გამოწვეული კაპიტალის კორექტირებები საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის. 13. ანგარიშზე – „კორექტირებები კაპიტალის სხვა ცვლილებების შედეგად არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით საქმიანობისათვის“ (3-22-4200) აღირიცხება ერთეულების გაერთიანების და სხვა ცვლილებებით გამოწვეული კაპიტალის კორექტირებები არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით საქმიანობისათვის.“. 21. მე-40 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 401 მუხლი: „მუხლი 401. რეზერვები
22. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შემოსავლების კლასი (4-00-0000) მოიცავს შემოსავლების შემდეგ ჯგუფებს: გადასახადების (4-10-0000); სოციალური შენატანების (4-20-0000); გრანტების (4-30-0000), სხვა შემოსავლების (4-40-0000); შიდა ტრანსფერების (4-50-0000); სხვა საოპერაციო შემოსავლების (4-60-0000), კურსთაშორის სხვაობით და ფლობის შედეგად მიღებული სხვა მოგება (4-80-0000) და სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან მიღებული შემოსავლების (4-90-0000).“. 23. 45-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიში – სხვა შემოსავლები (4-40-0000) მოიცავს: შემოსავლებს საკუთრებიდან (4-41- 0000); საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავლებს (4-42-0000); გრძელვადიანი აქტივების გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავლებს (4-43-0000); შემოსავლებს სანქციებით, ჯარიმებით და საურავებით (4-44-0000); ტრანსფერებს და სხვა არაკლასიფიცირებულ შემოსავლებს (4-45-0000) და დაზღვევის (სიცოცხლის დაზღვევის გარდა) და სტანდარტული გარანტიის სქემით მიღებული პრემიები, ჩარიცხვები და მოთხოვნები (4-46-0000).“; ბ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. ანგარიში – ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (4-45-0000) მოიცავს: მიმდინარე ტრანსფერებს და სხვა არაკლასიფიცირებულ შემოსავლებს (4-45-1000) და კაპიტალურ ტრანსფერებს და სხვა არაკლასიფიცირებულ შემოსავლებს (4- 45-2000).“; გ) 21 -ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ანგარიში – მიმდინარე ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (4-45-1000) მოიცავს: მიმდინარე ტრანსფერებს და სხვა არაკლასიფიცირებულ შემოსავლებს გაცვლითი ოპერაციებით (4-45-1100) და მიმდინარე ტრანსფერებს და სხვა არაკლასიფიცირებულ შემოსავლებს არაგაცვლითი ოპერაციებით (4-45-1200).“; დ) 21-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 და 212 პუნქტები: „211. ანგარიშზე – „მიმდინარე ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები გაცვლითი ოპერაციებით“ (4-45-1100), აღირიცხება გაცვლითი ოპერაციებით წარმოქმნილი ისეთი ფულადი შემოწირულობები, არაფულადი საჩუქრები და სხვა ნებაყოფლობით ტრანსფერები, რომლებიც არ არის განკუთვნილი კაპიტალური ხასიათის ხარჯების გასაწევად და რომლებსაც ფიზიკური პირები, კერძო არამომგებიანი ორგანიზაციები, არასამთავრობო ფონდები, ორგანიზაციები, საწარმოები და კორპორაციები (მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა) გადასცემენ სახელმწიფოს. „212. ანგარიშზე – „მიმდინარე ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები არაგაცვლითი ოპერაციებით“ (4-45-1200) აღირიცხება არაგაცვლითი ოპერაციებით წარმოქმნილი ისეთი ფულადი შემოწირულობები, არაფულადი საჩუქრები და სხვა ნებაყოფლობით ტრანსფერები, რომლებიც არ არის განკუთვნილი კაპიტალური ხასიათის ხარჯების გასაწევად და რომლებსაც ფიზიკური პირები, კერძო არამომგებიანი ორგანიზაციები, არასამთავრობო ფონდები, ორგანიზაციები, საწარმოები და კორპორაციები (მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა) გადასცემენ სახელმწიფოს.“; ე) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. ანგარიში – კაპიტალური ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (4-45-2000) მოიცავს: კაპიტალურ ტრანსფერებს და სხვა არაკლასიფიცირებულ შემოსავლებს გაცვლითი ოპერაციებით (4-45-2100) და კაპიტალურ ტრანსფერებს და სხვა არაკლასიფიცირებულ შემოსავლებს არაგაცვლითი ოპერაციებით (4-45-2200).“; ვ) 22-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 და 222 პუნქტები: „221. ანგარიშზე – „კაპიტალური ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები გაცვლითი ოპერაციებით“ (4-45-2100) აღირიცხება გაცვლითი ოპერაციებით წარმოქმნილი ისეთი ფულადი შემოწირულობები, არაფულადი საჩუქრები და სხვა ნებაყოფლობით ტრანსფერები, რომლებიც განკუთვნილია კაპიტალური ხასიათის ხარჯების გასაწევად და რომლებსაც ფიზიკური პირები, კერძო არამომგებიანი ორგანიზაციები, არასამთავრობო ფონდები, ორგანიზაციები, საწარმოები და კორპორაციები (მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა) გადასცემენ სახელმწიფოს. „222. ანგარიშზე – „კაპიტალური ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები არაგაცვლითი ოპერაციებით“ (4-45-2200) აღირიცხება არაგაცვლითი ოპერაციებით წარმოქმნილი ისეთი ფულადი შემოწირულობები, არაფულადი საჩუქრები და სხვა ნებაყოფლობით ტრანსფერები, რომლებიც განკუთვნილია კაპიტალური ხასიათის ხარჯების გასაწევად და რომლებსაც ფიზიკური პირები, კერძო არამომგებიანი ორგანიზაციები, არასამთავრობო ფონდები, ორგანიზაციები, საწარმოები და კორპორაციები (მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა) გადასცემენ სახელმწიფოს.“. 24. 47-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიში – კურსთაშორის სხვაობით და ფლობის შედეგად მიღებული სხვა მოგება (4-80-0000) მოიცავს: უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგად ფლობიდან მიღებულ მოგებას (4-81-0000) და ფლობის შედეგად მიღებულ სხვა მოგებას (4-82-0000).“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ანგარიში – უცხოურ ვალუტაში აქტივების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება (4-81-1000) მოიცავს: უცხოური ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების (4-81-1100); ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში ნაშთების (4-81-1200); უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტებისა და სესხების (4-81-1300); უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილის (4-81-1400); უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე და სესხებზე დარიცხული მისაღები პროცენტების (4-81-1500); უცხოურ ვალუტაში პროცენტებზე დაკისრებული მისაღები ჯარიმების, სანქციების და საურავების (4-81-1600); ერთ წელზე მეტი ვადით უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტებისა და სესხების (4-81-1700), უცხოურ ვალუტაში სხვა ფინანსური აქტივების (4-81-1800) და უცხოურ ვალუტაში დებიტორული დავალიანებების (4-81-1900) გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგების ანგარიშებს.“; გ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 -102 პუნქტები: „101. ანგარიშზე – „უცხოურ ვალუტაში სხვა ფინანსური აქტივების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება“ (4-81-1800) აღირიცხება უცხოურ ვალუტაში წარმოქმნილი სხვა ფინანსური აქტივების ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება. 102. ანგარიშზე – „უცხოურ ვალუტაში დებიტორული დავალიანებების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება“ (4-81-1800) აღირიცხება უცხოურ ვალუტაში წარმოქმნილი დებიტორული დავალიანებების ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად ფლობით მიღებული მოგება.“; დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ანგარიში – უცხოურ ვალუტაში ვალდებულებების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება (4-81-2000) მოიცავს: ევრობონდების (4-81-2100), უცხოურ ვალუტაში კრედიტების, სესხების და სხვა ვალდებულებების (4-81-2200) და უცხოურ ვალუტაში კრედიტორული დავალიანებების და სხვა ვალდებულებების (4-81-2300) გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებულ მოგებას.“; ე) მე-13 და 131 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ანგარიშზე – „უცხოურ ვალუტაში მიღებული კრედიტების, სესხების და სხვა ვალდებულებების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება“ (4-81-2200) აღირიცხება უცხოურ ვალუტაში მიღებული კრედიტებისა და სესხების და სხვა ვალდებულებების ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება. 131. ანგარიშზე – „უცხოურ ვალუტაში კრედიტორული დავალიანებების და სხვა ვალდებულებების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან მიღებული მოგება“ (4-81-2300) აღირიცხება უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებების გადაანგარიშების შედეგად ფლობით მიღებული მოგება.“; ვ) 132 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ანგარიში – ფლობის შედეგად მიღებული სხვა მოგება (4-82-0000) მოიცავს კაპიტალ-მეთოდით აღრიცხული ინვესტიციების ფლობიდან მიღებული მოგების ანგარიშს (4-82-3000).“; თ) 141 და მე-15 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 25. 48-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიში – სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან მიღებული შემოსავლები (4-90-0000) მოიცავს საეჭვო/უიმედო დებიტორული დავალიანებების და წინასწარი გადახდების (4-91-0000); მატერიალური მარაგების ღირებულების შემცირების (4-92-0000); ძირითადი აქტივების გაუფასურების (4-93-0000); საინვესტიციო ქონების გაუფასურების (4-94-0000); არამატერიალური აქტივების გაუფასურების (4-95-0000); შეღავათიანი მომსახურების ფარგლებში აქტივების გაუფასურების (4-96-0000); ფინანსური იჯარის ფარგლებში აქტივების გაუფასურების (4-97-0000); სხვა არაფინანსური აქტივების გაუფასურების (4-98-0000), ფინანსური აქტივების გაუფასურების (4-99-0000) უკუგატარებით წარმოქმნილ შემოსავლებს.“; ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ანგარიშზე – ფინანსური აქტივების გაუფასურების უკუგატარებით წარმოქმნილი შემოსავლები (4-99-0000) აღირიცხება მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფინანსური აქტივების გაუფასურების უკუგატარებით წარმოქმნილი შემოსავლები სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან.“. 26. 56-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიში – სხვა ხარჯები (5-70-0000) მოიცავს: საპროცენტო ხარჯებს (5-71-0000); რენტის ხარჯებს (5-72-0000); ტრანსფერებს და სხვა არაკლასიფიცირებულ ხარჯებს (5-73-0000); ქონებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, გარდა პროცენტისა (5-74-0000); დაზღვევის (სიცოცხლის დაზღვევის გარდა) და სტანდარტული გარანტიის სქემით მიღებულ პრემიებს, ჩარიცხვებს და მოთხოვნებს (5-75-0000) და გრძელვადიანი აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებული ხარჯებს (5-76-0000) .“; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ანგარიში – „ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები“ (5-73-0000) მოიცავს: მიმდინარე ტრანსფერებს და სხვა არაკლასიფიცირებულ ხარჯებს (5-73-1000) და კაპიტალურ ტრანსფერებს და სხვა არაკლასიფიცირებულ ხარჯებს (5-73-2000).“; გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ანგარიში – მიმდინარე ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები (4-45-1000) მოიცავს: მიმდინარე ტრანსფერებს და სხვა არაკლასიფიცირებულ ხარჯებს გაცვლითი ოპერაციებით (5-73-1100) და მიმდინარე ტრანსფერებს და სხვა არაკლასიფიცირებულ ხარჯებს არაგაცვლითი ოპერაციებით (5-73-1200).“; დ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 102 პუნქტები: „101. ანგარიშზე – „მიმდინარე ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები გაცვლითი ოპერაციებით“ (5-73-1100) აღირიცხება საბიუჯეტო კლასიფიკაციის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „მიმდინარე ტრანსფერები, რომელიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული“ მუხლით გაცვლითი ოპერაციებით წარმოქმნილი ხარჯები. „102. ანგარიშზე – „მიმდინარე ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები არაგაცვლითი ოპერაციებით (5-73-1200), აღირიცხება საბიუჯეტო კლასიფიკაციის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „მიმდინარე ტრანსფერები, რომელიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული“ მუხლით არაგაცვლითი ოპერაციებით წარმოქმნილი ხარჯები.“; ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ანგარიში – კაპიტალური ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები (5-73-2000) მოიცავს: კაპიტალურ ტრანსფერებს და სხვა არაკლასიფიცირებულ ხარჯებს გაცვლითი ოპერაციებით (5-73-2100) და კაპიტალურ ტრანსფერებს და სხვა არაკლასიფიცირებულ ხარჯებს არაგაცვლითი ოპერაციებით (5-73-2200).“; ვ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 და 112 პუნქტები: „111. ანგარიშზე – „კაპიტალური ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები გაცვლითი ოპერაციებით“ (5-73-2100) აღირიცხება საბიუჯეტო კლასიფიკაციის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „კაპიტალური ტრანსფერები, რომელიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული“ მუხლით გაცვლითი ოპერაციებით წარმოქმნილი ხარჯები. „112. ანგარიშზე – „კაპიტალური ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები არაგაცვლითი ოპერაციებით“ (5-73-2200) აღირიცხება საბიუჯეტო კლასიფიკაციის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „კაპიტალური ტრანსფერები, რომელიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული“ მუხლით არაგაცვლითი ოპერაციებით წარმოქმნილი ხარჯები.“. 27. 57-ე მუხლის : ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიში – კურსთაშორის სხვაობით და ფლობის შედეგად წარმოქმნილი სხვა ზარალი (5-80-0000) მოიცავს: უცხოური ვალუტის გაცვლის კურსის ცვლილებით ფლობიდან წარმოქმნილ ზარალს (5-81-0000) და ფლობის შედეგად გაწეულ სხვა ზარალს (5-82-0000).“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ანგარიში – უცხოურ ვალუტაში აქტივების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი (5-81-1000) მოიცავს: უცხოური ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების (5-81-1100); ანგარიშებზე უცხოურ ვალუტაში ნაშთების (5-81-1200); უცხოურ ვალუტაში ერთ წლამდე ვადით გაცემული კრედიტებისა და სესხების (5-81-1300); უცხოურ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული კრედიტების და სესხების მიმდინარე ნაწილის (5-81-1400); უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე და სესხებზე დარიცხული მისაღები პროცენტების (5-81-1500); უცხოურ ვალუტაში დაკისრებული მისაღები ჯარიმების, სანქციებისა და საურავების (5-81-1600); ერთ წელზე მეტი ვადით უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტებისა და სესხების (5-81-1700), უცხოურ ვალუტაში სხვა ფინანსური აქტივების (5-81-1800) და უცხოურ ვალუტაში დებიტორული დავალიანებების (5-81-1900) გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალის ანგარიშებს.“; გ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 102 პუნქტები: „101. ანგარიშზე – „უცხოურ ვალუტაში სხვა ფინანსური აქტივების (5-81-1800) გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი“ - აისახება უცხოურ ვალუტაში წარმოქმნილი სხვა ფინანსური აქტივების ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი. 102. ანგარიშზე – „უცხოურ ვალუტაში დებიტორული დავალიანებების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი (5-81-1900) აღირიცხება უცხოურ ვალუტაში დებიტორული დავალიანებების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი.“; ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ანგარიში – „უცხოურ ვალუტაში ვალდებულებების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი“ (5-81-2000) მოიცავს: ევრობონდების (5-81-2100), უცხოურ ვალუტაში მიღებული კრედიტების, სესხების და სხვა ვალდებულებების (5-81-2200) და უცხოურ ვალუტაში კრედიტორული დავალიანებების და სხვა ვალდებულებების (5-81-2300) გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალის ანგარიშებს.“; ვ) მე-13 და 131 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ანგარიშზე – „უცხოურ ვალუტაში მიღებული კრედიტების, სესხების და სხვა ვალდებულებების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი“ (5-81-2200) აღირიცხება უცხოურ ვალუტაში მიღებული კრედიტებისა და სესხების და სხვა ვალდებულებების ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი. 131. ანგარიშზე - „უცხოურ ვალუტაში კრედიტორული დავალიანებების და სხვა ვალდებულებების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი“ (5-81-2300) აღირიცხება უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული კრედიტორული დავალიანებების და სხვა ვალდებულებების გადაანგარიშების შედეგად ფლობიდან წარმოქმნილი ზარალი.“; ზ) 132 პუნქტი ამოღებულ იქნეს; თ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ანგარიში – ფლობის შედეგად გაწეული სხვა ზარალი (5-82-0000) მოიცავს კაპიტალ-მეთოდით აღრიცხული ინვესტიციების (5-82-3000) ფლობით წარმოქმნილი ზარალის ანგარიშს.“; ი) 141 და მე-15 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 28. 58-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ანგარიში – სხვა ეკონომიკური ნაკადებიდან წარმოქმნილი ხარჯები (5-90-0000) მოიცავს: საეჭვო/უიმედო დებიტორული დავალიანებების და წინასწარი გადახდების (5-91-0000), მატერიალური მარაგების ღირებულების შემცირების (5-92-0000); ძირითადი აქტივების გაუფასურების (5-93- 0000), საინვესტიციო ქონების გაუფასურების (5-94-0000), არამატერიალური აქტივების გაუფასურების (5-95-0000), შეღავათიანი მომსახურების ფარგლებში აქტივების გაუფასურების (5-96-0000), ფინანსური იჯარის ფარგლებში აქტივების გაუფასურების (5-97-0000), სხვა არაფინანსური აქტივების გაუფასურების (5-98-0000) და ფინანსური აქტივების გაუფასურების (5-99-0000) ხარჯების ანგარიშებს.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი: „10. ანგარიშზე – „ფინანსური აქტივების გაუფასურების ხარჯები“ (5-99-0000) აღირიცხება ფინანსური აქტივების გაუფასურების შედეგად წარმოქმნილი ხარჯები სხვა ეკონომიკური ნაკადებით.“. 29. თავი VII ამოღებულ იქნეს. 30. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები