დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის N17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 200 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 08/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017357 |
|
„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 10/06/2020, 040110030.05.001.019859) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/01/2020, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.017283) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 61. პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული აქტივები საცნობარო ანგარიშზე – „პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული აქტივები“ (02) აღირიცხება დროებით, პასუხსაგებ შენახვაზე მიღებული აქტივები, თანხობრივად, მესაკუთრე ერთეულის, აქტივის სახეების, აღწერილობის და შენახვის ადგილმდებარეობის მითითებით.“. 2. 69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 69. განსაკარგავად გადასაცემი მოძრავი ქონება საცნობარო ანგარიშზე – „განსაკარგავად გადასაცემი მოძრავი ქონება“ (10) – აღირიცხება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ერთეულის მიერ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის განსაკარგავად გადასაცემი მოძრავი ქონება (კანონმდებლობით განსაზღვრული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 8 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები